ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია
Jump to navigation
Jump to search
ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია (ლათ. Mens sana in corpore sano) – ლათინური ფრთიანი ფრაზა. მომდინარეობს რომაელი პოეტის იუვენალისის მეათე სატირიდან. ტექსტში აღნიშნულია, რომ ადამიანები ღმერთს უნდა ევედრონ, რათა ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სული იყოსო.
ფრაზა პირველად გამოიყენა ჯონ ლოკმა შრომაში „აზრები აღზრდაზე“, ხოლო ფრაზას სიტყვა „ვილოცოთ“ ჩამოაცილა და მეტი ლაკონიურობა მიანიჭა ჟან-ჟაკ რუსომ.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- გურამ გოგიაშვილი, ფრთაშესხმული გამონათქვამები, „ჩვენი მწერლობა“, № 9, 2011, გვ. 60–61