ჯანრი გოგეშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჯანრი გოგეშვილი (დ. 31 იანვარი, 1946, სოფ. ნიგოითი, ახლ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი) — ქართველი მწერალი და ფილოლოგი .

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1981 წელს დაამთავრა ალექსანდრე პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ბიბლიოთეკათმცოდნეობის და ბიბლიოგრაფიის ფაკულტეტი.

ავტორია ფსიქოლოგიურ-სოციალურ თემებზე დაწერილი მოთხრობების, იუმორესკების, ზღაპრების, რომანების, პიესების, პუბლიცისტური წერილების და ლექსებისა; პირველად მისი მოთხრობა „მესხური ყაყაჩოები“ 1968 წელს დაიბაჭდა ადიგენის რაიონულ გაზეთ „განახლებულ მესხეთში“; ხელმძღვანელობდა სცენისმოყვარეთა დასს, მართავდა თეატრალურ წარმოდგენებს. დააარსა გამომცემლობა „კიდევაც დაიზრდებიან“. სხვადასხვა დროს მუშაობდა უსაფრთხოების ტექნიკის ინჟინრად, უფროს ტექნოლოგად, საზღვაო ნავსადგურში ელექტროამწეს მემანქანედ, სტამბაში მბეჭდავად, სასოფლო კლუბის გამგედ, მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორად, დრამატულ თეატრში დასის გამგედ, სარეკლამო სააგენტოში უფროს რედაქტორად, დარაჯად, გამომცემლობის რედაქტორად. დააარსა ჟურნალი „ხატოვანი მოტივაციები“, რომლის გამომცემელი და რედაქტორი თავადაა. ბოლო წლებში, თავისუფალი „ბლოგერის სტატუსით“ (სახელწოდებით „ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე“ ვებ-საიტების ერთობლიობა), ინტერნეტსივრცეში აქვეყნებს ლიტერატურულ ნაწარმოებებსა და პუბლიცისტურ შენიშვნებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]