ჯანეტ მაკტირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯანეტ მაკტირი

დაიბადა5 აგვისტო, 1961 (1961-08-05) (62 წლის)
ნიუკასლ-აპონ-ტაინი, ინგლისი
ეროვნებაინგლისელი
საქმიანობა მსახიობი

ჯანეტ მაკტირი (ინგლ. Janet McTeer; დ. 5 აგვისტო, 1961[1]) — ინგლისელი მსახიობი. ნორას როლის შესრულებული როლისთვის, სამ-აქტიან პიესაში თოჯინის სახლი (1996–1997) მან მოიგო რამდენიმე ჯილდო, მათ შორისაა ტონის პრემია მსახიობი ქალისთვის სპექტაკლში და „ოლივიერის ჯილდო საუკეთესო მსახიობი ქალისთვის“. 1999 წელს მერი ჯო ვოლკერის განსახიერებით ფილმში, ''Tumbleweeds''-ში მან ასევე მოიგო ოქროს გლობუსის პრემია და ნომინირებული იყო ოსკარზე, საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში. 2011 წელს ჰუბერტ პეიჯი ითამაშა ფილმში, ''ალბერტ ნობსი'', რომლისთვისაც იგი ასევე ნომინირდა ოსკარზე, საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მეორეხარისხოვან როლში.

მაკტრის დებიუტი შედგა პროფესიონალურ სცენაზე 1984 წელს, ითამაშა სპექტაკლში ''The Grace of Mary Traverse''. და 1986 წელს ნომინირდა ოლივიეს პრემიაზე სპექტაკლში საუკეთესო ახალბედისთვის : მისი სხვა თეატრალური როლებია: ელენა ანტონ ჩეხოვის პიესაში, ძია ვანია (ლონდონი), ვერონიკა, სპექტაკლში ხოცვა-ჟლეტის ღმერთი (ლონდონი და ნიუ-იორკი) და მთავარი, მარია სტიუარტის როლი სპექტაკლში, მარია სტიუარტი (ლონდონი და ნიუ-იორკი). ტელევიზიაში მან ითამაშა ლინდა ლა პლანტეს გუბერნატორი-ში (1995–1996), მიიღო ემის პრემია ფილმ ქარიშხალში შესრულებული როლისთვის, (2009) ხოლო ოქროს გლობუსის ნომინაცია მინისერიალში, თეთრი დედოფალი-ში თამაშისთვის. (2013).

იგი ასევე გამოჩნდა გლენ კლოუზის ოპონენტად დრამატული სერიალის ''შეტაკების'' (2012) ბოლო სეზონში. გადაღებულია სხვა ფილმებშიც, მათ შორისაა: Half Moon Street (1986), Hawks (1988), ქარიშხლიანი უღელტეხილი (1992), კარინგტონი (1995), ''ხავერდოვანი ოქროს საბადო'' (1998), სიმღერის დამჭერი (2000), The Inteded (2002), ისე, როგორც შენ გიყვარს ( 2006), მოქცევათა ქვეყანა (2005), ქეითი ყველას სჭირდება (2011), ქალი შავებში (2012), მალეფისენტი (2014), განსხვავებული სერია (2015–2016) და მე შენამდე (2016).

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცნობილი ინგლისელი მსახიობი ჯანეტ მაკტირი დაიბადა 1961 წლის 5 აგვისტოს, უოლსენდში, ნიუკასლ-აპონ-ტაინში, ინგლისში. არის ჯინ და ალან მაკტირის ქალიშვილი, ბავშვობა გაატარა იორკში. იგი დადიოდა ახლა უკვე გაუქმებულ „დედოფალ ანას გრამატიკის გოგონების სკოლაში“ და მუშაობდა Old Starre Inn- ში, იორკის თეატრის სამეფოში. თამაშობდა „ჯოზეფ როუნტრის თეატრში“, შემდეგ სწავლობდა დრამატული ხელოვნების სამეფო აკადემიაში, რის შემდეგაც დაიწყო წარმატებული თეატრალური კარიერა სამეფო გაცვლის თეატრში. [2]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაკტირიმ მოგვიანებით ითამაშა BBC-ს წარმოებაში, სერიალში, ქორწინების პორტრეტი, რომელიც ნაიჯელ ნიკოლსონის ამავე სახელწოდების ბიოგრაფიის ადაპტაცია, აღნიშნულ სერიალში მაკტირიმ ითამაშა ვიტა საკვილი-ვესტი. იგი ასევე გამოჩნდა ITV-ს ერთ-ერთ პოპულარულ სერიალში, ''გუბერნატორი'', რომლის სცენარის ავტორია ლინდა ლა პლანტე. მისი დებიუტი ეკრანზე შედგა 1986 წელს, პოლ ტეროსის რომანის მიხედვით გადაღებულ ფილმში, ნახევარი მთვარის ქუჩაზე. 1991 წელს ის გამოჩნდა კეტრინ კუკსონის ფილმში The Black Velvet Gown, ფილმში ითამაშა მსახიობებთან, ბობ პეკთან და ჯერალდინ სომერვილთან ერთად; ამ როლისთვის მან მოიგო საერთაშორისო ემის ჯილდო საუკეთესო დრამისთვის. 1992 წელს გამოჩნდა ემილი ბრონტეს წიგნის, ''ქარიშხლიანი უღელტეხილის'' ფილმის ვერსიაში, სადაც მასთან ერთად თამაშობდნენ ჯულიეტ ბინოში და რეიფ ფაინზი. 1995 წელს გადაიღეს ფილმში კარინგტონი, სადაც ასევე თამაშობდნენ ემა ტომპსონი და ჯონათან პრაისი. ფილმში მან ითამაშა ვანესა ბელის როლი.

