ჯანდაცვა ავღანეთში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დაუდ ხანის სამხედრო ჰოსპიტალი ქაბულში

ჯანდაცვა ავღანეთში —ჯანმრთელობის დაცვის კუთხით მდგომარეობა ქვეყანაში თანდათანობით უმჯობესდებოდა, მაგრამ დღევანდელი საერთაშორისო სტანდარტებით ცუდია. მასზე უარყოფითად მოქმედებს ქვეყნის ეკოლოგიური პრობლემები და 1978 წლის შემდეგ მიმდინარე ომები, განსაკუთრებით თალიბების უკანასკნელი ამბოხება. ჯანდაცვის სამინისტრო ზედამხედველობს ყველა საკითხს, რომლებიც უკავშირდება ქვეყნის მოქალაქეთა და მოსახლეობის ჯანმრთელობას. [1]

სამედიცინო დახმარების მიღება შესაძლებელია 3000-ზე მეტ სამედიცინო დაწესებულებაში ქვეყნის მასშტაბით. ათწლეულების ომმა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან გულგრილმა დამოკიდებულებამ გაანადგურა ავღანეთის ისედაც ცუდი ჯანდაცვის სისტემა. 1992 წლისთვის ავღანელი სამედიცინო მუშაკების უმეტესობა ემიგრაციაში წავიდა სხვა ქვეყნებში, რის შემდეგაც შეწყდა სამედიცინო მომზადების ყველა პროგრამა. 1999-2002 წლების გვალვამ კიდევ უფრო გაამწვავა ეს პირობები.

ადამიანის განვითარების ინდექსის მიხედვით, ავღანეთი ყველაზე ნაკლებად განვითარებული 21-ე ქვეყანაა მსოფლიოში. იგი სამი  ქვეყნიდან ერთ-ერთია სადაც  პოლიომიელიტის  აღმოფხვრა ჯერ ვერ მოხერხდა. სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 64 წელია (2019 წლის შეფასება). ქვეყანაში დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებელი  100000 ახალშობილზე 638-ია, ხოლო ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი შეიძლება იყოს 106 ყოველ 1000 დაბადებულზე. ყოველწლიურად დაახლოებით 15,000 ადამიანი იღუპება სხვადასხვა ფორმის კიბოთი.[2]

ამასთან, ბოლო წლებში ქვეყანაში ჯანმრთელობის დაცვის სისტემა გარკვეულწილად გაუმჯობესდა. მაგალითად, ავღანეთში შეიქმნა 17000-ზე მეტი სამედიცინო ცენტრი, მათ შორის პირველი ნეიროქირურგიული საავადმყოფო, მაგრამ ამ სფეროში ბევრად მეტია  გასაკეთებელი, რათა ქვეყანამ ფეხი აუწყოს თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევებს. [3][4]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქაბულის საავადმოფო-1960 წელი-ჩვილ ბავშვთა განყოფილება

ეკონომიკურად, ავღანელები უკეთესად იყვნენ, ვიდრე რეგიონის სხვა მაცხოვრებლები. ქვეყანა  გარკვეულწილად უსწრებდა  დროს 1978 წლამდე, როდესაც საურის რევოლუცია მოხდა. ამ რევოლუციამ  გამოიწვია ომი და სიღარიბე რეგიონში, დაიხურა  საზღვრები ავღანეთსა და მის სამხრეთ და დასავლეთ მეზობლებთან (პაკისტანი და ირანი) პოლიტიკური კავშირების შეჩერებით. ბევრმა ავღანელმა, განსაკუთრებით ელიტის წარმომადგენლებმა, რომლებსაც არ სურდათ მონაწილეობა კონფლიქტში,  დატოვეს ქვეყანა.  წასულებს შორის ექიმებისა და ექთნების უმეტესობა იყო. 1992 წლისთვის, როდესაც ქაბულში დაიწყო დიდი სამოქალაქო ომი, თითქმის ყველა ექიმი და ექთანი გადასახლდა სხვა ქვეყნებში.  მდგომარეობა შედარებით  შეიცვალა 2001 წლის ბოლოს, როდესაც გაერომ გადაწყვიტა ავღანეთის აღდგენა და მისი პოლიტიკური პრობლემების მოგვარება.

მიმოხილვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავღანეთი ჯანდაცვის მსოფლიო  ორგანიზაციის წევრი გახდა 1948 წლის 19 აპრილს. იგი ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად განვითარებული ქვეყანაა მსოფლიოში. ქვეყნის მოსახლეობის სავარაუდო რაოდენობა  2021 წლისთვის 37 466 414 ადამიანია. აქედან 32,9 მილიონი ცხოვრობს ავღანეთში, ხოლო დანარჩენი 5 მილიონი ცხოვრობს ირანში, პაკისტანსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონში (EMR) ჯანდაცვის მუშაკების მხრივ ავღანეთი მეორე ადგილზეა. თანაფარდობა 4,6 ექიმი, ექთანი და ბებიაქალი 10,000 ადამიანზე, რაც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება კრიზისულ ზღვარს -23 სამედიცინო სპეციალისტს 10,000 ადამიანზე.[2][5]

კადრების დეფიციტი ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში შედეგია 1978 წლიდან მოყოლებული ხანგრძლივი ომის, განათლებასა და კადრების გადამზადებაში ინვესტიციების ისტორიული ნაკლებობის, მიგრაციის, ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის ნაკლებობის და დაბალი ხელფასების ჩათვლით. აგრეთვე სხვა პრობლემებად შეიძლება ჩაითვალოს კარიერული ზრდის შესაძლებლობის ნაკლებობა, პერსონალის მიერ სამსახურის ხშირი გაცდენა და სუსტი მენეჯმენტი. მუდმივმა დაუცველობამ, მკაცრმა გეოგრაფიულმა ლანდშაფტმა, კულტურულმა და სოციალურ-ეკონომიკურმა ბარიერებმა ხელი შეუწყო  ზოგადად სამედიცინო პერსონალში გენდერული და გეოგრაფიული დისბალანსის შექმნას. გლობალური სურათის შესაბამისად,  სამედიცინო პერსონალის  უმეტესობა (განსაკუთრებით სამედიცინო პროფესიონალები და  ექიმი ქალები) უპირატესობას ანიჭებენ მუშაობას ქაბულში და სხვა დიდ ქალაქებში, ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად (მაგალითად, უსაფრთხოება, დასაქმება, ტრანსპორტირება, ჯანდაცვა და განათლება მათი ბავშვებისათვის). გარდა ამისა, დღესაც იგრძნობა და გვხვდება ისტორიულად ჩამოყალიბებული  გოგონების განათლების შეზღუდვის  პოლიტიკა (თალიბანის დროს 1995 წლიდან 2001 წლამდე), რომელიც გავლენას ახდენს ჯანდაცვის მუშაკების აღზრდაზე, განსაკუთრებით  პროვინციებში.[6]

საავადმყოფოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავღანეთში 100-ზე მეტი სახელმწიფო, კერძო ან საერთაშორისო საავადმყოფოა. ქაბულში ხელმისაწვდომია ყველაზე მოწინავე სამედიცინო პროცედურები, მას მოსდევს ყანდაარი, ჰერათი და მაზარ-ი-შარიფი. საფრანგეთის ბავშვთა სამედიცინო ინსტიტუტი და ინდირა განდის ბავშვთა საავადმყოფო ქაბულში ქვეყნის წამყვანი ბავშვთა საავადმყოფოებია. დაუდ ხანის სამხედრო ჰოსპიტალი, ჯამჰურიატის საავადმყოფო და ჯინა ჰოსპიტალი ქაბულის რეგიონის უდიდესი საავადმყოფოებია. აინო მინას საავადმყოფო 350 საწოლით და მოჰმანდის საავადმყოფო 50 საწოლით ყანდაარში ქვეყნის ყველაზე თანამედროვე საავადმყოფოებია. ამ ყველაფრის მიუხედავად, ბევრი მდიდარი ავღანელი მაინც მიემგზავრება პაკისტანში, ინდოეთში, ირანში, თურქეთსა და სხვა ქვეყნებში უფრო თანამედროვე სამედიცინო მომსახურების მისაღებად. [7]

მაივანდის სასწავლო საავადმყოფო დაარსდა 1960-იან წლებში და მიზნად ისახავს დღეში 300-დან 400 პაციენტის მკურნალობას, მაგრამ 2019 წელს პაციენტების რაოდენობა  ხშირად 1000 მდე იყო.[8][9]

ძირითადი დაავადებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტუბერკულოზი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტუბერკულოზი ენდემურია ავღანეთისათვის, ყოველწლიურად ფიქსირდება 76000-ზე მეტი შემთხვევა. ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო ხელს უწყობს DOTS– ს  (პირდაპირ დაფიქსირებულ თერაპიას, მოკლე კურსს) პროპაგანდას, ტუბერკულოზის შესახებ ინფორმირებულობას და პრევენციას.

