ჯაშუში (ტელესერიალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჯაშუში
Alias-logo.png
ჟანრი მოქმედებითი
დრამა
თრილერი
რეჟისორი ჯეი ჯეი აბრამსი
მონაწილეობენ ჯენიფერ გარნერი
რონ რიფკინი
მაიკლ ვართანი
ბრედლი კუპერი
მერინ დანგი
კარლ ლამბლი
კევინ ვაისმანი
ვიქტორ გარბერი
დევიდ ანდერსი
ლენა ოლინი
მელისა ჯორჯი
გრეგ გრანბერგი
მია მაესტრო
რეიჩელ ნიკოლსი
ელოდი ბოუჩეზი
ბალთაზარ გეტი
ამი აკერი
კომპოზიტორი მაიკლ ჯაკინო
სეზონი 5
ეპიზოდი 105 (ეპიზოდების სია)
კომპანია
ადგილ(ებ)ი უოლტ დისნეის სტუდია, ბერბენკი, კალიფორნია (გადაღების ძირითადი ადგილი)
ხანგრძლივობა 42 – 45 წთ.
კომპანია Bad Robot Productions
Touchstone Television
ეთერი
ორიგინალური არხი ABC
პირველად ეთერში სექტემბერი 30, 2001 (2001-09-30)
უკანასკნელად ეთერში მაისი 22, 2006 (2006-05-22)
სტატუსი დასრულებული[1]
საიტი watchalias.com

ჯაშუში (ინგლ. Alias) — ჯეი ჯეი აბრამსის იდეის მიხედვით შექმნილი ამერიკული ტელესერიალი. მისი ჩვენება 5 სეზონის განმავლობაში (30 სექტემბერი, 2001—22 მაისი, 2006) მიმდინარეობდა, ABC–ს ეთერში. ფილმის მთავარი გმირია SD-6-ის და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ორმაგი აგენტი სიდნი ბრისტოუ, რომელსაც განასახიერებს ჯენიფერ გარნერი.

სერიალი მოგვითხრობს სიდნის ორმაგ ცხოვრებაზე. მას უწევს თავისი ნამდვილი საქმიანობის დამალვა მეგობრებთან და ახლობლებთან. ის მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ასრულებს ურთულეს მისიებს, რომლებიც ყოველ ჯერზე უფრო სანახაობრივი ხდება. ფილმის ერთ–ერთი მთავარი თემაა რენესანსის ეპოქის გამომგონებლის მაილო რამბალდის (ლეონარდო და ვინჩისა და ნოსტრადამუსის პროტოტიპი, გამოგონილი პიროვნება.) ხელნაწერების შეგროვება. სიუჟეტისა და სერიალში გამოყენებული ზოგიერთი ტექნოლოგიის გამო ფილმი მიაკუთვნეს სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრს.

საქართველოში სერიალის სრული ვერსია აჩვენა ტელეკომპანია მზემ, ხოლო რუსთავი 2–სა და ტელეკომპანია საქართველოს ეთერში გავიდა სერიალის მხოლოდ 1–ლი და მე–2 სეზონი.

მთავარი გმირები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წარმოება და შემოქმედებითი ჯგუფი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერიალის გადაღებულია კინოკომპანიების Touchstone Television–ის და Bad Robot Productions–ის მიერ ლოს-ანჯელესის ოლქში. გადაღებები ძირითადად მიმდინარეობდა უოლტ დისნეის სტუდიაში, კალიფორნიის შტატის ქალაქ ბერბანკში. მიუხედავად ფილმის სცენების მრავალფეროვნებისა, მხოლოდ ერთი ეპიზოდის გადაღება მოხდა ლოს-ანჯელესის ოლქის გარეთ ლას-ვეგასში.

სპეციალურად მოწვეული მსახიობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმში აგრეთვე მონაწილეობენ სპეციალურად მოწვეული ცნობილი მსახიობები.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

I სეზონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიდნი ბრისტოუ ინგლისური ლიტერატურის ფაკულტეტის ახალბედა სტუდენტი იყო, როდესაც მასთან მივიდნენ და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს საიდუმლო განყოფილება SD-6-ში შეთავაზეს მუშაობა. იგი მალევე დათანხმდა წინადადებას და SD-6-ის ოპერატიული აგენტი გახდა. SD-6 ბანკ "კრედიტ დოფინის" მიწისქვეშა სართულებზე იყო განლაგებული, სადაც სიდნი ვითომ პროგრამისტად მუშაობდა. მისი უფროსი არვინ სლოუნი იყო. ფილმის პირველ ეპიზოდში, მისი SD-6-ში მუშაობის დაწყებიდან შვიდი წლის შემდეგ ის სრულ სიმართლეს მისი საქმიანობის შესახებ უყვება თავის საქმროს დენის, რადგან მას აღარ სურდა მისი მოტყუება. როდესაც ეს SD-6-ში გაიგეს მათ დენის დაქირავებული მკვლელი მიუგზავნეს და მოკლეს.

