ჯან ძოლინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჯან ძოლინი (დ. 1876 — გ. 21 ივნისი, 1928, მუკდენი) — ჩინელი გენერალი, რუსეთ-იაპონიის ომის (1904–1905) დროს იყო ხუნხუზების შეიარაღებული ბანდის მეთაური, რომელიც იაპონელების მხარეზე მოქმედებდა მანჯურიაში. 1906 წელს თავისი ბანდით ჩარიცხეს ჩინეთის არმიაში და დანიშნეს დივიზიის მეთაურად. სინხაის რევოლუციის (1911–1913 ) დროს გახდა მანჯურიის ფაქტობრივი, ხოლო იუან ში-კაის გარდაცვალების შემდეგ (1916) — შეუზღუდავი დიქტატორი. 1926–1927 წლებში იყო ცენტრალური და ჩრდილოეთ ჩინეთის მილიტარისტული ჯარების მთავარსარდალი. იბრძოდა ეროვნული მთავრობის რევოლუციური არმიის წინააღმდეგ. 1927 წლის აპრილში ჯან ძოლინის ბრძანებით პოლიცია თავს დაესხა საბჭოთა კავშირის საელჩოს პეკინში, დააპატიმრეს და სიკვდილით დასაჯეს 25 ჩინელი კომუნისტი. ჯან ძოლინი დაიღუპა მატარებლის მოწყობილი აფეთქების შედეგად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]