შემდეგ, ნორას როლი მოირგო ჰენრიკ იბსენის ''თოჯინის სახლში'', აღნიშნული როლისთვის მან კრიტიკოსებისგან დადებითი შეფასებები მოიპოვა და ამასთან ერთად მოიგო რამდენიმე ჯილდო, მათ შორისაა ლორენს ოლივიეს თეატრის ჯილდო. [2] შემდეგ წელს, იგივე სპექტაკლი დაიდგა ბროდვეის თეატრში, ხოლო მაკტირმა მიიღო როგორც ტონის პრემია, ასევე თეატრის მსოფლიო პრემია.

მოგვიანებით, ითამაშა ფილმში Tumbleweeds, მაკტირის შესრულებამ მოიპოვა ოქროს გლობუსი საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში, ასევე ოსკარი და კინომსახიობთა გილდიის ნომინაციები იმავე კატეგორიაში. [3]

მაკტირი გადაღებულია შემდეგ ფილმებში: სიმღერების დამჭერი, სადაც ითამაშა ეიდენ კუინთან ერთად, ''მიცვალებულის გამოღიძება'', რომელშიც ასევე მონაწილეობს ბილი კრუდაპი და ჯენიფერ კონელი. ასევე გადაიღეს ფილმში, მოქცევათა ქვეყანა, რომლის ავტორი და რეჟისორი ტერი გილიამია. მან ასევე ითამაშა მერი ვების ძვირფასი ბენის დრამატიზებაში. [4] ის გამოჩნდა ისეთ ბრიტანულ სატელევიზიო სერიალებში, როგორებიცაა საოცარი ქალბატონი პიტჩარდი, ''ჰანტერი'', [2] და აგათა კრისტის მარპლი .

მაკტერმა შეასრულა შოტლანდიის დედოფალი სპექტაკლში, მარიამ სტიუარტი, რომელიც სპექტაკლის ახალი ვერსია იყო, ფრიდრიხ შილერის მიერ. მან 2005 წელს დედოფალ ელისაბედ I-ის როლი ითამაშა ლონდონის ვესტ-ენდში, როლი მან განმეორებით ითამაშა 2009 წელს, ამჯერად ბროდვეის თეატრში. [5] მარიამ სტიუარტის როლის შესრულებისთვის მან მიიღო ტონის ჯილდო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Births, Marriages, & Deaths Index of England & Wales, 1916–2005; at ancestry.com
  2. 2.0 2.1 2.2 Whiting, Kate (19 January 2009). „Janet McTeer: A tall order's no trouble“. Chester Chronicle. ციტირების თარიღი: 22 May 2009. ციტატა: „Janet was born in 1961 in Newcastle-Upon-Tyne, and started her career in acting on stage at the Royal Exchange Theatre.“Whiting, Kate (19 January 2009). "Janet McTeer: A tall order's no trouble". Chester Chronicle. Retrieved 22 May 2009. Janet was born in 1961 in Newcastle-Upon-Tyne, and started her career in acting on stage at the Royal Exchange Theatre.
  3. Essex, Andrew (17 December 1999). „Dixie Chick“. Entertainment Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 აპრილი 2009. ციტირების თარიღი: 28 October 2010.
  4. „Janet McTeer (credits and biography)“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 ოქტომბერი 2007. ციტირების თარიღი: 28 October 2010.
  5. Jones, Kenneth. "London's Mary Stuart, With Walter and Tony Winner McTeer, Heading to Broadway in 2009", Playbill, 14 July 2008.