შინაარსზე გადასვლა

ჯამილ მაჰუადი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯამილ მაჰუადი
ესპ. Jorge Jamil Mahuad Witt
დაბადების თარიღი 29 ივლისი, 1949(1949-07-29)[1] (76 წლის)
დაბადების ადგილი ლოხა (ეკვადორი)
მოქალაქეობა  ეკვადორი
 აშშ
განათლება ჯონ კენედის სახელობის მმართველობის სკოლა და Pontificia Universidad Católica del Ecuador
შვილ(ებ)ი Paola Mahuad Calderón
ჯილდოები National Order of San Lorenzo, National Order of Merit, სან-მარკოსის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი და Grand Cross of the Order of the Sun of Peru‎

ხორხე ჯამილ მაჰუად ვიტი (დ. 29 ივლისი, 1949) — ეკვადორელი იურისტი, აკადემიკოსი და ყოფილი პოლიტიკოსი, რომელიც ეკვადორის 41-ე პრეზიდენტის პოსტს იკავებდა 1998 წლიდან 2000 წლამდე, სანამ მას სახელმწიფო გადატრიალების შედეგად გადააყენებდნენ. მანამდე, 1992-დან 1998 წლამდე, იგი კიტოს (ქვეყნის დედაქალაქის) მე-17 მერი იყო.

ლოხაში დაბადებული, გერმანული და ლიბანური წარმოშობის მაჰუადი სამართალს სწავლობდა. მან განათლება ეკვადორის პონტიფიკალურ კათოლიკურ უნივერსიტეტში მიიღო, მოგვიანებით კი სამართლის ხარისხი ჰარვარდის უნივერსიტეტში დაიცვა.

1988 წელს მაჰუადი პოლიტიკაში ჩაება და იმავე წელს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, თუმცა წარუმატებლად. 1992 წელს იგი კიტოს მერი გახდა. 1998 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მან კვლავ იყარა კენჭი და მცირე უპირატესობით დაამარცხა ალვარო ნობოა, რომელიც იმ დროისთვის ქვეყნის უმდიდრესი ადამიანი იყო. მიუხედავად ამისა, ნობოამ დამარცხება არ აღიარა და ხმების გადათვლა მოითხოვა, რაზეც პასუხისმგებელმა ორგანოებმა უარი განუცხადეს.

თავისი პრეზიდენტობის პერიოდში მაჰუადმა ხელი მოაწერა ისტორიულ შეთანხმებას პერუსთან, რითაც ორ ქვეყანას შორის არსებული ხანგრძლივი სასაზღვრო დავა გადაიჭრა. თუმცა, ამავდროულად, წინა წლის აზიის ფინანსური კრიზისის გამო, ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებდა. მაჰუადმა მიიღო ქვეყნის ეკონომიკის დოლარიზაციის გადაწყვეტილება, რამაც მთელ ქვეყანაში აღშფოთება გამოიწვია და საზოგადოებრივი მხარდაჭერა დაუკარგა. ეკვადორის მკვიდრმა მოსახლეობამ მაჰუადის წინააღმდეგ პროტესტი დაიწყო, რასაც საბოლოოდ მისი გადაყენება მოჰყვა ლუის გუტიერესის მიერ მოწყობილი სახელმწიფო გადატრიალების შედეგად; პრეზიდენტის პოსტი კი, კონსტიტუციური რიგის შესაბამისად, მაჰუადის ვიცე-პრეზიდენტმა, გუსტავო ნობოამ დაიკავა.

მაჰუადი დაიბადა ლოხაში, ეკვადორში. იგი ლიბანური და გერმანული წარმოშობისაა.

მაჰუადი სწავლობდა ჰარვარდის უნივერსიტეტის ჯონ ფ. კენედის სახელობის მართვის სკოლაში, სადაც 1989 წელს საჯარო მართვის მაგისტრის ხარისხი მიიღო. იგი იყო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული ფულბრაიტის სტიპენდიანტი.[2]


ჰარვარდის უნივერსიტეტმა მაჰუადის შესახებ გამოაქვეყნა კეის-სტადი (შემთხვევის ანალიზი) სახელწოდებით: „ლიდერობა და მოლაპარაკებები: დასავლეთ ნახევარსფეროში ყველაზე ხანგრძლივი სასაზღვრო კონფლიქტის დასრულება“.

