ჯანეტ რინო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯანეტ რინო

ოფიციალური პორტრეტი, 90-იანები
დაბადების სახელი ჯანეტ ვუდ რინო
დაბადების თარიღი 21 ივლისი, 1938
მაიამი, ფლორიდა, აშშ
გარდაცვალების თარიღი 7 ნოემბერი, 2016 (78 წლის)
მაიამი, ფლორიდა, აშშ
ეროვნება ამერიკელი
განათლება კორნელის უნივერსიტეტი
ჰარვარდის უნივერსიტეტი
საქმიანობა იურისტი
პარტია დემოკრატიული პარტია (აშშ)
ხელმოწერა

ჯანეტ ვუდ რინო (ინგლ. Janet Wood Reno; დ. 21 ივლისი, 1938 – გ. 7 ნოემბერი, 2016) — ამერიკელი იურისტი, რომელიც აშშ-ს იუსტიციის მინისტრად და გენერალურ პროკურორად 1993 წლიდან 2001 წლამდე მსახურობდა. 1993 წლის 1 თებერვალს პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა სენატის წინაშე წარადგინა, ხოლო სენატმა მისი კანდიდატურა წარდგენიდან მომდევნო თვეში მიიღო. იყო პირველი ქალი, რომელიც აშშ-ს იუსტიციის მინისტრად და გენერალურ პროკურორად მსახურობდა, მას უილიამ უირტის შემდეგ ყველაზე დიდხანს ეკავა ეს თანამდებობა.

დაიბადა და გაიზარდა მაიამიში, ფლორიდაში. კორნელის უნივერსიტეტსა და ჰარვარდის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში სწავლის შემდეგ, იგი დაბრუნდა მაიამიში და დაიწყო კერძო იურიდიულ ფირმებში მუშაობა. მთავრობაში პირველად ფლორიდის წარმომადგენელთა პალატის სასამართლო კომიტეტის თანამშრომელად მუშაობდა. სანამ კვლავ კერძო პრაქტიკას დაუბრუნდებოდა, იმუშავა დეიდის ოლქის საადვოკატო ოფისში. იგი ხუთჯერ აირჩიეს სახელმწიფო პროკურატურაში.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯანეტ რინო დაიბადა მაიამიში, ფლორიდის შტატში. დედამისი, ჯეინ უოლოსი წერდა The Miami News-თვის, სადაც იყენებდა მამრობითი სქესის ფსევდონიმს, მოგვიანებით გახდა გაზეთის გამომძიებელი რეპორტიორი.[1] ჯანეტის მამა, ჰენრი ოლაფ რინო (რასმუსენი) დანიიდან აშშ-ში ემიგრირდა, 43 წლის განმავლობაში რეპორტიორად მუშაობდა Miami Herald-თვის.[2] ჯანეტ რინოს ჰყავდა სამი უმცროსი და-ძმა: კრიკი; მწერალი რობერტ რეო; და მეგი ჰურჩელა. 1943 წელს რინოს ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა სამხრეთ მაიამიში. მათ საკმარისი მიწა ჰქონდათ იმისთვის, რომ ფერმის ცხოველები ჰყოლოდათ, მათ შორის ძროხები, იხვები, თხები და ინდაურები. რინო მშობლებს ეხმარებოდა კარაქის მოხარშვაში, რომელსაც ყიდნენ იმისთვის, რომ თავი გაეტანათ.

რინოს ოჯახი თანდათან ფართოვდებოდა, თუმცა მათ ახალი სახლის ყიდვის შესაძლებლობა არ ჰქონდათ.[3] ჯეინ რინომ გადაწყვიტა, რომ თავად აეშენებინა ახალი სახლი ევერგლეიდის მახლობლად, ისწავლა ქვის ტექნიკა, ელექტრო სამუშაოები და სანტექნიკა. ჯეინის აშენებულ სახლში მთელი ოჯახი მაშინ გადავიდა, როდესაც ჯანეტი 8 წლის იყო.[4] ეს სახლი მისთვის დიდი ინსპირაციის წყარო გახდა. მოგვიანებით მან თქვა: „ეს სახლი ჩემთვის სიმბოლოა იმისა, რომ ყველაფრის გაკეთება შეგიძლია თუ კი ეს ნამდვილად გინდა და მიზნად დაისახავ.“ სახლის ფართობი 21 ჰექტარი იყო, რომელთა ნაწილი მოგვიანებით გაყიდეს ბავშვების განათლებისთვის.

