ჯარიმა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯარიმა — ფულადი გადასახდელი, მატერიალური ზემოქმედების ღონისძიება, რომელსაც იყენებენ კანონით დადგენილი წესით და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ფულადი გადასახდელი, რომელიც ინიშნება დღიური ანაზღაურების სისტემით. ჯარიმას იხდიან ფიზიკური ან იურიდიული პირები მოქმედი კანონმდებლობის, დადებული ხელშეკრულების ან დადგენილი წესების დარღვევისათვის. ჯარიმის გადახდა არ ათავისუფლებს გადამხდელს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან.

მოქალაქეებისათვის და თანამდებობის პირებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამო დაკისრებული ჯარიმა არ შეიძლება იყოს შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობის ერთ მესამედზე ნაკლები; ჯარიმა — ფულადი გადასახდელი, მატერიალური ზემოქმედების ღონისძიება, რომელსაც იყენებენ კანონით დადგენილი წესით და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ფულადი გადასახდელი, რომელიც ინიშნება დღიური ანაზღაურების სისტემით. ჯარიმას იხდიან ფიზიკური ან იურიდიული პირები მოქმედი კანონმდებლობის, დადებული ხელშეკრულების ან დადგენილი წესების დარღვევისათვის. ჯარიმის გადახდა არ ათავისუფლებს გადამხდელს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან. მოქალაქეებისათვის და თანამდებობის პირებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამო დაკისრებული ჯარიმა არ შეიძლება იყოს შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობის ერთ მესამედზე ნაკლები.

ჯარიმა ცნობილი იყო ძველ საქართველოში. თვით ტერმინი „ჯარიმა“ უცხოურია (არაბული ჯარიმა - ცოდვა, დანაშაული; სპარსული „ჯარიმა“ - საზღაური;საურავი, ჯურუმი). ქართული სამართლის ძეგლებში იგი XVII საუკუნიდან გვხვდება. "ჯარიმით განტანჯვას" ანუ დაჯარიმებას იწვევდა, კერძოდ, თვითნებობა, ცრუ დასმენა, დავაქარობა, “ლაშქრობის განწესების" დარღვევა, ჩხუბში მახვილის ამოღება. საჯაროსთან ერთად კუთვნილების ჯარიმაც არსებობდა. "მრუდეს კაცს" ჯარიმას მეფე, აგრეთვე სასამართლო და მებატონეც განუსაზღვრავდა. „საჴელმწიფოდ“ (მეფისა და დედოფლის სასარგებლოდ) განწესებულ-გადახდილი ჯარიმა სათანადო სარქარსა თუ „ქარხანას“ (საწყობს) მიებარებოდა. ჯარიმას აზღვევინებდა მოურავი (ან სხვა მოხელე), რომელსაც საზღაურის ნაწილი (სადედოფლო დასტურმალის მიხედვით - „ავკაცობის ჯარიმა“) ერგებოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]