ჯანეტ ბრაუნი
ჯანეტ ბრაუნი | |
---|---|
| |
დაბ. თარიღი | 13 მაისი 1934 (85 წლის) |
დაბ. ადგილი | ბრონქსი |
მოქალაქეობა |
![]() |
სამეცნიერო სფერო | ქიმია და ისტორია |
ალმა-მატერი | მინესოტის უნივერსიტეტი და ჰანტერის კოლეჯი |
ჯანეტ ბრაუნი (დ. 13 მაისი, 1934[1]) — ორგანული ქიმიის მკვლევარი, ისტორიკოსი და მწერალი.
ცხოვრება და განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ბრაუნი დაიბადა 1934 წელს, ბრონქსში (ნიუ-იორკი) და მისი ოჯახის სტეიტენ-აილენდში გადასვლის შემდეგ საშუალო სკოლაში შევიდა.[2][3] ბრაუნმა 1956 წელს ქიმიის ბაკალავრის ხარისხით ჰანტერის კოლეჯი დაამთავრა. ის იყო ამ კოლეჯის ორიდან ერთ-ერთი ქიმიის პროგრამაზე მოსწავლე პირველი აფრო-ამერიკელი[4]. 1958 წელს მინესოტას უნივერსიტეტი ორგანულ ქიმიაში მაგისტის ხარისხით დაამთავრა და ამით პირველი აფრო-ამერიკელი ქალი გახდა, ვინც ეს შეძლო.[5]
კვლევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მაგისტრის ხარისხის მოპოვების შემდეგ მან „CIBA-ას“ ფარმაცევტულ კომპანიაში კვლევები დაიწყო ნარკოტიკების ტუბერკულოზის სამკურნალოდ გამოყენების მიმართულებით. 1969 წელს ბრაუნი კომპანია „Merck & Co-ში“ გადავიდა, სადაც ქიმიური კვლევები გააგრძელა. 1993-2002 წლებში ის იყო ნიუ-ჯერსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის წევრი.[3][4]
ბრაუნი მუშაობდა ეროვნული სამეცნიერო ფონდში და იყო ამერიკის ქიმიის საზოგადოების ისტორიკოსი.[6] ბრაუნმა ხელი შეუწყო აფრო-ამერიკელების ბიოგრაფიული პროფილების პროგრამას. 2011 წელს დაწერა წიგნი „აფრო-ამერიკელი ქიმიკოსი ქალები“.[7]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Brown, Jeannette E. (Jeannette Elizabeth), 1934- - LC Linked Data Service (Library of Congress). წაკითხვის თარიღი: 2015-11-13.
- ↑ Making a Difference with Research: Profile of Jeannette Brown (27 Feb 2015). წაკითხვის თარიღი: 21 February 2016.
- ↑ 3.0 3.1 Jeannette Brown. წაკითხვის თარიღი: 21 February 2016.
- ↑ 4.0 4.1 “Chemical reactions Hillsborough chemist shares pioneering stories of black women“, My Central Jersey, March 16, 2012. წაკითხვის თარიღი: 13 November 2015.
- ↑ Jeanette E. Brown, Chemist, Historian, and author of "African American Women Chemists," to Speak August 18. Berkeley Lab (30 July 2014). წაკითხვის თარიღი: 13 November 2015.
- ↑ Chemist Becomes Historian. North Jersey Section – American Chemical Society. წაკითხვის თარიღი: 13 November 2015.
- ↑ Neal, Sharon L. (2 April 2012). "Black Women, Chemistry Pioneers". Chemical & Engineering News 90 (14): 46–7. http://cen.acs.org/articles/90/i14/Black-Women-Chemistry-Pioneers.html.