ჯანდაცვა (ოფისი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯანდაცვა
ოფისი -ს ეპიზოდი
ეპიზოდის ნომ. ეპიზოდი 3
სცენარი პოლ ლიბერშტეინი
რეჟისორი კენ უიტინგემი
მოწვეული მსახიობები მელორა ჰარდინი როგორც ჯენ ლევინსონი
ოპერატორი რენდალ ეინჰორნი
კოდი 1006[1]
ეთერი 5 აპრილი, 2005 (2005-04-05)
ეპიზოდების ქრონოლოგია
← წინა შემდეგი →
„მრავალფეროვნების დღე“ „ალიანსი“
ოფისი, I სეზონი
ეპიზოდების სია

ჯანდაცვა ― ამერიკული კომედიური ტელესერიალის, ოფისის, I სეზონის მესამე ეპიზოდი. ეპიზოდის პრემიერა აშშ-ში 2005 წლის 5 აპრილს გაიმართა NBC-ის ეთერში. ეპიზოდის სცენარის ავტორია პოლ ლიბერშტეინი, რომელიც სერიალში ტობი ფლენდერსონის როლს ასრულებს. ეპიზოდის რეჟისორია კენ უიტინგემი.

ეპიზოდში მაიკლ სკოტს (სტივ კარელი) ახალი და უფრო იაფი ჯანმრთელობის დაზღვევის გეგმის არჩევას ავალებენ. იგი ამ ვალდებულებას მაშინვე ენთუზიასტ მოხალისე დუაით შრუტს (რეინ უილსონი) გადააბარებს. დუაითი შეუბრალებლად იღეს ახალი გეგმიდან ყველა სასარგებლო პუნქტს, რითიც ოფისის თანამშრომლების უკმაყოფილებას იწვევს. პემი (ჯენა ფიშერი) და ჯიმი (ჯონ კრასინსკი) დუაითთან გასახუმრებლად მათთვის დამახასიათებელი ავადმყოფობების შევსებისას გამოგონილ დაავადებებს წერენ. თანამშრომლების დასამშვიდებლად მაიკლი მათ სიურპირზს ჰპირდება და მთელი დღე მისი დაპირების შესასრულებელ გზებს ეძებს. თანამშრომლები მაიკლის სიურპრიზს ტყუილად ელოდებიან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Shows A–Z – Office, The on NBC. The Futon Critic. ციტირების თარიღი: January 25, 2013