ჯეიმზ ჰენრი ბრესტიდი
ჯეიმზ ჰენრი ბრესტიდი | |
---|---|
ინგლ. James Henry Breasted | |
![]() | |
დაბ. თარიღი | 27 აგვისტო, 1865[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] |
დაბ. ადგილი | როკფორდი[8] |
გარდ. თარიღი | 2 დეკემბერი, 1935[8] [2] [3] [4] [5] [6] [9] (70 წლის) |
გარდ. ადგილი | ნიუ-იორკი, აშშ[8] |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | ანთროპოლოგი, არქეოლოგი, ისტორიკოსი, ეგვიპტოლოგი[10] , უნივერსიტეტის პროფესორი და ფარმაცევტი |
მუშაობის ადგილი | ჩიკაგოს უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | იელის უნივერსიტეტი, ჩრდილო-ცენტრალური კოლეჯი, ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი და ჩიკაგოს თეოლოგიური სემინარია |
შვილ(ებ)ი | ჰენრი ბრესტიდ უმცროსი |
ჯეიმზ ჰენრი ბრესტიდი (ინგლ. James Henry Breasted; დ. 27 აგვისტო, 1865, როკფორდი, ილინოისი — გ. 2 დეკემბერი, 1935, ნიუ-იორკი) — ამერიკელი ეგვიპტოლოგი, ამერიკული ეგვიპტოლოგიის სკოლის ფუძემდებელი. სწავლობდა ადოლფ ერმანთან ბერლინში; იყო ეგვიპტური ენის ბერლინის დიდი ლექსიკონის ერთ-ერთი შემდგენელი, შეაგროვა და ინგლისურ თარგმანში გამოსცა ძველი ეგვიპტური ტექსტების მნიშვნელოვანი კორპუსი (1906–1907). 1905 წლიდან იყო ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი. ხელმძღვანელობდა ჩიკაგოს უნივერსიტეტის ექსპედიციას ნუბიაში წარწერების ასლების გადაღების მიზნით (1905–1907); ექსპედიციამ საფუძველი ჩაუყარა ცნობილ ეპიგრაფიკულ სკოლას, რომელსაც ზოგჯერ ჩიკაგოს სკოლას უწოდებენ.[11]
ბრესტიდმა 1919 წელს დააარსა ჩიკაგოს უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი, 1924 წელს კი მისი განყოფილება ეგვიპტეში, ლუქსორში (ჩიკაგო-ჰაუსი, Chicago House). მუშაობა დაიწყო აქვე, მედინეტ-ჰაბუში მდებარე რამსეს III-ის გრანდიოზული ტაძრის გამოსახულებებისა და წარწერების ფაქსიმილურ გამოცემაზე. ავტორია ფუნდამენტური ნაშრომისა „ეგვიპტის ისტორია უძველესი დროიდან სპარსელთა მიერ დაპყრობამდე“. გამოსცა რელიგიური და სამედიცინო ტექსტები „მემფისური თეოლოგიის ძეგლი“ და „ედუინ სმითის ქირურგიული პაპირუსი" (აქ გამოადგა მისი პირველი სპეციალობა — ფარმაცევტობა). თავის ნაშრომებში ბრესტიდი ყველაზე მეტ ყურადღებას უთმობდა ძველი ეგვიპტელების პოლიტიკურ მოწყობას, სამხედრო ისტორიას, რელიგიურ წარმოდგენებსა და ყოფას.[11]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #118659936 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 3.0 3.1 SNAC — 2010.
- ↑ 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 5.0 5.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 6.0 6.1 AlKindi
- ↑ Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ 8.0 8.1 8.2 Брэстед Джеймс Генри // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ Annuaire prosopographique : la France savante / B. Delmas, R. Mathis — 2009.
- ↑ The Fine Art Archive
- ↑ 11.0 11.1 Томашевич О. В. Брэстед Джеймс Генри // Большая российская энциклопедия. т. 4. — М., 2006. — стр. 260.
- დაბადებული 27 აგვისტო
- დაბადებული 1865
- გარდაცვლილი 2 დეკემბერი
- გარდაცვლილი 1935
- ნიუ-იორკში გარდაცვლილები
- ამერიკელი ეგვიპტოლოგები
- ამერიკელი ისტორიკოსები
- ამერიკელი არქეოლოგები
- პნევმონიით გარდაცვლილები
- იელის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები
- ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები
- აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრები
- ბავარიის მეცნიერებათა აკადემიის წევრები
- ამერიკის ფილოსოფიური საზოგადოების წევრები