რინო საჯარო სკოლაში, მაიამი-დეიდის ოლქში, ფლორიდაში სწავლობდა.[5] 1951 წელს საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ რინო მშობლებმა ბიძამისთან გაგზავნა, რომელიც აშშ-ს სამხედრო მოსამართლედ რეგენსბურგში, გერმანიაში მსახურობდა. ჯანეტმა იქ ყოფნისას განაგრძო განათლების მიღება, ხოლო დასვენების პერიოდში ევროპის მასშტაბით მოგზაურობდა.[3]:29–30 ერთი წლის შემდეგ, რინო დაბრუნდა ფლორიდაში, სადაც ის იყო დებატების ჩემპიონი და Coral Gables Senior High School'-ის ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტი. 1956 წელს ჩაირიცხა კორნელის უნივერსიტეტში, სადაც დაამთავრა ქიმია და გახდა ქალთა თვითმმართველობის ასოციაციის პრეზიდენტი, მას ჰქონდა თავისი სამუშაო ოთახი. კორნელის დამთავრების შემდეგ, რინო ჩაირიცხა ჰარვარდის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში, სადაც მასთან ერთად 15 ქალი სწავლობდა. ჰარვარდი 1963 წელს დაამთავრა.[6]

ადრეული კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1963 წლიდან 1971 წლამდე რინო ადვოკატად მუშაობდა მაიამის ორ იურიდიულ ფირმაში. 1971 წელს შეუერთდა ფლორიდის წარმომადგენელთა პალატის სასამართლო კომიტეტის თანამშრომლებს.[7] 1973 წელს იგი მუშაობდა პროექტზე, სისხლის სამართლის პროცედურების სახელმწიფო წესებისა და რეგულაციების სისტემის გადახედვის მიზნით.[7] მოგვიანებით, მან მიიღო თანამდებობა დეიდის ოლქის სახელმწიფო პროკურატურაში, რომელსაც ხელმძღვანელობდა რიჩარდ გერშტეინი. ოფისში შესვლიდან მალევე, გერშტეინმა რინო თავის მთავარ თანაშემწედ აქცია. მუშაობდა სასამართლო სისტემაში, დატოვა სახელმწიფო პროკურატურა 1976 წელს და გახდა პარტნიორი კერძო იურიდიულ ფირმაში, Steel, Hector & Davis.[8] გერშტეინმა 1977 წელს გადაწყვიტა, რომ პენსიაზე გასულიყო. რინო ერთ-ერთი იყო იმ ორ კანდიდატს შორის, რომელსაც გურშტეინმა რეკომენდაცია გაუწია.

სახელმწიფო პროკურორი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯანეტ რინო 1978 წელს

1978 წლის იანვარში, გუბერნატორმა ასკეუმ რინო დეიდის ოლქში (ამჟამად მას მაიამი-დეიდის ოლქი ეწოდება) სახელმწიფო პროკურატორად დანიშნა. ის იყო პირველი ქალი, რომელიც ფლორიდაში შტატის ადვოკატად მუშაობდა. 1978 წელს აირჩიეს სახელმწიფო პროკურატურაში, ამომრჩევლებმა კიდევ ოთხჯერ დააბრუნეს თანამდებობაზე. რინო კენჭს იყრიდა როგორც ლიბერალი, მიუხედავად იმისა, რომ მაიამი-დეიდე კონსერვატიული ოლქი იყო.[9] მას ყოველთვის არ ჰყავდა სერიოზული მოწინააღმდეგეები, თუმცა 1984 წელს კუბელი ამერიკელი იურისტი ხოსე გარსია-პედროზა დაუპირისპირდა, რომელმაც მიიღო Miami Herald-ის სარედაქციო კოლეგიის მხარდაჭერა.

ოფისში, რომელსაც იგი ხელმძღვანელობდა, მუშაობდა 95 ადვოკატი. ოფისი ყოველწლიურად 15,000 დანაშაულს და 40,000-მდე სამართალდარღვევას ამუშავებდა. როგორც სახელმწიფო ადვოკატმა, ეთიკური ქცევით კარგი რეპუტაცია შეინარჩუნა.

