ჯან ბატისტა გვარინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ჯან ბატისტა გვარინი (დ. 10 დეკემბერი, 1538, ფერარა — გ. 7 ოქტომბერი, 1612, ვენეცია) — იტალიელი პოეტი, ლიტერატურისა და ხელოვნების თეორეტიკოსი. სახელი გაითქვა ტრაგიკომიკური პასტორალით „ერთგული მწყემსი“ (1580). ის წარმატებით იდგმებოდა კრემონაში (1596), მანტუაში (1598). გვარინის ეკუთვნის ასევე კრებული „ლექსები“ (1598), „ტრაგიკომიკური პოეზიის სახელმძღვანელო“ (1601-1602), „ტრაქტატი სიყვარულზე“, „ტრაქტატი თავისუფლების პოლიტიკის შესახებ“ (1618), მადრიგალები, კომედიები და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]