ჯამ საკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯამ საკი
მშობლიური სახელი ڄام ساقي
დაბადების თარიღი 31 ოქტომბერი 1944
ჩაჩრო, სინდი, ბრიტანეთის ინდოეთი
გარდაცვალების თარიღი 5 მარტი 2018 (73 წლის)
დაკრძალულია ჰაიდარაბადი (პაკისტანი), სინდი
მოქალაქეობა პაკისტანის დროშა პაკისტანი
საქმიანობა პოლიტიკოსი
პარტია პაკისტანის კომუნისტური პარტია

ჯამ საკი (ინგლ. Jam Saqi, სინდჰი: ڄام ساقي) (დ. 31 ოქტომბერი, 1944 — გ. 5 მარტი, 2018) — მემარცხენე პოლიტიკოსი სინდიდან, პაკისტანი. პოლიტიკური მოღვაწეობის გამო,  რეპრესიებში მოჰყვა, 15 წელზე მეტი გაატარა ციხეში. პატიმრობის დროს მისმა მეუღლემ სუჰანმა თავი მოიკლა მას შემდეგ, რაც წაიკითხა გაზეთი, სადაც გამოქვეყნებული იყო მტკიცებულებები მისი ქმრის გარდაცვალების შესახებ.[1]

ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობის აღდგენის შემდეგ ჯამ საკი იყო პაკისტანის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი. შემდეგ დატოვა პაკისტანი 1991 წელს და შევიდა პაკისტანის სახალხო პარტიაში, რომლის ფარგლებშიც შეუერთდა საერთაშორისო მარქსისტული სექციის ტროცკისტურ ჯგუფს „ბრძოლა“(The Struggle). მისი ბოლო მეუღლე გახლდათ ახთარ სულთანი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ტარპარკარის რაიონის სოფელ ჯანჯიში, თალუკა ჩაჩროში, ტარაში მასწავლებლისა და ცნობილი სოციალური მუშაკის მუჰმედ საჰალის ოჯახში. 1962 წელს დაამთავრა აბიტური ჩაჩროს საშუალო სკოლა

შემდეგ სწავლობდა სამთავრობო კოლეჯში, საჩალ სარმასტის ხელოვნების კოლეჯში ჰაიდარაბადში და სინდის უნივერსიტეტში ჯამშოროში, სადაც მიიღო მაგისტრის ხარისხი. ჯამ საკიმ მოგვიანებით ინტერვიუში განაცხადა, რომ ის პაკისტანის იატაკქვეშა  კომუნისტური პარტია პენსიაზე გასულმა მასწავლებელმა, ინაიათულა დჰამჩარმა გააცნო.[2]

სტუდენტი აქტივისტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკი   შეუერთდა კომუნისტურ პარტიას და ცნობილი გახდა, როგორც სტუდენტი აქტივისტი.  1967 წლის 4 მარტის ინციდენტის შემდეგ, როდესაც პოლიციამ სასტიკად დაარბია აიუბ ხანის დიქტატურის წინააღმდეგ გამართული სტუდენტური დემონსტრაცია, 207 სტუდენტი დააკავეს, მათ შორის ჯამ საკი. საერთო ჯამში  საკი სულ 7-ჯერ დააკავეს.

1968 წლის 3 ნოემბერს მან მონაწილეობა მიიღო სინდის ეროვნული სტუდენტური ფედერაციის (SNSF) - კომუნისტური პარტიის ფრთის დაარსებაში, რომლის პრეზიდენტიც გახდა (ნადიმ ახთერი — ვიცე პრეზიდენტი, მირ ტებო — გენერალური მდივანი). საკი თანამშრომლობდა ჰაიდერ ბუქს ჯატასთან, ჯ.მ. საიდთან, ქაზი ფაიზ მუჰამედთან, ღულამ მუჰამედ ლაგართან და მემარცხენე ნაციონალისტური, გლეხური და შრომითი მოძრაობის სინდჰის სხვა ლიდერებთან. 1969 წელს შეუერთდა სინდჰარის გლეხთა კომიტეტს.

ბრძოლა სამხედრო დიქტატურის წინააღმდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალან ვუდსი, ლალი ხანი, ჯან საკი

ჯამ საკის სამხედრო სასამართლოს მიერ 1970-იანი წლების დასაწყისში მიესაჯა ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა და 15 -ჯერ გამათრახება. მოგვიანებით ის შეუერთდა ავამის ეროვნულ პარტიას და აირჩიეს მის  მდივნად. 1971 წელს მისმა ორგანიზაციამ გამართა მიტინგები ჰაიდარაბადსა და ნავაბშაჰში სამხედრო ხუნტას წინააღმდეგ.

