ჯანდაცვა ქუვეითში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯაჰრას ჰოსპიტალი— ქუვეითის სამედიცინო ქალაქი

ჯანდაცვა ქუვეითში —ქვეყანაში მოქმედებს მთავრობის მიერ დაფინანსებული ჯანდაცვის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს უფასო სამედიცინო მომსახურებას ქუვეითის პასპორტის მფლობელებისათვის. იმ პირებისათვის, რომლებიც არ არიან ქუვეითის მოქალაქეები, სამედიცინო მომსახურებას შეღავათიან ფასებში უზრუნველყოფს საზოგადოებრივი დაზღვევის სისტემა.  კერძო სამედიცინო დაწესებულებების მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურება ხელმისაწვდომია მათ სადაზღვევო სქემაში ჩართული  წევრებისათვის.[1]

ინფრასტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქუვეითი—საავადმყოფოს შენობა

Kuwait Vision 2035 პროგრამის ფარგლებში ბევრი ახალი საავადმყოფო გაიხსნა.

COVID-19 პანდემიის დაწყებამდე რამდენიმე წელია, ქუვეითის მიერ განხორციელებული ინვესტიცია ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში, პროპორციულად უფრო მაღალია, ვიდრე GCC- ს ქვეყნების უმრავლესობაში.შედეგად, სახელმწიფო საავადმყოფოს სექტორის შესაზლებლობები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამჟამად ქუვეითში 20 საჯარო საავადმყოფოა. შეიხ ჯაბერ ალ-აჰმადის ახალი საავადმყოფო ითვლება ყველაზე დიდ საავადმყოფოდ შუა აღმოსავლეთში. ქუვეითს ასევე აქვს 16 კერძო საავადმყოფო.[2][3][4][5]

ჭარბი წონა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმსუქნე ქუვეითის მოსახლეობის ჯანმრთელობის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა.  2007 წელს მოსახლეობის 74,2% აღენიშნებოდა არაჯანსაღი წონა. ამავე წელს ჟურნალ Forbes-ის მონაცემებით, ქუვეითმა ჭარბწონიანი მოსახლეობის რაოდენობით,  მსოფლიოს ყველაზე მსუქანი  ქვეყნების ჩამონათვალში  მე-8 ადგილი დაიკავა. 2011 წელს ქუვეითში ბარიატრიული ოპერაციების რაოდენობა 5000 შეადგინა.

1980 წლიდან 1993 წლამდე ჭარბი წონის მქონე პირთა პროცენტული წილი 18-29 წლის ასაკში 30,6% -დან 54,4% -მდე გაიზარდა, ხოლო ჭარბი წონის მქონე პირთა პროცენტული მაჩვენებელი — 12,8% -დან 24,6% -მდე.  2000 წლის მონაცემებით, 10-14 წლის ასაკის ბავშვებში ჭარბი წონის მქონე ბიჭების 30% და გოგონების 31,8% იყო.

დასმანის დიაბეტის კვლევისა და მკურნალობის ცენტრის მონაცემებით, მოზრდილთა 15% -ს აქვს დიაბეტი, 45 წელზე უფროსი ასაკის მოზრდილების 50% ამ დაავადებით  ცხოვრობს. 100 ბავშვიდან 22-ს არაჯანსაღი წონის შედეგად ემართება დიაბეტი.

არაჯანსაღი საკვების რეკლამირება ჩვეულებრივი მოვლენაა. ზოგიერთ სკოლაში იყიდება ტკბილეული, შოკოლადი და გაზიანი სასმელები.  მნიშვნელოვანი ფაქტორია არაჯანსაღი კვების რეჟიმი, ოჯახური მდგომარეობა და მამაკაცების დომინირება სპორტში. [6]

მოწევა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საზოგადოებრივ ადგილებში მოწევა აიკრძალა 1995 წლის No15 კანონით, მაგრამ მისი აღსრულება  მკაცრად არ კონტროლდებოდა. 2015 წელს შემოღებულ იქნა ახალი წესები.

სიგარეტის მოწევა ავტომობილის მართვის დროს ითვლება უბედური შემთხვევების გამომწვევ  ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად, ამიტომ  საავტომობილო გზების დეპარტამენტი განიხილავს კანონის იმპლემენტაციას, რომლის მიხედვითაც მძღოლებს მართვის დროს სიგარეტის მოწევა აეკრძალებათ.

