ჯეიმზ ბენეტ მაკ-კრირი
ჯეიმზ ბენეტ მაკ-კრირი (ინგლ. James Bennett McCreary; დ. 8 ივლისი, 1838 — გ. 8 ოქტომბერი , 1918) — ადვოკატი და პოლიტიკოსი აშშ-ის სახელმწიფოში, შტატ კენტუკიში. ის ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური მთავრობის საკანონმდებლო ორგანოში წარმოადგენდა ორივე პალატას და იყო კენტუკის 27-ე და 37-ე გუბერნატორი. სამართლის სკოლის დამთავრების შემდეგ ის გახდა ერთადერთი კომისია გავლილი მაიორი კენტუკის მე-11 კავალერიაში და ასრულებდა ამერიკის კონფედერაციული ბრიგადის გენერალ ჯონ ჰანთ მორგანის მითითებებს, ამერიკის სამოქალაქო ომის დროს. 1869 წელს, იგი არჩეულ იქნა კენტუკის პალატის წამომადგენლად, სადაც იგი მსახურობდა 1875 წლამდე. ის ამ თანამდებობაზე ორჯერ იქნა არჩეული. მათ 1875 წელს წარადგინეს კონვენცია, რომლის მიხედვითაც დემოკრატებმა წამოაყენეს საკუთარი კანდიდატურა გუბერნატორის თანამდებობაზე მაკ-კრირის სახით, მან ადვილი გამარჯვება მოიპოვა რესპუბლიკელ ჯონ მარშალ ჰარლანთან.