შინაარსზე გადასვლა

ჯეიკობ ელორდი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯეიკობ ელორდი
ჯეიკობ ელორდი, 2025 წელი
დაბადების თარიღი 26 ივნისი, 1997 (28 წლის)
ქვინზლენდი, ავსტრალია
საქმიანობა მსახიობი

ჯეიკობ ელორდი (დ. 26 ივნისი, 1997, ქვინზლენდი, ავსტრალია) — ავსტრალიელი მსახიობი,[1] რომელმაც პოპულარობა მოიპოვა Netflix-ის ფილმში „კოცნის ჯიხურის“. მსახიობი კრიტიკოსებმა აღიარეს HBO-ს სერიალში, „ეიფორია“, შესრულებული როლის შემდეგ.[2][3]

2023 წელს ელორდიმ შეასრულა ელვის პრესლის როლი სოფია კოპოლას ბიოგრაფიულ დრამაში „Priscilla“. მსახიობმა განასახიერა ფელიქს ქეტონი ემერალდ ფენელის ფილმში „Saltburn“. ამ უკანსასკნელმა როლმა ჯეიკობ ელორდის მოუტანა ნომინაცია BAFTA-ს „საუკეთესო მამაკაცი მსახიობის მეორეხარისხოვანი როლისათვის“.[4]

ელორდიმ მონაწილეობა მიიღო გილერმო დელ ტოროს 2025 წლის სამეცნიერო-ფანტასტიკურ ფილმში, „ფრანკენშტაინი". ამ როლმა მსახიობს კიდევ ერთი აღიარება მოუტანა.

ჯეიკობ ელორდი დაიბადა 1997 წლის 26 ივნისს ბრიზბენში. მსახიობის მშობლები არიან მელისა ელორდი და ჯონ ელორდი. ელორდის ჰყავს სამი უფროსი და.

ელორდი საშუალო სკოლაში დაინტერესებული იყო რიგბით. გარდა ამისა, ის 12 წლიდან მონაწილეობდა სკოლის მიუზიკლებში.[5] მსახიობისთვის განსაკუთრებულად შთამაგონებელი იყო ჰით ლეჯერი. მსახიობზე შთაბეჭდილება მოახდინა ფილმმა The Dark Knight.[6] სკოლის პერიოდიდან აღსანიშნავია ობერონის როლი წარმოდგენაში „A Midsummer Night's Dream“. 14 წლიდან ჯეიკობმა აქტიურად დაიწყო ამერიკულ აქცეტზე მუშაობა. მან აღნიშნა, რომ პრაქტიკისთვის იყენებდა ვინ დიზელიის მეტყველებას.

როცა ჯეიკობი 15 წლის იყო, დედის რჩევით, მოდელობაც სცადა, მაგრამ სააგენტოებმა ის დაიწუნეს სიმაღლის გამო. ის ზედმეტად მაღალი იყო, აღნიშნავდნენ ისინი.

ელორდი სწავლობდა ბიჭებისთვის განკუთვნილ კათოლიკურ სკოლებში („St Kevin's College“, „St Joseph's College“).[7] მისთვის სკოლაში სწავლის პერიოდი არ იყო მარტივი. ის აღნიშნავს, რომ იმდროისათვის თავს „ძალიან მოუსვენრად“ გრძნობდა. ელორდის განცხადებით, მან „ძლივს დაასრულა საშუალო სკოლა“.

მოგვიანებით იგი სწავლობდა სამსახიობო სკოლაში მელბურნში. 2017 წელს 19 წლის ასაკში გადავიდა შეერთებულ შტატებში სამსახიობო კარიერის გასაგრძელებლად.[8]

წელი სახელწოდება როლი შენიშვნები
2017 „მკვდრები ზღაპრებს არ ჰყვებიან“ ბრიტანელი ჯარისკაცი
2018 „ცხელი არდადეგები“ რუსტერი
„კოცნის ჯიხური“ ნოა ფლინი
2019 „მორგის კოლექცია“ ჯეიკ მეთიუსი
2020 „კოცნის ჯიხური 2“ ნოა ფლინი
„ორი გული“ ქრის გრეგორი
„არაჩვეულებრივი მისტერ დანდი“ ჩეიზ ჰოგანი
2021 „კოცნის ჯიხური 3“ ნოა ფლინი
2022 ღრმა წყალი ჩარლი დე ლაილი
2023 „ის ამ გზით წავიდა“ ბობი ფოლსიასევე ასევე აღმასრულებელი პროდიუსერი
„პრისილა“ ელვის პრესლი
„სოლტბერნი“ ფელიქს ქეტონი
„საყვარელი აღმოსავლეთი“ იან რეინოლდსი
2024 „ოჰ, კანადა“ ახალგაზრდა ლეონარდ ფაიფი
„სწრაფ ცხენებზე“ იულიუს უოკერი ასევე აღმასრულებელი პროდიუსერი
2025 ფრანკენშტეინი ფრანკენშტეინის არსება
2026 „ქარიშხლიანი უღელტეხილი“ ჰიტკლიფი პოსტპროდაქშენი
„ძაღლების ვარსკვლავები“ ჰიგი პოსტპროდაქშენი
წელი სახელწოდება როლი შენიშვნები
2019–დღემდე „ეიფორია“ ნეით ჯეიკობსი მთავარი როლი[9]
2020 Acting for a Cause მისტერ დარსი ეპიზოდი „სიამაყე და ცრურწმენიდან“
2024 Saturday Night Live თავად (მასპინძელი) ეპიზოდი: ჯეიკობ ელორდი[10]
2025 „ვიწრო გზა შორეული ჩრდილოეთისკენ“ დორიგო ევანსი მინისერიალი, მთავარი როლი
  1. Elordi, Jacob, 1997-. Library of Congress (4 August 2025). ციტირების თარიღი: 26 October 2025
  2. Langmann, Brady. Jacob Elordi Is Young and Restless and Longing for Home (30 November 2021). ციტირების თარიღი: 30 January 2024
  3. Skipper, Clay. How Jacob Elordi became Gen Z's leading man (8 August 2022). ციტირების თარიღი: 23 January 2024
  4. Ritman, Alex; Shafer, Ellise. BAFTA Film Awards Nominations: 'Oppenheimer' and 'Poor Things' Lead as 'Barbie' Falls Short en-US (18 January 2024). ციტირების თარიღი: 18 January 2024
  5. Hirschberg, Lynn. How Jacob Elordi Really Feels About His 'Euphoria' Character (24 February 2021). ციტირების თარიღი: 21 January 2024
  6. Walker, Lily. Jacob Elordi On Starring In HBO's Euphoria (19 August 2019). ციტირების თარიღი: 3 February 2024
  7. Jackson, Angelique. Euphoria Stars Jacob Elordi and Colman Domingo Finally Break Big at the Movies: 'I Feel the Most Free in My Career I Ever Have' (11 December 2023). ციტატა: „When I was 15, I was at an all-boys Catholic school. I was deeply unsettled.“
  8. Pearson, Victoria. Jacob Elordi Takes the Lead (10 May 2023). ციტირების თარიღი: 3 February 2024
  9. Westbrook, Caroline (17 June 2018). „What is Euphoria, the HBO series featuring Zendaya and The Kissing Booth's Jacob Elordi?“. Metro. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 July 2018. ციტირების თარიღი: 30 July 2018.
  10. Hoglund, Andy (21 January 2024). „Saturday Night Live recap: Jacob Elordi leans into being hot in first episode of 2024“. Entertainment Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 January 2024. ციტირების თარიღი: 21 January 2024.