ჯანთუგანის უღელტეხილი
იერსახე
ჯანთუგანის უღელტეხილი | |
---|---|
კოორდინატები: 43°11′15″ ჩ. გ. 42°45′38″ ა. გ. / 43.1875694° ჩ. გ. 42.7606806° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() ![]() |
ტერიტორიული ერთეული | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე ყაბარდო-ბალყარეთი |
სიმაღლე | 3483 მ |
ქედი | სვანეთის კავკასიონი |
აკავშირებს | მესტიაჭალისა და ადილსუს ხეობებს |
ლანდშაფტი | ნივალური |
ჯანთუგანის უღელტეხილი — უღელტეხილი საქართველოსა და რუსეთის (ყაბარდო-ბალყარეთი) საზღვარზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარ ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3483 მ. დამახასიათებელია ნივალური ლანდშაფტი. ლეხზირისა და ადილსუს მყინვარების გავლით აკავშირებს მდინარეების მესტიაჭალისა (ენგურის აუზი) და ადილსუს (ბაქსანის აუზი) ხეობებს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 539.