ჯანგირ მამალაძე
იერსახე
ჯანგირ ალექსანდრეს ძე მამალაძე (დ. 23 ნოემბერი, 1935, ლანჩხუთი — გ. 18 დეკემბერი, 2009, თბილისი) — ქართველი ექიმი, მედიცინის ისტორიკოსი, ჯანდაცვის ორგანიზატორი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1995), პროფესორი (1992), საქართველოს დამსახურებული ექიმი (1984).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1959 წელს დაამთავრა თსსი. 1970-1972 წლებში იყო გამომცემლობა „საბჭოთა საქართველოს“ სამედიცინო ლიტერატურის რედაქციის გამგე, 1973 წლიდან — ჟურნალ „საქართველოს სამედიცინო მოამბის“, 1996 წლიდან — გაზეთ „მედიცინის“ მთავარი რედაქტორი. ჯ. მამალაძე ავტორია სამეცნიერო პუბლიცისტური ნაშრომების, რომლებიც ეხება მედიცინის აქტუალურ საკითხებს.
მიღებული აქვს ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის სახელობის პრემია (1990) და ღირსების ორდენი (1997).
შრომები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი, სახელმძღვანელო სტუდენტებისა და ექიმებისათვის, თბ., 2012.