ტუბერკულოზი ავღანეთში სერიოზული  პრობლემაა. 2007 წელს ქვეყანაში ტუბერკულოზით 8200 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ჯანმო– ს გლობალური ტუბერკულოზის 2009 წლის ანგარიშის თანახმად, ავღანეთში ყოველწლიურად ტუბერკულოზის 46 000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ამრიგად, ავღანეთი 22-ე ადგილზეა ტუბერკულოზით  დაზარალებულ ქვეყნებს შორის.

აივ ინფექცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავღანეთში აივ ინფექციის გავრცელება 0,04% -ს შეადგენს. ავღანეთის შიდსის კონტროლის ეროვნული პროგრამის (NACP) თანახმად, 2008 წლის ბოლოს დაფიქსირდა აივ / შიდსის 504 შემთხვევა.

2012 წლის ბოლოსთვის ამ რაოდენობამ 1,327-ს მიაღწია. ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აივ – ინფიცირებულთა უმრავლესობა ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებს შორის იყო და მათი 70% მამაკაცი იყო, 25% ქალი და დანარჩენი 5% ბავშვები. ქაბულიდან, ყანდააარიდან და ჰერათიდან, იმ პროვინციებიდან, საიდანაც ხალხი ყველაზე მეტად მოგზაურობს მეზობელ ან სხვა უცხო ქვეყნებში.

წლ

ები

აივ ინფიცირ. რაოდენობა
1990 600
1995 1300
2000 1900
2005 2000
2011 5800

პოლიომიელიტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავღანეთი, პაკისტანი და ნიგერია კვლავ შედიან იმ ქვეყნების რიცხვში, სადაც ვრცელდება  ენდემური ველური პოლიოვირუსის ტიპი 1 (WPV1).

პნევმონია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავღანეთში, 5 წლამდე ასაკის სიკვდილიანობის მაჩვენებელი სეადგენს 90 გარდაცვალებას ყოველ 1000 დაბადებულზე, რაც გლობალური საშუალო მაჩვენებელია; პნევმონიით გარდაცვლილთა 20%.

მიუხედავად იმისა, რომ ავღანეთი  5 ქვეყანას შორისაა, სადაც პნევმონიით ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, ქვეყანაში  ბავშვთა სიკვდილიანობის რისკის ფაქტორების და პნევმონიის ეტიოლოგიის შესახებ კვლევები არ არსებობს.

არასწორი კვება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავღანელი გოგონებისა და ბიჭების ნახევარზე მეტი განიცდის გონების და სხეულის დაზიანებას, რომლის გამოსწორება შეუძლებელია, რადგან ისინი ცუდად იკვებებიან ცხოვრების გადამწყვეტ პირველ ორ წელიწადში. ბავშვებში  კვების უკმარისობა სიმაღლეში ზრდის 60.5% -ის შეფერხების მაჩვენებელია, ბავშვების ერთი მესამედი (33.7%) მცირეწონიანია, ანემია - 50% 6-24 თვის ბავშვებში, იოდის მაღალი დეფიციტი: 72% (სასკოლო ასაკი) და არასწორი კვების მაღალი დონე. ქალებში, რკინის უკმარისობა: 48,4%, იოდის დეფიციტი 75%, ხოლო ქრონიკული ენერგიის უკმარისობის მაღალი დონე შეადგენს 20,9%-ს.

კეთრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1984 წელს კეთრის წინააღმდეგ ბრძოლის ინიციატივების მიუხედავად,  ქვეყანაში კეთრი არსებობს: 2001 წლიდან 2007 წლამდე დაფიქსირებულია 231 შემთხვევა. შემთხვევების სამ მეოთხედზე ოდნავ მეტი იყო MB ტიპის, ხოლო დანარჩენი PB ტიპის.  კეთრი დაფიქსირდა ინდუ კუშის ცენტრალურ მთიან რეგიონში. ძირითადად ბამიანის, ღაზნის, ბალხის პროვინციებში.