დენის მკვლელობის შემდეგ სიდნი დიდი ხნის განმავლობაში არ გადიოდა სამსახურში, რის გამოც SD-6-მა მასზე ნადირობა დაიწყო. მისი გადარჩენა მხოლოდ მამამისმა ჯეკ ბრისტოუმ შესძლო, რომელიც ასევე SD-6-ის აგენტი იყო და სიდნის დიდიხნის განმავლობაში არ ენახა. ჯეკმა უამბო სიდნის სიმართლე SD-6-ის შესახებ, რომ ის ცსს-ის საიდუმლო განყოფილება კი არა, ტერორისტული ორგანიზაცია "თორმეტთა კავშირის" ფილიალია და სიმართლე მხოლოდ მაღალი დონის აგენტებმა იციან.

ამის მერე სიდნი გადაწყვეტს იმუშაოს ნამდვილ სადაზვერვო სააგენტოზე და ცხოვრების მთავარ მიზნად SD-6-ის განადგურებას დაისახავს. სადაზვერვო სააგენტოში სიდნის კურატორად უნიშნავენ მაიკლ ვონს. იგი მალევე იგებს, რომ მამამისიც ორმაგი აგენტია, ხოლო დედა ირინა დერევკო რომელიც სიდნის ავიაკატასტროფაში დაღუპული ეგონა სინამდვილეში ცოცხალია და მასწავლებელი კი არა სუკ-ის აგენტი იყო მიმაგრებული ჯეკ ბრისტოუზე სათვალთვალოდ და საიდუმლო ინფორმაციის მოსაპოვებლად.

II სეზონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორე სეზონი იწყება სიდნის დედის ირინა დერევკოს გამოჩენით, რომელიც მალევე სერიალის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე ხდება. სეზონის შუაში თორმეტთა კავშირის სერვერიდან ფასეული მონაცემების განადგურების შემდეგ SD-6 და კავშირის სხვა ფილიალები განადგურდა, სიდნი კი ცსს-ის ჩვეულებრივი აგენტი ხდება. იგი კვლავ აგრძელებს არვინ სლოუნისა და მისი პარტნიორის ჯულიან სარკის ძებნას, რომლების დაკავებულნი არიან რამბალდის არტეფაქტების მოძიებით. სიდნის მეგობრებმა SD-6-დან მარკუს დიქსონმა და მარშალ ფლინკმანმა როგორც იქნა გაიგეს სიმართლე მისი ორმაგი აგენტობის შესახებ, რის შემდეგაც მათაც ცსს-ში დაიწყეს მუშაობა.

სიდნი და ვონი უკვე აღარ მალავენ თავიანთ გრძნობებს გარშემომყოფთაგან. სიდნის მეგობარი უილ ტიპინი გაზეთში SD-6-ის შესახებ გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ იძულებული გახდა თავის გადარჩენის გამო ეღიარებინა, რომ სტატია გამოგონებული იყო. SD-6-ის განადგურების შემდეგ მაიკლ ვონი უილ ტიპინს აძლევდა პატარ-პატარა სამუშაოებს, რადგან მისი რეპუტაციით ახალი სამუშაოს შოვნა რთული იყო. ფრენსიმ საკუთარი რესტორანი გახსნა, სადაც მას უილი ეხმარებოდა.

სეზონის მეორე ნახევარში სიდნის საუკეთესო მეგობარი ფრენსი კალფო მოკლეს და ჩაანაცვლეს ელისონ დორინით, რომელიც ოპერაციის შემდეგ ფრენსის ორეული გახდა. ამის დახმარებით ელისონმა დაიწყო სიდნის და უილის თვალთვალი. სეზონის ბოლოს სიდნი იგებს სიმართლეს და ელისონთან მოსდის ჩხუბი, რა დროსაც სიდნი 3-ჯერ ესვრის მას და გონებას კარგავს. სიდნი აზრზე უკვე ჰონგ-კონგის ერთ-ერთ კვარტალში მოდის, სადაც ვონთან შეხვედრისას იგებს, რომ იმ დღის მერე ორი წელი გავიდა და ის ყველას დაღუპული ეგონა. ასევე იგებს, რომ ვონმა ახალი სიყვარული იპოვა და ის ახლა უკვე ცოლიანია.

III სეზონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მესამე სეზომში მოქმედება მიმდინარეობს მეორე სეზონში აღწერილი მოვლენებიდან ორი წლის შემდეგ. მთელი ამ ხნის მანძილზე სიდნის დაღუპულად თვლიდნენ, სინამდვილეში კი იგი გატაცებული ჰყავდა ტერორისტულ ორგანიზაციას სახელწოდებით "გარანტია". ისინი ცდილობდნენ ექციათ იგი დაქირავებულ მკვლელად სახელად ჯულია ტორნი. მათგან თავის დაღწევის შემდეგ სიდნიმ ნებაყოფლობით წაიშალა ბოლო ორი წლის მოგონებები, რათა რამბალდის ყველაზე სახიფათო არტეფაქტის ადგილმდებარეობა არავის გაეგო.

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოში დაბრუნების შემდეგ სიდნი იგებს რომ არვინ სლოუნი გადაურჩა სასჯელს და ხემლძღვანელობს საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციას - "ომნიფარმი". მაიკლ ვონი დაქორწინდა. მოგვიანებით ირკვევა რომ მაიკლის ცოლი ლორენ რიდი გარანტიის წევრი და ჯულიან სარკის საყვარელია.

სიდნი გებულობს რომ დედამისი და არვინ სლოუნი საყვარლები იყვნენ და რომ მას ჰყავს და. ის პოულობს თავის დას, ნადიას, და გამოიხსნის მას ციხიდან. ნადია მოხსენიებულია რამბალდის ხელნაწერებში როგორც "მგზავრი". სლოუნი იტაცებს ნადიას და უკეთებს რამბალდის აღწერილობის მიხედვით დამზადებულ ელექსირს რათა მან გადმოსცეს რამბალდის შეტყობინება.

სეზონის ბოლოს სიდნი მიდის მისიაზე სადაც შეეჩეხება ლორენ რიდს. ისინი ჩხუბობენ. ლორენი ეუბნება სიდნის რომ აქვს ინფორმაცია მის წარსულზე. ამ დროს მოდის მაიკლ ვონი და ესვრის ლორენს სწორედ იმ მომენტში როცა ის აპირებს სიდნის მოკვლას. ლორენი სიკვდილის წინ სიდნის ეუბნება სადეპოზიტო ყუთის ნომერს სადაც მის შესახებ ინფორმაცია ინაება.

IV სეზონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეოთხე სეზონი იწყება სცენით, როცა სიდნი კითხულობს დოკუმენტს სახელწოდებით „S.A.B. 47 Project“. დოკუმენტში სიდნი მოხსენიაბულია როგორც „პროექტ შობის აქტიური სუბიექტი“, რომელიც დაიწყო 1975 წლის 17 აპრილს. მას ხელს აწერს ჯეკი, როგორც პროექტის ხელმძღვანელი.

სიდნი უერთდება FBI_ს ახალ საიდუმლო ქვეგანყოფილებას რიმელსაც ხელმძღვანელობს არვინ სლოუნი (SD-6-ის ყოფილი უფროსი). ახალ განყოფილებას ეწოდება „უცხო პირთა შესვლა აკრძალულია“ (ინგლ. Authorized Personnel Only, APO) და მასში შედის წინა სეზონების თითქმის ყველა გმირი: ჯეკი, მაიკლი, სიდნის ყოფილი მეწყვილე მარკუს დიქსონი, მარშალ ფლინკმანი, ვონის მეგობარი ერიკ ვაისი, ასევე სლოუნის შვილი და სიდნის და ნადია სანტოსი.

თვითმარქვია „სლოუნი“ (რომელსაც ხუმრობით არვინ კლონი შეარქვეს) ქმნის ტექნოლოგიას რათა განახორციელოს რამბალდის მიერ ნაწინასწარმეტყველები აპოკალიფსი. ნამდვილი სლოუნი კი იყენებს „ომნიფარმს“ და აბინძურებს სასმელ წყალს ქიმიკატებით, რომლებიც იწვევენ სიმშვიდის განცდას, თუმცა მიულერის „სფეროს“ შეუძლია შეაბრუნოს მათი ეფექტი. ირინა დერევკოს და ელენა აწყობს აპარატს რუსულ ქალაქ სოვოგდაში. სიდნი, ჯეკი, ვონი, ნადია, ირინა და სლოუნი ჩადიან სოვოგდაში, ანადგურებენ მოწყობილობას და კლავენ ელენას. ნადია აღმოჩნდა ინფიცირებული და ჩავარდა კომაში.

სეზონის ბოლოს სიდნი და ვონი მიემგზავრებიან სანტა-ბარბარაში. გზაში ვონი უმხელს სიდნის რომ მაიკლ ვონი არ არის მისი ნამდვილი სახელი, მაგრამ იგი ვერ ასწრებს სათქმელის დასრულებას, რადგან ამ დროს მათ ეჯახება მეორე ავტომობილი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Snierson, Dan. “Ex-Spy-Ration – EW.com“, Entertainment Weekly, December 2, 2005.