ჯეიმზ დანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯეიმზ დანა
James Dwight Dana by Warren, 1865.jpg
დაბ. თარიღი 12 თებერვალი, 1813
დაბ. ადგილი იუტიკა, ნიუ-იორკის შტატი
გარდ. თარიღი 14 აპრილი 1895
გარდ. ადგილი ნიუ-ჰეივენი, კონექტიკუტის შტატი
მოქალაქეობა აშშ
სამეცნიერო სფერო გეოლოგია, მინერალოგია, ზოოლოგია
მუშაობის ადგილი იელის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი იელის უნივერსიტეტი
შვილ(ებ)ი Edward Salisbury Dana
ჯილდოები კოპლის მედალი და Wollaston Medal
ხელმოწერა Appletons' Dana James Dwight signature.png
James Dwight Dana ვიკისაწყობში

ჯეიმზ დანა, ჯეიმზ დეინა (ინგლ. James Dwight Dana; დ. 12 თებერვალი, 1813, იუტიკა, ნიუ-იორკის შტატი — გ. 14 აპრილი 1895, ნიუ-ჰეივენი, კონექტიკუტის შტატი) — ამერიკელი გეოლოგი, მინერალოგი და ზოოლოგი. XIX საუკუნის გეოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1833 წელს დაამთავრა იელის უნივერსიტეტი. იყო ნიუ-ჰეივენის უნივერსიტეტის გეოლოგიისა და მინერალოგიის პროფესორი (1855-1892). 1837 წელს შეიმუშავა მინერალთა ქიმიური კლასიფიკაცია. 1873 წელს შემოიღო ტერმინები „გეოსინკლინი“ და „გეოანტიკლინი“. დანას აზრით, დედამიწის ქერქში დიდი როფები და ნაოჭები წარმოიქმნება დედამიწის გაცივების შედეგად მისი შეკუმშვისა და ქერქის შეჭმუჭნის გამო.

დანა, თვლიდა რომ ოკეანის ფსკერი იძირება და აწვება ხმელეთს, რის შედეგადაც კონტინენტის სანაპიროს გასწვრივ წარმოიქმნება როფები (გეოსინკლინები), სადაც გროვდება სქელი დანალექი წყებები, და აზევებები (გეოანტიკლინები). ქერქის შემდგომი შეკუმშვის შედეგად დანალექი წყებები განიცდის დანაოჭებას, აზევებას და წარმოიქმნება მთათა სისტემები. დანას აზრით, ორგანული სამყაროს ევოლუცია ორგანიზმების ნერვული სისტემის გართულების გზით ხდება.

მისი მეტად ცნობილი ნაშრომებია „მინერალოგიის სისტემა“ (1837), „მინერალოგიის სახელმძღვანელო“ (1848) და „გეოლოგიის სახელმძღვანელო“ (1863).

თხზულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • System of mineralogy, N.Y.-L.,1844; в рус. пер.: Система минералогии, т. 1—3, М., 1950—66.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]