ჯებელ-უვეინატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თარგი:ინფოდაფა ქედი ჯებელ-უვეინატი (არაბ. جبل العوينات‎‎) — ქედი ეგვიპტე-ლიბია-სუდანის საზღვარზე. სიმაღლე 1934 მ. მთა არქენუდან მდებარეობს დაახლოებით 40 კმ-ში. გეოლოგიური თვალსაზრისით იყოფა 2 ნაწილად: დასავლეთ და აღმოსავლეთ ზონებად. პირველი ეროზირებულია, გაბატონებულია მასიური ინტრუზიული გრანიტები, რომლებიც განლაგებულია ბეჭდის სახით (დიამეტრი 25 კმ); მეორე — პალეოზოური ქვიშაქვების ერთობლიობაა. ქედის დასავლეთით ვრცელდება 3 ხეობა: კარკურ-ჰამიდი, კარკურ-იდრისი და კარკურ-იბრაჰიმი. უხვად არის პეტროგლიფები (ლომის, ჟირაფის, სირაქლემის, გაზელისა და ძროხის გამოსახულებანი).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]