შინაარსზე გადასვლა

ჯარგვალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჯარგვალი — გაუთლელი მორებისაგან აგებული ნაგებობა. საქართველოს ტერიტორიაზე დასტურდება III ათასწლეულიდან. ტყიან რაიონებში ჯარგვალურად აშენებდნენ სახლს, წისქვილს, ხულას, ბეღელს, ხიდის ბურჯებს, საქონლის სადგომს. არსებობს ჯარგვალის 2 სახე: 1. ძირთული ჯარგვალი — გრძელი მორებით ნაშენი, მიწურიატაკიანი, ყავრით ან ისლით გადახურული ორფერდსახურავიანი და ორსათავსიანი ნაგებობა. ერთ სათავსს იყენებდნენ ადამიანის საცხოვრებლად, მეორეს - საქონლის სადგომად. 2.ზედშედგმული ჯარგვალი — ორსართულიანი ძელური ნაგებობა. პირველ სართულს მთლიანად სამეურნეო დანიშნულებით იყენებდნენ, მეორეს - საცხოვრებლად.