ჯებელ-შამარის საამირო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ჯებელ-შამარის საამირო
არაბ. دولة آل رشيد‎‎

Flag of the Second Saudi State.svg
1836 — 1921 Flag of the Second Saudi State.svg
 
Flag of Nejd (1921).svg
 
Flag of Hejaz 1917.svg
 
Flag of the Mutawakkilite Kingdom of Yemen.svg
Flag of the Emirate of Ha'il.svg
დროშა
Alrasheed hail english.png
დედაქალაქი ჰაილი
ენა არაბული, ოსმალური, სპარსული
რელიგია ისლამი
მმართველობის ფორმა მონარქია
დინასტია ალ რაშიდები
ისტორია
 - ბინ რაშიდის მოსვლა ხელისუფლებაში 1836
 - საუდების მიერ დაპყრობა 1921

ჯებელ-შამარების საამირო, ასევე ალ რაშიდების საამირო არაბ. دولة آل رشيد‎‎ — სახელმწიფო რომელიც არსებობდა არაბეთის ნახევარკუნძულზე დაახლოებით დღევანდელი ნეჯდის რეგიონში. საამირო არსებობდა 1836 - 1921 წლებში.[1] ჯებელ-შამარი (არაბ. جبل شمر‎‎) ითარგმნება როგორც შამარების მთიანეთი. მისი დედაქალაქი იყო ჰაილი.[1] საამიროს მართავდა ალ რაშიდების დინასტია. მისი ტერიტორიები დღეს შედის საუდის არაბეთის, ერაყის და იორდანიის საზღვრებში.

საამირო ცნობილი იყო იონჯის წარმოებით.[2]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საამირო შეიქმნა 1836 წელს და არსებობის მანძილზე იმართებოდა ალ რაშიდების მიერ. რაშიდებმა შეძლეს 1891 წელს მულაიდის ბრძოლაში გამარჯვებით საუდების ერ-რიადიდან გაყრა. რითიც გაუქმდა ნეჯდის საამირო და მისი ტერიტორიებიც ჯებელ-შამარების საამიროს შეუერთდა.

საუდების ქუვეითში გადახვეწის შემდეგ რაშიდებმა დაამყარეს კავშირი ოსმალეთის იმპერიასთან, მაგრამ ეს წაგებიანი კავშირი გამოდგა. ოსმალები რეგიონში გავლენას თანდათან კარგავდნენ.

1902 წელს იბნ საუდმა შეძლო ერ-რიადის განთავისუფლებას და დაიწყო სამხედრო კამპანია რეგიონის დასაბრუნებლად. ოთხ წლიანი საუდი-რაშიდების ომის შედეგად რაშიდები დამარცხდნენ ხოლო მათი ემირი აბდულ-აზიზ იბნ მიტაბი დაიღუპა.

პირველ მსოფლიო ომში საუდებს ბრიტანეთის იმპერიის მხარე ეჭირათ, ხოლო რაშიდებთ ოსმალების. შედეგად I მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ჯებელ-შამარების საამირო კიდევ უფრო დასუსტებული იყო, ხოლო საუდები გაძლიერებული.

საამიროს ბოლო მოუღო საუდების 1921 წლის სამხედრო კამპანიამ. საამირო საუდებს 1921 წლის 2 ნოემბერს დანებდა და შეუერთდა ნეჯდის სასულთნოს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Charles Montagu Doughty (1888): Travels in Arabia Deserta. (Reprinted many times)
  • Gertrude Bell (1907): The Desert and the Sown (republished 1987)
  • David George Hogarth (1905): The Penetration of Arabia: a Record of Western Knowledge Concerning the Arabian Peninsula.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 J. A. Hammerton. Peoples Of All Nations: Their Life Today And Story Of Their Past (in 14 Volumes). Concept Publishing Company, 2007. Pp. 193.
  2. Prothero, G.W. (1920). Arabia. London: H.M. Stationery Office, გვ. 86.