ჯაფარის დაბრუნება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჯაფარის დაბრუნება (1994))

ჯაფარის დაბრუნება (ასევე ალადინი: ჯაფარის დაბრუნება ან ალადინი 2:ჯაფარის დაბრუნება) - 1994 წლის "Walt Disney Pictures"-ის სტუდიის მიერ შექმნილი ამერიკული ანიმაციური ფანტასტიკური, მუსიკალური და სათავგადასავლო ფილმი. 1992 წლის "ალადინის" პირველი გაგრძელება და "ალადინის" მოტივით შექმნილი ანიმაციური სერიალის პილოტური ეპიზოდი. გამოვიდა 1994 წლის 20 მაისს, რაც მას პირველ ამერიკულ ფილმად ხდის, რომელიც პირდაპირ DVD ფორმატში გამოვიდა [1]. ორიგინალური ფილმის როლების რეპრიზა შეასრულეს გილბერტო გოტფრიდმა, ჯონათან ფრიმანმა, სკოტ ვეინერმა და ლინდა ლარკინმა, ჯეისონ ალექსანდრემ და დენ კასტელანეტა (რობინ უილიამსის ნაცვლად ჯინის როლში) ახალი როლები შეასრულეს. მიუხედავად იმისა, რომ ფილმმა ძირითადად უარყოფითი შეფასებები მიიღო, გაიყიდა ფილმის 15 მილიონი კოპია, მან შეაგროვა დაახლოებით 300 მილიონი $ 5 მილიონი $-ის ბიუჯეტით, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად სახლის ფორმატში გამოშვებულ ფილმად ჰქმნის.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ფილმის მსგავსად ფილმის მოქმედების ადგილია გამოგონილი არაბული სამეფო აგრაბა. პირველი ფილმის მოვლენებიდან ერთი წელი გავიდა. ალადინი და აბუ სასახლეში დასახლდნენ პრინცესა ჟასმინთან და მამამისთან, სულთანთან ერთად. ალადინი მაინც თავგადასავლებს დაეძებს, კრიმინალურ დაჯგუფებას ებრძვის და მათ ნაძარცვს აბრუნებს. ამ დროს უდაბნოში იაგო - დატყვევებული ჯაფარის მოსამსახურე - ლამპარიდან გარბის. ის დაიღალა ჯაფარის უმადურობით და არ ანთავისუფლებს მას, იაგო ბრუნდენა სასახლეში ალადინთან დამეგობრების და სასახლეში ცხოვრების გაგრძელების იმედით. ალადინთან და აბუსთან დაპირისპირების დროს, სამივეს თავს ესხმიან ქურდები; იაგო უნებლიედ ალადინის ცხოვრებას გადაარჩენს. მადლობის ნიშნად, ალადინი იაგოს სასახლეში დარჩენას უშვებს და სულთანის დაჯერებასაც ჰპირდება.

ამასობაში ქურდების ლიდერი აბის მალი ჯაფარის ლამპარს პოულობს. ჯაფარისთვის ეს დაბრუნების შანსია - ის აბის მალს მაპიპულირებს და პირველ ორ სურვილს ტყუილად ახარჯინებს, შემდეგ კი ალადინზე შურისძიებაში დახმარებას სთხოვს განსაკუთრებული მესამე სურვილის სანაცვლოდ. აბის მალი თანახმაა, მასაც სურს შურისძიება ალადინზე. სასახლეში კი მსოფლიოში მოგზაურობის შემდეგ ჯინი ბრუნდება. ვახშამზე იაგო ჩნდება, ალადინი არწმუნებს დანარჩენებს მის კეთილ ზრახვებში და იაგოს დროებით ტოვებენ სასახლეში ალადინის ზედამხედველობის ქვეშ. სასახლეში ჯაფარი ჩნდება და იაგოს მანიპულირებს, ის მეგობრებს ატყუებს და ჯაფარის მახეში მიჰყავს. იაგო ათავისუფლებს მეგობრებს და ანადგურებს ჯაფარს ლამპართან ერთად. იაგო სასახლეში რჩება, ალადინი და ჟასმინი კი სამოგზაუროდ მიდიან.

კრიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმმა უმეტესად ნეგატიური შეფასება მიიღო. ფილმების შეფასების ვებსაიტზე "Rotten Tomatoes" ფილმის რეიტინგია 3.91/10. "Entertainment Weekly"-ს ჟურნალისტმა სტივ დეილმა აღნიშნა, რომ ფილმი "დისნეის სახელს ატარებს და "ალადინის" ფასი ადევს, მაგრამ პირველივე დაბალი ხარისხის კადრიდან ჩანს, რომ ფილმი არ არის თავისი წინამორბედივით კრეატიული და ხარისხიანი, მასში არ იყო ჩადებული იმდენივე დრო, ზრუნვა და სიყვარული". [2] დაარქივებული 2014-10-31 საიტზე Wayback Machine.

წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://ew.com/article/1994/05/20/return-jafar/
  2. http://www.reelfilm.com/aladdin.htm
  3. https://news.google.com/newspapers?nid=1916&dat=20020217&id=PockAAAAIBAJ&pg=1102,2300694
  4. http://www.ew.com/ew/article/0,,302275,00.html დაარქივებული 2014-10-31 საიტზე Wayback Machine.