ნარკომანიის სასამართლო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მან დააარსა ნარკომანიის სასამართლო, რომელიც მოგვიანებით გახსნეს ქვეყნის სხვა ნაწილებშიც.[10] იგი აქტიურად მუშაობდა სხვადასხვა სამოქალაქო ორგანიზაციაში, მათ შორის „უსაფრთხო და ნარკომანიისგან თავისუფალ საზოგადოებისთვის“ და Beacon Council-თვის, რომელიც შეიქმნა მაიამი-დეიდის ეკონომიკური განვითარებისთვის.[11]

მოგვიანებით კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რინომ კენჭი იყარა ფლორიდის გუბერნატორის პოსტზე 2002 წელს, მაგრამ დამარცხდა ბილ მაკბრაიდთან. არჩევნებში ხმის მიცემის პრობლემა წარმოიშვა და მან დამარცხება მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ აღიარა.[12]

შეერთებული შტატების გენერალურ პროკურორად ყოფნისა და წარუმატებელი გუბერნატორობის კანდიდატის შემდეგ, რინო სიტყვით გამოვიდა სისხლის სამართლის სისტემასთან დაკავშირებულ თემებზე. 2006 წლის 31 მარტს მან ისაუბრა კრიმინოლოგიის კონფერენციაზე პენსილვანიის უნივერსიტეტში. მან განაცხადა, რომ განათლების სისტემა შეერთებულ შტატებში უნდა გაუმჯობესდეს, რადგან განათლების ხარისხსი და დანაშაულის დონე ერთმანეთთანაა დაკავშირებული.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რინო გარდაიცვალა პარკინსონის დაავადებით 2016 წლის 7 ნოემბერს. იგი სიცოცხლის ბოლოს გარშემორტყმული იყო მეგობრებითა და ოჯახის წევრებით. მისი გარდაცვალების შემდეგ, პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ შეაქო რინო „მისი ინტელექტის და სამართლიანობისადმი გამოჩენილი სასტიკი ერთგულებისთვის“,[13] ხოლო პრეზიდენტმა კლინტონმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც მან მადლობა გადაუხადა „რინოს მისი სამსახურის, რჩევებისა და მეგობრობისთვის“.[14]

წყარო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Driscoll, Amy (November 7, 2018). „Janet Reno's early years in Miami: Peacocks, bare feet, stubborn independence“. miami herald (ინგლისური). ციტირების თარიღი: September 2, 2018.
  2. „Janet Reno: From Waco to Elian“. BBC News. April 14, 2000.
  3. 3.0 3.1 Anderson, Paul (1994). Janet Reno: Doing the Right Thing. New York: John Wiley & Sons, Inc., გვ. 12. ISBN 0-471-01858-9. 
  4. Hulse, Carl (November 7, 2016). „Janet Reno, First Woman to Serve as U.S. Attorney General, Dies at 78“. The New York Times. ISSN 0362-4331. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-01-03. ციტირების თარიღი: November 8, 2016.
  5. Hightower-Langston, Donna (2014). A to Z of American Women Leaders and Activists (en). Infobase Publishing, გვ. 183. ISBN 9781438107929. 
  6. „Former US attorney general Janet Reno dies at 78“ (ინგლისური). Fox News Channel. November 7, 2016. ციტირების თარიღი: November 7, 2016.
  7. 7.0 7.1 Janet Reno Biography - life, family, children, school, mother, young, old, information, born, house. notablebiographies.com. ციტირების თარიღი: November 7, 2016
  8. „After Rocky Start, Reno is Rock Solid“. Miami Herald.
  9. Zorthian, Julia. „How Janet Reno Got Her Start“. Time. ციტირების თარიღი: October 20, 2017.
  10. Driscoll, Amy; Weaver, Jay; Brecher, Elinor J. (November 7, 2016). „Janet Reno, former Miami-Dade state attorney and U.S. attorney general, dies at 78“. miamiherald (ინგლისური). ციტირების თარიღი: October 20, 2017.
  11. Labbee, William (November 20, 1991). „Better Dead Than Read?“. Miami New Times. ციტირების თარიღი: June 10, 2018.
  12. Roig-Franzia, Manuel (September 18, 2002). „Reno Concedes Defeat in Fla. Primary“. The Washington Post.
  13. „Statement on the Passing of Janet Reno“. whitehouse.gov (ინგლისური). November 7, 2016. ციტირების თარიღი: August 25, 2018.
  14. „Statement from President Clinton and Secretary Clinton on the Passing of Janet Reno“. Clinton Foundation (ინგლისური). November 7, 2016. ციტირების თარიღი: August 25, 2018.