პრეზიდენტობის პერიოდი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაჰუადმა თავდაპირველად 1988 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და მეხუთე ადგილი დაიკავა. ამის შემდეგ, 1992 წლიდან 1998 წლამდე, იგი კიტოს მერის პოსტზე მსახურობდა.

პირველი საპრეზიდენტო მცდელობიდან ათი წლის შემდეგ, მან საპრეზიდენტო არჩევნებში ძალიან მცირე უპირატესობით გაიმარჯვა. დამარცხებულმა კანდიდატმა, ალვარო ნობოამ, ხმების გადათვლა მოითხოვა, რაზეც პასუხისმგებელმა ორგანომ უარი განაცხადა. იმ პერიოდში ეკვადორში მძიმე ეკონომიკური კრიზისი იყო (მათ შორის 1998-99 წლების საბანკო კრიზისი), რამაც შეიარაღებული ძალების ბიუჯეტის 60%-ით შემცირება გამოიწვია. მაჰუადის პოპულარობის რეიტინგი 1998 წლის ოქტომბრის 60%-დან, 2000 წლის იანვარში 6%-მდე დაეცა. 1999 წლის ბოლო დღეებში მან გამოაცხადა ეკვადორის ეკონომიკის დოლარიზაცია და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ნაკარნახევი არაერთი ღონისძიების გატარება.

მაჰუადი იძულებული გახდა გადამდგარიყო ეკვადორელი მკვიდრი მოსახლეობის ერთკვირიანი დემონსტრაციებისა და ლუის გუტიერესის მეთაურობით მოწყობილი სამხედრო ამბოხის შემდეგ.

მან წამოაყენა ეკონომიკური რეფორმები, რომლებმაც გამოიწვია ეკონომიკის „დოლარიზაცია“. მძვინვარე ინფლაციის გასაკონტროლებლად მან საბანკო ანგარიშების გაყინვა გამოაცხადა. ამან გამოიწვია მასობრივი არეულობა, რადგან დაბალი ფენის წარმომადგენლები წვალობდნენ თავიანთი უკვე გამოუსადეგარი ეკვადორული სუკრეს აშშ დოლარში გადაცვლაზე და კარგავდნენ ქონებას, მაშინ როდესაც მაღალი ფენის წარმომადგენლებმა (რომლებსაც თავიანთი კაპიტალი უკვე დოლარში ჰქონდათ დაბანდებული) სიმდიდრე კიდევ უფრო გაზარდეს. მაჰუადის რეცესიით მოცული მმართველობის პერიოდში ეკონომიკა მნიშვნელოვნად შემცირდა, ხოლო ინფლაციამ 60 პროცენტს მიაღწია.

მაჰუადმა პრეზიდენტობის დროს ხელი მოეწერა ისტორიულ სამშვიდობო შეთანხმებას პერუსთან, რომელმაც გადაჭრა ხანგრძლივი სასაზღვრო დავა. შეთანხმების თანახმად, ეკვადორმა უარი თქვა პრეტენზიებზე სადავო ტერიტორიის სუვერენიტეტთან დაკავშირებით (რიო-დე-ჟანეიროს პროტოკოლის ფარგლებში), რის სანაცვლოდაც პერუმ ეკვადორს საკუთრებაში გადასცა 1 კმ² ტერიტორია. მაჰუადმა პერუსთან მშვიდობა 1998 წლის 26 ოქტომბერს გააფორმა.[3]

მაჰუადი ასევე არის მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ კემბრიჯში მდებარე „CMI International Group“-ის უფროსი მრჩეველი.

2014 წლის მაისში ეკვადორის ეროვნულმა სასამართლომ მას საბიუჯეტო სახსრების მითვისების (გაფლანგვის) ბრალდებით 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.[4]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Munzinger Personen
  2. Heads of State/Government. US State Department (6 March 2020). ციტირების თარიღი: 6 March 2020
  3. La difícil construcción de la sanidad pública en Ecuador, Loïc Ramirez, El Mundo diplomatico, febrero de 2018
  4. Ex-Ecuadorian president Jamil Mahuad jailed for 12 years. IANS. news.biharprabha.com. ციტირების თარიღი: 30 May 2014