ჯან გალეაცო სფორცა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჯან გალეაცო სფორცა
Gian Galeazzo II. Maria Sforza.jpg
მილანის ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 26 დეკემბერი, 1476
მმართ. დასასრული: 21 ოქტომბერი, 1494
წინამორბედი: გალეაცო მარია სფორცა
მემკვიდრე: ლუდოვიკო სფორცა
რეგენტი: ბონა სავოიელი
(1476-1494)
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 20 ივნისი, 1469
გარდ. თარიღი: 21 ოქტომბერი, 1494, (25 წლის)
მეუღლე: იზაბელა არაგონელი
შვილები: ფრანჩესკო
იპოლიტა
ბონა, პოლონეთის დედოფალი
ბიანკა
დინასტია: სფორცები
მამა: გალეაცო მარია, მილანის ჰერცოგი
დედა: ბონა სავოიელი
რელიგია: კათოლიციზმი

ჯან გალეაცო სფორცა (იტალ. Gian Galeazzo Sforza; დ. 20 ივნისი, 1469 — გ. 21 ოქტომბერი, 1494) — სფორცას დინასტიის წარმომადგენელი. მილანის ჰერცოგ გალეაცო მარიასა და ბონა სავოიელის უფროსი ვაჟი. მილანის ჰერცოგი 1476-94 წლებში. ცოლად ჰყავდა თავისი მამიდაშვილი იზაბელა არაგონელი, რომელთანაც ოთხი შვილი ჰყავდა, მათ შორის პოლონეთ-ლიტვის დედოფალი ბონა სფორცა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯან გალეაცო დაიბადა 1469 წლის 20 ივნისს. იგი იყო მილანის ჰერცოგ გალეაცო მარია სფორცასა და მისი მეორე ცოლის, ბონა სავოიელის პირველი ვაჟი. 1476 წელს შეთქმულებმა მამამისი 32 წლის ასაკში მოკლეს, რის გამოც ახალი ჰერცოგი 7 წლის ჯან გალეაცო გახდა, რომლის რეგენტიც დედამისი, ბონა სავოიელი გახდა. მან დროებით მოახერხა თავისი მაზლების მილანიდან გაძევება, რომელთაც თვალი მისი ვაჟის ტახტზე ეჭირათ. სულ მალე ჯან გალეაცოს ბიძა, ლუდოვიკო სფორცა დაუბრუნდა მილანს, რომელმაც მალე იმდენად დიდი ძალაუფლება მოიპოვა, რომ ფაქტიურად მილანის დე-ფაქტო მმართველად იქცა.

1494 წლის 21 ოქტომბერს, 25 წლის ჯან გალეაცო გარდაიცვალა, რომელიც ბიძამისმა ლუდოვიკომ მოწამლა, ბონა სავოიელი და ჯან გალეაცოს ცოლ-შვილი კი გააძევა. საფრანგეთის მეფე შარლ VIII-ის მხარდაჭერით, ლუდოვიკომ მოახერხა და მილანის ჰერცოგი გახდა, მიუხედავად იმისა, რომ ჯან გალეაცოს ვაჟი დარჩა.

ქორწინება და შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1489 წლის თებერვალში, ჯან გალეაცომ ცოლად შეირთო თავისი მამიდაშვილი იზაბელა არაგონელი, რომელთანაც ოთხი შვილი შეეძინა:

  1. ფრანჩესკო (1491-1512), გარდაიცვალა დაუქორწინებელი;
  2. იპოლიტა (1493-1501), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  3. ბონა (1494-1557), ცოლად გაჰყვა პოლონეთისა და ლიტვის მეფე სიგიზმუნდ I-ს, რომელთანაც შეეძინა უნგრეთის დედოფალი იზაბელა, პოლონეთის მეფე სიგიზმუნდ II, ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის ჰერცოგინია სოფია, პოლონეთის დედოფალი ანა და შვედეთის დედოფალი კატარინა იაგელონები;
  4. ბიანკა (1495-1496), გარდაიცვალა ჩვილობაში;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Burckhardt, Jacob (1878). The Civilization Of The Renaissance in Italy. University of Toronto - Robarts Library: Vienna Phaidon Press. p. 23. Retrieved 28 February 2019.