ჯანდაცვა უნგრეთში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გულის სახელმწიფო ჰოსპიტალი ბალატონფიურეში-ბალატონის ტბასთან

ჯანდაცვა უნგრეთშიუნგრეთში მოქმედებს  სავალდებულო ჯანდაცვის სისტემა, რომელსაც მართავს უნგრეთის ჯანმრთელობის დაზღვევის ეროვნული ფონდი  (OEP) და ფინანსდება  გადამხდელთა მიერ. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD )მონაცემებით, მთელ მოსახლეობას აქვს დაზღვევა, რომელიც უფასოა 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, მარტოხელა მშობლებისთვის, სტუდენტებისთვის, პენსიონერებისთვის (62 წელზე მეტი), საარსებო მინიმუმის მიღმა მყოფი პირებისთვის ინვალიდები (მათ შორის ფსიქიკურად დაავადებულები)  და რელიგიური მოღვაწეები.

1993 წლიდან 2013 წლამდე სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა გაიზარდა 7,48 წლით მამაკაცებისთვის და 4,92 წლით ქალი. ახალშობილთა სიკვდილიანობა 2014 წელს 4.6 იყო 1000 ახალშობილზე . 2012 წელს უნგრეთის ჯანმრთელობის დაზღვევის ხარჯებმა მშპ-ს 7.8% შეადგინა; მთლიანმა ხარჯებმა 2011 წელს შეადგინა 1,668,7 აშშ დოლარი ერთ ადამიანზე (1,098,3 აშშ დოლარი სახელმწიფოსგან - 65%, 590,4 აშშ დოლარი ფიზიკური პირებისგან - 35%) .

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ქვეყნებიდან ექიმების ხელფასი უნგრეთში ყველაზე დაბალია; ჩვეულებრივ ექიმები იღებენ საშუალო ხელფასის 140% -ს, საავადმყოფოების სპეციალისტები - 160%-ს.[1][2]

ჯანმრთელობის დაზღვევის სისტემის განვითარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უჟოკის საავადმყოფო-ბუდაპეშტი
პეჩი -კარდიოლოგიისა და კარდიოქირურგიის ცენტრი

პირველი საავადმყოფოები უნგრეთში XIII საუკუნეში, სამთო ქალაქებში გამოჩნდა. 1496 წელს იანოშ ტურზომ დააფუძნა დე ფაქტო პირველი სამედიცინო დაზღვევის საზოგადოება მაღაროელთათვის. 1907 წელს ჩამოყალიბდა ჯანმრთელობის დაზღვევის პირველი საზოგადოება—"ავადმყოფი და უბედური შემთხვევების შედეგად დაშავებული მშრომელების დახმარების ეროვნული ფონდი"(უნგრ. Országos Munkásbetegsegélyező és Balesetbiztosító Pénztár), რაც პირველი ნაბიჯი იყო ჯანმრთელობის დაზღვევის ეროვნული სისტემის ჩამოყალიბებისკენ.1938 წელს შეიქმნა სოციალური სამსახურები, რამაც უნგრეთი გახდა ყველაზე პროგრესული ქვეყანა დაზღვევის მხრივ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ომის შემდგომ წლებში კომუნისტურმა მთავრობამ განახორციელა სოციალური დაზღვევის სრული ნაციონალიზაცია, რამაც უნგრეთის ჯანდაცვის სისტემა ხელმისაწვდომი გახადა უნგრეთის ყველა მოქალაქისთვის ყველგან. თავისუფალ ბაზარზე გადასვლის შემდეგ, ჯანდაცვის სისტემის ტრანსფორმაციის ახალი ეტაპი დაიწყო. 1993 წელს ჩამოყალიბდა ჯანმრთელობის ეროვნული ფონდი. (უნგრ. Országos Egészségbiztosítási Pénztár). სოციალური დაზღვევის ფონდი არის საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც უნგრეთში ჯანმრთელობის დაზღვევას აკონტროლებს. ფონდის დაფინანსების 83% მოდის გადასახადებზე. სადაზღვევო სქემაში მონაწილეობა სავალდებულოა ყველა დასაქმებული მოქალაქისთვის (თვითდასაქმებულის ჩათვლით)[3]. ბევრი კერძო კლინიკა ასევე არის დაკავშირებული ფონდთან.უნგრეთის საავადმყოფოებში დასაქმების წინა პოლიტიკასთან დაკავშირებით ხშირია ისეთი ფენომენი, როგორიცაა ექიმების შემცირება და ექთნების სიმცირე, რასაც ექსპერტები ადამიანური რესურსების არაგონივრულ გამოყენებად მიიჩნევენ. უნგრეთის ჯანდაცვის სისტემის კიდევ ერთი ტიპური ფენომენია ექიმებისთვის საჩუქრები გარკვეული თანხის სახით, უკეთესი მკურნალობის სანაცვლოდ. Euro Health Index 2015-ის თანახმად, უნგრეთი ერთ-ერთი იყო იმ ქვეყნებიდან, სადაც პაციენტები ყველაზე ხშირად არაოფიციალურად უხდიდნენ ექიმებს მომსახურებისთვის. ამავე დროს, უნგრეთის და ევროკავშირის მოქალაქეებისათვის სამედიცინო დახმარების გაწევა, რაც აღიარებულია, როგორც  "უაღრესად საჭირო", უფასოა.[4][5][6]

ინფრასტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წმინდა იშტვანის სახელობის ჰოსპიტალი - ბუდაპეშტი

მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციის მიხედვით, უნგრეთი მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნების რიცხვში შედის. შესაბამისად, ექსპერტების მტკიცებით, ქვეყანა განვითარებული ჯანდაცვის სისტემით ხასიათდება.სტატისტიკის თანახმად, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეროვნული სამსახურიდან (უნგრ. Országos Mentőszolgálat) მანქანის მისვლის საშუალო დრო არაუმეტეს 15 წუთია. 2013 წელს აშენდა 20 ახალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგური და კიდევ 60 განახლდა 200 ავტომობილის შეძენის შედეგად.

2009 წელს სენტესში გაიხსნა სადგური ვერტმფრენით, რაც შესაძლებელს ხდის პაციენტების ტრანსპორტირებას საჰაერო გზით. საერთო ჯამში, ქვეყანაში 7 ასეთი დიდი სადგურია ბუდაერსში, ბალატონფურდში, შარმელეკში, პეჩში, სენტესში, დებრეცენსა და მისკოლკში. ვერტმფრენის ჩამოსვლის საშუალო დრო ასევე 15 წუთია ქვეყნის ტერიტორიის 85% -მდე. ვერტმფრენის მოედნები ხელმისაწვდომია ყველა ეროვნულ და რეგიონალურ საავადმყოფოში, მათ შორის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ინსტიტუტებში ბუდაპეშტში, პეჩში, სეგედში და დებრეცენში.[7]

სამედიცინო ტურიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უნგრეთი ტურისტებისათვის ცნობილია, როგორც სამედიცინო ტურიზმის მთავარი დანიშნულების ადგილი: ქვეყანა ლიდერია სტომატოლოგიური ტურიზმის სფეროში. გასული საუკუნის 80-იან წლებში პირველი ასეთი ტურისტები იყვნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან და ავსტრიიდან, რომლებიც ეძებდნენ იაფ და მაღალხარისხიან სამედიცინო მომსახურებას. ამჟამად სამედიცინო ტურიზმი მომგებიანი ბიზნესია. ყოველწლიურად 60-დან 70 ათასი ადამიანი სტუმრობს უნგრეთს სტომატოლოგიური მკურნალობისთვის, რასაც შემოაქვს ამ სფეროში 65-70 მილიარდი ფორინტი ( დაახლოებით 325-350 მილიონი აშშ დოლარი).ყველაზე პოპულარული სამედიცინო მომსახურებაა სტომატოლოგია,[8] კოსმეტიკური ქირურგია, ორთოპედია, გულსისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტების რეაბილიტაცია, უნაყოფობის მკურნალობა, დერმატოლოგია, გაახალგაზრდავება, სიმსუქნისა და ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლა, მხედველობის კორექციის ოპერაცია . კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დარგია პლასტიკური ქირურგია. პლასტიკური ქირურგების კლიენტთა 30% მდე უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, პლასტიკური ქირურგიის მომსახურების ღირებულება შეიძლება შემცირდეს 40-80% -ით . უნგრეთში ასევე არაერთი ცხელი წყაროა  (ჰევიზის ტბა, სჩეჩინის აბაზანები და ა.შ.), რომლებიც პოპულარობით სარგებლობენ ტურისტებში.[9][10]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. CountriesWhere Doctors Get paid The Leas დაარქივებული 2021-02-24 საიტზე Wayback Machine. t. Doctor CPR. 13 July 2015. Retrieved 19 February 2018.
  2. Vital statistics, Hungarian Central Statistical Office (KSH)
  3. World Health Organization — Hungary
  4. History of social insurance in Hungary, National Healthcare Fund
  5. "Hungary's Healthcare System" (PDF). Archived from the original (PDF) on 2012-02-13. Retrieved 2009-04-06.
  6. Health Care Services Available During Temporary Stay in Hungary
  7. Air ambulance bases in Hungary, Hungarian Air Ambulance Plc. (ინგლ)
  8. Hungary leading in Dental Tourism in Europe, Budapest Agent დაარქივებული 2022-03-19 საიტზე Wayback Machine. (ინგლ.)
  9. Dental Tourism Development clinics turnover up 19 %, Budapest Business Journal[მკვდარი ბმული] (ინგლ.)
  10. Medical tourism in good health, Budapest Business Journal (ინგლ.)