შინაარსზე გადასვლა

ჯანი მორანდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯანი მორანდი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 11 დეკემბერი, 1944 (1944-12-11) (81 წლის)
დაბ. ადგილი მონგიდორო, იტალია
ჟანრ(ებ)ი პოპი, EDM, მსუბუქი მუსიკა
საქმიანობა მომღერალი, მსახიობი
აქტიური 1962დღემდე
საიტი ოფიციალური
ჯანი მორანდი ვიკისაწყობში

ჯანი მორანდი (იტალ. Gianni Morandi; დ. 11 დეკემბერი, 1944, მონგიდორო, იტალიის სოციალური რესპუბლიკა) — იტალიელი მომღერალი, მსახიობი და პროდიუსერი. სან-რემოს მუსიკალური ფესტივალის გამარჯვებული (1987). იტალიის რესპუბლიკის წინაშე დამსახურების ორდენის კომანდორი (2005).

ჯანი მორანდი იტალიური პოპ-მუსიკის ერთ-ერთ საყრდენადაა მიჩნეული, მსოფლიოში 50 მილიონზე მეტი ჩანაწერით, ის ასევე ზოგჯერ სხვა შემსრულებლებისთვის სიმღერების ავტორი და კომპოზიტორიც იყო.[1]

ის შვიდჯერ მონაწილეობდა სან-რემოს მუსიკალურ ფესტივალზე, გაიმარჯვა 1987 წელს, ენრიკო რუჯერისთან და უმბერტო ტოცისთან ერთად სიმღერით „Si può dare di più“. სამჯერ კი ფესტივალის წამყვანი იყო (2011, 2012 და 2023 წლებში) ამადეუსთან ერთად.

მორანდი საფეხბურთო კლუბ „ბოლონიის“ საპატიო პრეზიდენტი იყო 2010-2014 წლებში.[2]

გადაღებულია ფილმებში და სატელევიზიო გადაცემებში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]