ჯანო ვალიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჯანო ვალიშვილი (დ. 13 მაისი, 1939, ახალქალაქი — გ. 22 მარტი, 2015) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

1963 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი.

1963–1966 წლებში იყო ჯავის რაისაავადმყოფოს ექიმი–თერაპევტი. 1966–1969 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ნერვულ სნეულებათა კათედრის ასპირანტი. 1969–1970 წლებში რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ექიმი. 1971–1991წლებში ნერვულ სნეულებათა კათედრის ასისტენტი. 1991 წლიდან ამავე კათედრის დოცენტი. ავტორია 25 სამეცნიერო ნაშრომის. ექიმი - ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

1971 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ნერვ–კუნთოვანი აპარატის ელექტროფიზიოლოგია პერიფერიული მოტორული ნეირონის დაზიანების დროს“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. თბ., 2000 გვ. 100

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]