ნაული ჯანაშია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჯანაშია, ნაული)
ნაული ჯანაშია
დაბადების თარიღი 1 მარტი, 1947
დაბადების ადგილი დიდი ჭყონი, გეგეჭკორის რაიონი, საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ
გარდაცვალების თარიღი 17 მარტი, 2015 (68 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება ლენინგრადის სამთო-სამრეწველო ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი
რელიგია მართლმადიდებელი ქრისტიანი
პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
საქმიანობა პოლიტიკოსი
მამა იოსებ ჯანაშია
დედა ნადია ხურცილავა
შვილ(ებ)ი 2

ნაული ჯანაშია (დ. 1 მარტი, 1947, დიდი ჭყონი, იმდროინდელი გეგეჭკორის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ — გ. 17 მარტი, 2015, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პარლამენტის წევრი 2008-2015 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1965-1971 წლებში მუშაობდა ქალაქ შევჩენკოს სამთო სამრეწველო კომბინატში. 1975 წელს დაამთავრა ლენინგრადის სამთო-სამრეწველო ინსტიტუტი. 1976-1981 წლებში მუშაობდა ქალაქ შევჩენკოში, სატრანსპორტო სამმართველოსა და სამთო-სამრეწველო კომბინატში. 1986-1993 წლებში მუშაობდა სოხუმის ფიზიკო-ტექნიკურ ინსტიტუტში. 1995-2008 წლებში მუშაობდა მოსკოვის ელექტრო-მოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხანაში. 2008-2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (მარტვილის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“. 2012-2015 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (მარტვილის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაული ჯანაშია 2015 წლის 17 მარტს, 68 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, თბილისში გარდაიცვალა.[1] მის გარდაცვალებას საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

ვიკიციტატა
„ეს იყო ძალიან კეთილშობილი, ჭკვიანი და საინტერესო ადამიანი, რომელსაც ცხოვრების მიზნად სიკეთის თესვა ჰქონდა ქცეული. მის მიერ გაკეთებული სიკეთე კიდევ ძალიან დიდხანს გაგვინათებს გზას. მიხეილ სააკაშვილი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]