შინაარსზე გადასვლა

ჯეიმზ ჰეილმანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯეიმზ ჰეილმანი

ჰეილმანი 2019 წელს
დაიბადაJames M. Heilman
1979 ან 1980
სასკაჩევანი, კანადა
პროფესიაექიმი
სპეციალიზაცია გადაუდებელი სამედიცინო დახმარება
განათლება სასკაჩევანის უნივერსიტეტი

ჯეიმზ მ. ჰეილმანი (ინგლ. James M. Heilman; დ. 1979 ან 1980, სასკაჩევანი, კანადა) — კანადელი ექიმი, ვიკიპედიელი და ვიკიპედიაში სამედიცინო თემატიკაზე კონტენტის გაუმჯობესების მომხრე. ის აქტიურად მუშაობს, რომ სამედიცინო სფეროში მოღვაწე პირებმა შეიტანონ წვლილი ონლაინ ენციკლოპედიაში.[1][2]

ვიკიპედიაში ცნობილია მომხმარებლის სახელით „Doc James“. ჰეილმანი „ვიკიპროექტ მედიცინის“ აქტიური წევრი და ვიკიპედიის მოხალისე ადმინისტრატორია. 2010-2013 წლებში იყო ვიკიმედია კანადის პრეზიდენტი და ასევე დააარსა „Wiki Project Med Foundation“-ი, სადაც ასევე პრეზიდენტის პოზიცია ეკავა.[3][4][5] იგი ასევე არის „ვიკიპროექტ მედიცინის“ მედიკამენტების თარჯიმანთა სამუშაო ჯგუფის დამფუძნებელი.[6] 2015 წლის ივნისში იგი აირჩიეს „ფონდ ვიკიმედიის“ სამეურვეო საბჭოში, სადაც 2015 წლის 28 დეკემბრამდე, თანამდებობიდან გადაყენებამდე დარჩა.[7][8] ჰეილმანი, ფონდ ვიკიმედიის სამეურვეო საბჭოში ხელახლა 2017 წლის მაისში აირჩიეს.[9] მისი უფლებამოსილების ვადა 2021 წლის ნოემბერში დასრულდა.[10]

  1. James Heilman (1 იანვარი 2013). „Online encyclopedia provides free health info for all. Interview by Fiona Fleck“. Bulletin of the World Health Organization (ინგლისური). 91 (1): 8–9. doi:10.2471/BLT.13.030113. ISSN 0042-9686. PMC 3537258. PMID 23397345. ვიკიმონაცემები Q24633998.
  2. Mcneil, Mark (4 October 2011). „Wikipedia makes a house call to Mac“. The Hamilton Spectator. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 25, 2018. ციტირების თარიღი: 12 January 2014.
  3. Berko, Lex (2013). „Medical Students Can Now Earn Credit for Editing Wikipedia“. Vice. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 12, 2014. ციტირების თარიღი: იანვარი 12, 2014.
  4. Trujillo, Maria. (25 November 2011) Wikipedia and Higher Education – The Infinite Possibilities. University of British Columbia. ციტირების თარიღი: 9 January 2014
  5. Bunim, Juliana. (September 26, 2013) UCSF First U.S. Medical School to Offer Credit For Wikipedia Articles. University of California, San Francisco. ციტირების თარიღი: 12 January 2014
  6. Beck, Julie. (March 5, 2014) Doctors' #1 Source for Healthcare Information: Wikipedia. ციტირების თარიღი: August 1, 2015
  7. Resolution:James Heilman Removal. Wikimedia Foundation Board of Trustees (28 December 2015). ციტირების თარიღი: 29 December 2015
  8. Kleinz, Torsten (December 29, 2015). „Wikimedia Foundation feuert Vorstandsmitglied“. Heise Online (გერმანული). დაარქივებულია ორიგინალიდან — December 25, 2018. ციტირების თარიღი: January 1, 2016.
  9. Chan, Katie; Sutherland, Joe. Results from the 2017 Wikimedia Foundation Board of Trustees elections. Wikimedia Foundation (20 May 2017). ციტატა: „The results from this year’s community selection of the Wikimedia Foundation Board of Trustees are in! Congratulations to María Sefidari (User:Raystorm), Dariusz Jemielniak (User:pundit), and James Heilman (User:Doc James) for receiving the most community support. They will begin the three-year terms being filled through this process after they are officially appointed by the current trustees, which will occur at their August meeting at Wikimania 2017.“ ციტირების თარიღი: 13 July 2017
  10. Resolution:Term Extension of Dariusz Jemielniak and James Heilman, 2021 (2021-08-26). ციტირების თარიღი: 2022-05-31