ჯანსუღ კეკელია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კეკელია.
ჯანსუღ კეკელია
Jansug Kekelia.jpg
დაბ. თარიღი 14 თებერვალი, 1935(1935-02-14)
დაბ. ადგილი თბილისი
გარდ. თარიღი 25 სექტემბერი, 2013(2013-09-25) (78 წლის)
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
Flag of Georgia.svg საქართველო
საქმიანობა კარტოგრაფია
მუშაობის ადგილი ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი

ჯანსუღ კეკელია (დ. 14 თებერვალი, 1935 — გ. 25 სექტემბერი, 2013) — ქართველი გეოგრაფი და პედაგოგი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი (1995), პროფესორი (1996). საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციის პრეზიდენტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯანსუღ კეკელიამ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი 1961 წელს. 1962 წელს მუშაობა დაიწყო ამავე ფაკულტეტის გეომორფოლოგიის კათედრის ტექნიკოს კარტოგრაფად; 1973 წლიდან კარტოგრაფია-გეოდეზიის კათედრაზე ჯერ დოცენტად, შემდეგ პროფესორად; 1976–77 წლებში ფაკულტეტის დეკანის მოადგილეა; 1964–67 წლებში გაიარა ასპირანტურის კურსი; 1996 წლიდან მუშაობდა აგრეთვე, ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში კარტოგრაფიისა და აეროკოსმოსური კვლევის მეთოდების განყოფილების გამგედ.[1]

ჯანსუღ კეკელიამ საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1971 წელს თემაზე: „აღმოსავლეთ-ცენტრალური ეკონომიკური რაიონის მოსახლეობისა და განსახლების ეკონომიკურ-გეოგრაფიული ანალიზი რაიონული დაგეგმარების მიზნებისათვის“, ხოლო სადოქტორო დისერტაცია 1995 წელს თემაზე: „კარტოსემიოტიკა“.[1]

გამოქვეყნებული აქვს 160 სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც ეძღვნება კარტოგრაფიულ ნიშანთა ზოგადი თეორიის (კარტოსემიოტიკის), კარტოგრაფიის ენის ცნებობრივ-ტერმინოლოგიური სისტემის კვლევას. მისი ხელმძღვანელობით საბჭოთა კავშირში პირველად შესრულდა კომპლექსური სამედიცინო-გეოგრაფიული ატლასი.[2] წლების განმავლობაში კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეოდეზიაში, მათემატიკურ კარტოგრაფიაში, კარტომეტრიაში.[1]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს საზღვრები = Georgian borders (რედაქტორი). თბილისი, 2009;
  • საქართველოს ტერიტორია და საზღვრები (თანაავტორი). თბილისი, ინტელექტი, 2006;
  • მათემატიკური კარტოგრაფიის ზოგადი კურსი: სახელმძღვანელო (ავტორი). თბილისი, 2004;
  • კარტოსემიოტიკა (ავტორი). თბილისი, მეცნიერება, 1998.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. თბ., 2003.
  2. საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულება ნანა კეკელიას 80 წლის იუბილეს ულოცავს