მუცლის ტიფი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავღანეთი სანიტარული პრობლემების წინაშე დგას.  მუცლის ტიფი ერთ-ერთი მთავარი ინფექციური დაავადებაა . თუ მკურნალობა არ მოხდება, შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი.

ასევე ქვეყანაში გავრცელებულია ლეიშმანიოზი,  A და C ჰეპატიტის ფორმები.[10][11][12][13]

დედათა სიკვდილიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავღანეთი დიდი ხანია  დედათა სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლით -ერთი გამორჩეული ქვეყანაა. ეს  მაჩვენებელი - 1980 წელს  100,000-დან  იყო 1,640, ხოლო 2013 წელს 100,000-დან-400 .[14]

წელი დედათა სიკვდილიანობა
1980 1640
1988 1280
1996 1180
2004 792
2013 400
2017 638

სიმსივნე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სხვადასხვა ფორმის სიმსივნით ქვეყანაში ყოველწლიურად დაახლოებით 15,000 ადამიანი იღუპება.[15]

საფასური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მომსახურების საფასური მნიშვნელოვანი ბარიერია ჯანმრთელობის დაცვის ხელმისაწვდომობისთვის. შემუშავებულია სხვადასხვა ღონისძიებები ჯანმრთელობის სერვისების ათვისების გასაუმჯობესებლად, მათ შორის  ბარათების განაწილება ძალიან ღარიბებისათვის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაზღვევის დანერგვა.[16]

ფარმაცევტული საშუალებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია უხარისხო, ყალბი ან ვადაგასული პაკისტანური და ირანული მედიკამენტების შესახებ. იმის გამო, რომ ბევრ პაციენტს არ შეუძლია გადაიხადოს  რეცეპტის საფასური, ექიმებმა შეიძლება დანიშნონ ვადაგასული წამლები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Greene, Sharon A.; Ahmed, Jamal; Datta, S. Deblina; Burns, Cara C.; Quddus, Arshad; Vertefeuille, John F.; Wassilak, Steven G.F. (24 May 2019). "Progress Toward Polio Eradication — Worldwide, January 2017–March 2019". MMWR. Morbidity and Mortality Weekly Report. 68 (20): 458–462. doi:10.15585/mmwr.mm6820a3. PMID 31120868.
  2. 2.0 2.1 "Afghanistan" (PDF). World Health Organization(WHO). Retrieved 2017-05-20.
  3. "Afghanistan: Human Development Indicators". United Nations Development Programme (UNDP). Retrieved 2021-03-10.
  4. "WHO | Afghanistan".
  5. World Health Organization. Afghanistan: health profile. 2014. [cited 2014 May 24].
  6. "Global strategy on human resources for health: Workforce 2030". World health Organization. Retrieved 2021-03-10.
  7. "Years of war and poverty take toll on Afghanistan's healthcare".[მკვდარი ბმული] Aljazeera. 25 May 2019. Retrieved 9 July2019.
  8. https://mohmandhospital.com/
  9. http://www.outlookafghanistan.net/national_detail.php?post_id=24002/
  10. Centers for Disease Control and Prevention. Hepatitis C. Atlanta, GA: CDC; 2015.
  11. United Nations Office on Drugs and Crime. World drug report. UNODC, ; 2014
  12. World Health Organization. WHO guideline on the use of safety-engineered syringes for intramuscular, intradermal and subcutaneous injections in health-care settings. WHO, Geneva, Switzerland; 2015
  13. Two Cases of Visceral Leishmaniasis in U.S. Military Personnel
  14. "Maternal mortality". WHO. September 19, 2019. Retrieved 2021-03-10.
  15. "15,000 cancer patients annually die in Afghanistan". Pajhwok Afghan News. May 20, 2021. Retrieved 2021-05-20.
  16. Rao, K; et al. (27 May 2009). "An Experiment with Community Health Funds in Afghanistan"[მკვდარი ბმული]. Health Policy and Planning. Retrieved 26 May 2012.