ჯაჭვის ხიდი (ქუთაისი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯაჭვის ხიდი

ჯაჭვის ხიდი — უძველესი ქუთაისის ხიდებს შორის. აქ არის აღმოჩენილი V საუკუნის ხიდის ნაშთი. დღევანდელი ხიდის ძირითადი საყრდენები 1770-იანი წლებისაა, მათზე თავდაპირველად ხის ხიდი ააგეს, რომელიც არქიელის ხიდად იწოდებოდა. 1850-იან წლებში ჯაჭვებზე დაკიდებული ხის ფერმის აგების შემდეგ ხიდს დღევანდელი სახელი შეერქვა. 1869 წელს ფურგონების გადასვლისას ხიდი ჩაწყდა, იგი 1884-1885 წლებში ქალაქის ხარჯით აღადგინეს. ინგლისში, გარნერის მიერ დამზადებული ლითონის ფერმა ინჟ. გ. ზალსკიმ დაამონტაჟა (ახალი ხიდი სამეფო ხიდადაც იწოდებოდა). ახლანდელი ხიდი 1995 წელსაა აღდგენილი.

2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]