ჯანიქის მთები
იერსახე
ჯანიქის მთები | |
---|---|
კოორდინატები: 40°33′27″ ჩ. გ. 37°34′28″ ა. გ. / 40.55750° ჩ. გ. 37.57444° ა. გ. | |
ქვეყანა | თურქეთი |
ტერიტორიული ერთეული | სამსუნის პროვინცია ორდუს პროვინცია |
უმაღლესი წერტილი | აიდოღან-თეფე |
სიმაღლე | 1971 მ |
სიგრძე | 200 კმ |
ჯანიქის მთები (თურქ. Canik Dağları) — ქედი თურქეთში, დასავლეთ პონტოსა და აღმოსავლეთ პონტოს მთებს შორის არსებული შუა რგოლი. შემოსაზღვრულია მდინარეების ყიზილ-ირმაქისა და მელეთის ხეობებს შორის. სიგრძე დაახლოებით 200 კმ, სიმაღლე 1971 მ (მთა აიდოღან-თეფე). უმეტესწილად აგებულია ანდეზიტებით, ტრაქიტებითა და ქვიშაქვებით. გაჭრილია იეშილ-ირმაქის გამჭოლი ხეობით. ჩრდილოეთ კალთაზე, 400–700 მ სიმაღლეზე ფართოფოთლოვანი ტყე და ბუჩქნარია, ზედა სარტყელში წიწვოვან-ფართოფოთლოვანი ტყე. სამხრეთის მშრალ კალთაზე გვხვდება ნათელი მუხნარ-ფიჭვნარი, შიბლიაკი, ზედა სარტყელშია ფრიგანა. ხეობებში მისდევენ მევენახეობასა და მეთამბაქოებას.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯანიქის მთები — სტატია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან (რუსული)