ჯამ საკი მხარს უჭერდა მოძრაობას დემოკრატიის აღდგენისთვის, რომელიც შეიქმნა 1981 წელს მემარცხენე სპექტრის პოლიტიკური პარტიების ალიანსის მიერ და ეწინააღმდეგებოდა გენერალ ზია-ულ-ჰაკის დიქტატურას. იყო მისი პრეზიდიუმის წევრი, როგორც კომუნისტური პარტიის წარმომადგენელი.

სასამართლო პროცესი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1980 წლიდან მუჰამედ ზია-ულ-ჰაქის საომარი რეჟიმი ახორციელებდა რეიდებს კომუნისტებზე, რომლის დროსაც ბევრი პარტიის მუშაკი ტყვედ ჩავარდა; დაკავებულთაგან ნაზირ აბასი  მოკლეს, ხოლო ჯამ საკი პროფესორ ჯამალ ნაკვის, სოჰაილ სანგის, ბადარ აბროს, კამალ ვარსის და შაბირ შართან ერთად 1983 წელს წარსდგნენ  სპეციალური სამხედრო ტრიბუნალის წინაშე  ბრალდებით, რომ ისინი თითქოს "მოქმედებდნენ პაკისტანის იდეოლოგიის წინააღმდეგ“, რომელიც ამზადებდა სოციალისტურ რევოლუციას.[3]

ეს სასამართლო ასევე ცნობილია როგორც „კომუნისტური საქმე“ ან „ჯამ საკის საქმე“. დაცვის მოწმეები იყვნენ პაკისტანის სახალხო პარტიის ხელმძღვანელი ბენაზირ ბჰუტო (რომელიც ხაზს უსვამდა, რომ საკი არ არღვევდა კონსტიტუციას - მუჰამედ ზია-ულ-ჰაკისგან განსხვავებით), ბელოჩისტების ლიდერი მირ გჰაუს ბუქს ბიზენჯო,  აბდულ ვალი ხანი, ტაჰირა მაჟარ ალი ხანი, მაირაჯ მოჰამად ხანი, ფათეჰიაბ ალი ხანი, მაულანა შაჰ მოჰამედ ამროტი, ჟურნალისტები მანჰაჯ ბურნა, შეიხ ალი მოჰამამ, შეიხი აზიზი, იქბალ ჯაფრი, სტუდენტთა ლიდერი ჰასილ ბესინჯო და სხვები.

საკის და მის ორ თანამებრძოლს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მათ აწამებდნენ სასტიკი მეთოდებით, შემდეგ იგი გაგზავნეს სამხედრო ბანაკში ლაჰორის ფორტში, სადაც დაკითხეს დაზვერვის აგენტებმა; მან 7 წელი გაატარა  საკანში მარტომ. საერთაშორისო სოლიდარობის კამპანიის ზეწოლის ქვეშ, იგი გაათავისუფლეს 1986 წლის 10 დეკემბერს.

ტროცკიზმის იდეებთან დაახლოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავისუფლებაზე ყოფნის  დროს იმოგზაურა გერმანიაში, შვედეთში, დანიაში, დიდ ბრიტანეთსა და სსრკ-ში. 1990-1991 წლებში იყო პაკისტანის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი. ამ უკანასკნელის დაშლის შემდეგ, საბოლოოდ შეუერთდა ტროცკისტურ ჯგუფს "ბრძოლა".

წიგნები და აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯამ საკი ასევე ცნობილია როგორც ავტორი რომანისა "კაჰორი ჰიჯანი", წიგნი სინდში სტუდენტური მოძრაობის შესახებ "Sind Ji Shagrid Tahrik" და მისი სასამართლო გამოსვლები სპეციალურ სამხედრო სასამართლოებში გამოიცა წიგნის ფორმატში (ურდუზე და სინდჰის ენაზე) სათაურით "Tareekh Moonkhay na". wesarreendi“ და Zameer ke Qaidi. 2009 წელს მიენიჭა გამორჩეული ჯილდო მშრომელთა   სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა  და ადამიანის უფლებების დაცვისთვის.[4]

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯამ საკი გარდაიცვალა 2018 წლის 5 მარტს 73 წლის ასაკში თირკმელების უკმარისობით ჰაიდარაბადში, სინდში. იგი დაკრძალეს ბაბან შაჰის სასაფლაოზე ჰაიდარაბადში.[5]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "71st birthday: Jam Saqi's life reflects the constant struggle for humanity, revolution - the Sindh Times". Archived from the original on 2016-08-15.
  2. "Jam Saqi gets lifetime achievement award". DAWN.COM. 2009-05-30. Retrieved 2020-03-07.
  3. Ali, Z (5 March 2018). "A mentor to many: Noted rights activist Jam Saqi passes away". Express Tribune. Retrieved 6 March 2018.
  4. "'Patriotic citizen of the state' comrade Jam Saqi passes away". The News. March 5, 2018. Retrieved 6 March 2018.
  5. "Veteran communist leader Jam Saqi passes away in Hyderabad". Dawn. APP. March 5, 2018. Retrieved 6 March 2018.