ჯან სიანჯუნი
იერსახე
ჯან სიანჯუნი (დ. 18 სექტემბერი, 1606 — გ. 2 იანვარი, 1647) — გლეხთა ომის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ჩინეთში (1628-45). 1630 წელს სათავეში ჩაუდგა აჯანყებულთა რაზმს შენსის პროვინციაში, 1635 წელს ლი ძიჩენთან ერთად ილაშქრა ანხოის პროვინციაში. აქ 1636 წლიდან დაიწყო დამოუკიდებელი მოქმედება. 1638 წელს ჩაბარდა მთავრობას და დაინიშნა გარნიზონის მეთაურად გუჩენში (ხუბეი). 1639 წელს კვლავ დაიწყო აჯანყება, იბრძოდა ხუნანსა და ხუბეიში. 1644 წელს დაიკავა ქალაქ ჩენდუ-სიჩუანის ადმისნისტრაციული ცენტრი, სადაც თავი გამოაცხადა „დასავლეთის დიდი სახელმწიფოს ხელმწიფედ“. 1647 წლის იანვარში დაამარცხეს მანჯურიისა და ჩინეთის ფეოდალების ჯარებმა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 540.