ჯეიმზ გრინვუდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჯეიმზ გრინვუდი
დაბ. თარიღი 1833
დაბ. ადგილი ლონდონი
გარდ. თარიღი 1929[1] ან 11 აგვისტო 1927(1927-08-11)[2]
საქმიანობა ჟურნალისტი და მწერალი
ენა ინგლისური ენა[2]
მოქალაქეობა Flag of the United Kingdom.svg გაერთიანებული სამეფო
Flag of the United Kingdom.svg დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო

ჯეიმს გრინვუდი (ინგლ. James Greenwood; დ. 1833 — გ. 11 აგვისტო, 1927 ან 1929) — ბრიტანელი მწერალი და ჟურნალისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1833 წელს. ჰყავდა 11 და-ძმა. სამმა ძმამ – ფრედერიკმა, ჯეიმზმა და უოლტერმა – დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყეს გამომცემლობაში. რამდენიმე წლის შემდეგ ფრედერიკი და ჯეიმზი გაზეთებში მუშაობდნენ, ხოლო უოლტერი, ტუბერკულოზით დაავადებული, გარდაიცვალა.

ფრედერიკმა დააგროვა დიდი თანხა და საკუთარი გაზეთი დააარსა. ჯეიმზმა ჟურნალისტის და ლიტერატორის კარიერა აირჩია და წერდა სხვადასხვა სოციალურ პრობლემაზე. მუშაობდა გაზეთებში Pall Mall Gazette და Daily Telegraph. XIX საუკუნის 60-იან და 70-იან წლებში სახელი გაითქვა ლონდონის ღამის სათევი დაწესებულებების შესახებ სტატიების მთელი სერიით. ასეთი კვლევისთვის მან ღარიბულად ჩაიცვა და ცხოვრობდა უსახლკაროებთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ მისი რეპორტაჟების გულახდილი ტონი რედაქტორმა მკვეთრად შეარბილა, გაზეთის ტირაჟი ორჯერ გაიზარდა. გრინვუდის ნაშრომი სხვა გაზეთმაც გადაბეჭდა და წერდა, რომ „გრინვუდის მიერ აღწერილი სურათი მით უფრო საზარელია, რომ მან ასეთ სახლში მხოლოდ ერთი ღამი გაატარა, ჩვენი ათასობით თანამემამულე კი იძულებულია ასე მთელი ცხოვრება გაატაროს“.

გრინვუდი, ამასთან, წერდა მხატვრულ ნაშრომებსაც. XIX საუკუნის 50-იანი წლებიდან XX საუკუნის დასაწყისამდე მან 40-მდე წიგნი გამოსცა. XIX საუკუნის 60-იან და 70-იან წლებში წარმატებული იყო რუსეთში, სადაც მისი რომანები, მოთხრობები და სხვა ნაშრომები იბეჭდებოდა გაზეთებსა და ჟურნალებში და გამოდიოდა ცალკე გამოცემების სახით.

70-იანი წლებიდან ჯეიმზი სულ უფრო იშვიათად იბეჭდებოდა, საბოლოოდ კი გაქრა პრესის ფურცლებიდან. გარდაიცვალა 1929 წელს, ვერ მიაღწია რა 97 წლის ასაკამდე.

მწერლის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია „პატარა დაძონძილი მათხოვრის ნამდვილი ამბავი“ (The True History of a Little Ragamuffin, 1866).

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Swartz A. Open Library — 2005.
  2. 2.0 2.1 BNF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.