COVID-19 პანდემია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

COVID-19 პანდემია ქუვეითში არის გლობალური კორონავირუსის დაავადების (COVID-19) პანდემიის ნაწილი, რომელიც გამოწვეულია მწვავე რესპირატორული სინდრომის კორონავირუსით 2 (SARS-CoV-2). პირველი დადასტურებული შემთხვევა ქუვეითში გამოვლინდა 2020 წლის 24 თებერვალს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსი დაუდგინდა ირანიდან შემოსულ 53 წლის ქუვეითის მოქალაქეს, მეორე —საუდის არაბეთის 61 წლის მოქალაქეს და მესამე —მოქალაქეობის არმქონე პირს. 24 თებერვლის ბოლოს ქუვეითში 5 დადასტურებული შემთხვევა იყო.[7]

ქვეყანაში თავდაპირველად დაიწყო ნებაყოფლობითი შინ დარჩენის პრინციპი 11 მარტის შუაღამიდან, როდესაც მთავრობამ შეაჩერა  ყველა საჯარო სექტორის მუშაობა, გარდა გადაუდებელი დახმარების მომსახურებისა. 2020 წლის 15 მარტიდან შეწყდა ყველა კომერციული საჰაერო ფრენა, შეჩერდა საზვარგარეთ მგზავრობა. 2020 წლის 22 მარტიდან ქვეყანაში ნაწილობრივი კომენდანტის საათი შევიდა ძალაში: საღამოს 17:00 საათიდან დილის 4:00 საათამდე.

6 აპრილს კომენდანტის საათის დასრულების დრო დილის 4:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე გაგრძელდა. 2020 წლის 24 აპრილს, რამადანის თვის  დაწყებისთანავე, ნაწილობრივი კომენდანტის საათი შეიცვალა დილის 4:00 საათიდან დილის 8:00 საათამდე, (მკაცრი სანიტარული რეგლამენტის დაცვით). 10 მაისს  ჯანდაცვის სამინისტროს მითითებით  ქვეყანამ დააწესა სრული კომენდანტის საათი 2020 წლის 31 მაისამდე.

2020 წლის 27 აპრილის მონაცემებით, მინიმუმ 105 ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელი, მათ შორის ექიმები, ექთნები, ფარმაცევტები და სხვა პროფესიონალი დაინფიცირდა ვირუსით.

აუცილებელი გახდა სასწავლო პროცესის შეჩერება ბავშვებსა და მოზარდებში ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით. სასწავლო წელი განახლდება 2021 წლის სექტემბერში.

2021 წლის 7 მარტიდან 2021 წლის 8 აპრილამდე ისევ დაწესდა ერთთვიანი კომენდანტის საათი, მას შემდეგ რაც 2021 წლის 4 მარტს ქვეყანაში კორონავირუსის ახალი 1,716 შემთხვევა გამოვლინდა.[8]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "HEALTH SERVICES". Embassy of Kuwait in Canada. Archived from the original on 5 September 2013. Retrieved 16 March 2013.
  2. "Kuwait 2020 Health Infrastructure Report" დაარქივებული 2021-11-02 საიტზე Wayback Machine. . 4 April 2020.
  3. "Healthcare Infrastructure in Kuwait: On Solid Footing"[მკვდარი ბმული]. 2017.
  4. "Baseline assessment of patient safety culture in public hospitals in Kuwait". BMC Health Services Research. 18: 5. March 2018. doi:10.1186/s12913-018-2960-x. ISSN 1472-6963. There are 20 public hospitals in Kuwait, however, we selected 16 hospitals as the remaining facilities had only recently been established and as such did not meet our inclusion criteria as detailed below.
  5. "MidEast's largest hospital to open in Kuwait by end of 2016". 2016. Archived from the original on 13 December 2016
  6. "Mega-projects boost hospital capacity in Kuwait". Oxford Business Group. 2016. Archived from the original on 20 December 2016.
  7. "Covid-19 Response Report Kuwait"[მკვდარი ბმული] (PDF). Oxford Business Group. 26 March 2021. p. 6.
  8. Ritchie, Hannah; Mathieu, Edouard; Rodés-Guirao, Lucas; Appel, Cameron; Giattino, Charlie; Ortiz-Ospina, Esteban; Hasell, Joe; Macdonald, Bobbie; Beltekian, Diana; Dattani, Saloni; Roser, Max (2020–2021). "Coronavirus Pandemic (COVID-19)". Our World in Data. Retrieved 2 November 2021.