ჯამილა ისმაილი
ჯამილა ისმაილი | |
---|---|
არაბ. جميلة إسماعيل | |
![]() | |
დაბადების თარიღი | 12 აპრილი, 1966 (59 წლის) |
დაბადების ადგილი | კაირო |
მოქალაქეობა |
![]() |
განათლება | კაიროს უნივერსიტეტი |
ჯამილა ისმაილი ( არაბ. جميلة محمد إسماعيل محمد; დ. 6 აპრილი, 1966, კაირო, ეგვიპტე) — ეგვიპტელი ტელეწამყვანი, ჟურნალისტი, პოლიტიკოსი. მოჰამედ ელ ბარადეის მიერ დაარსებული ლიბერალური კონსტიტუციური პარტიის ლიდერი 2022 წლიდან. სამოქალაქო აქტივისტი, ფემინისტი, ეგვიპტის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი კანდიდატი.[1][2]
პირადი ინფორმაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯამილა ისმაილი დაიბადა 1966 წლის 12 აპრილს კაიროში. მისი მამა იყო სატელევიზიო რეჟისორი არმან ფარიდა (1938–2018), რომელმაც ეგვიპტის ტეევიზიისთვის გადაიღო 400-ზე მეტი დოკუმენტური ფილმი და მრავალი მუსიკალური ვიდეოკლიპი. [3] სწავლობდა ზამალექის ალ-ჯაზირას სკოლაში. შემდეგ გააგრძელა სწავლა კაიროს უნივერსიტეტის მასობრივი კომუნიკაციების ფაკულტეტზე. 1986 წელს მიიღო თარჯიმნის დიპლომი კაიროს კერძო ამერიკული უნივერსიტეტიდან. 1989 წელს ცოლად გაჰყვა აიმან ნურს. წყვილს შეეძინა ორი ვაჟი ნური და შადი. 2009 წლის აპრილში, 20 წლიანი ქორწინების შემდეგ, ჯამილა და აიმან ნურები დაშორდნენ. ხუთშაბათს, 2010 წლის 30 სექტემბერს ქმარმა აიმან ნურმა ოფიციალურად გამოაცხადა მათი განქორწინების შესახებ Facebook-ზე და Twitter- ზე.
მედია კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯამილა ისმაილი სტუდენტობის წლებში აქტიურობით გამოირჩეოდა, იგი უნივერსიტეტის სკაუტური მოძრაობის ლიდერად აირჩიეს. 1986 წელს დაამთავრა კაიროს უნივერსიტეტის მედიის ფაკულტეტი. მუშაობდა Newsweek-ის კორესპონდენტად, ხოლო 1990-იან წლებში — [4] ტელეწამყვანად ეგვიპტის სახელმწიფო ტელევიზიაში. [5] „25 იანვრის რევოლუციის“ შემდეგ შვიდი წელი ტელევიზიაში აღარ უმუშავია. იგი დაბრუნდა ტელევიზიაში გადაცემით اعادة نظر გასართობ არხზე An-Nahar ( النهار), რომლის მაუწყებლობაც 2011 წლის ზაფხულში დაიწყო.[6][7]
საზოგადოებრივი საქმიანობა, პოლიტიკური კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2001 წელს წარუმატებლად იყარა კენჭი შურას საბჭოს არჩევნებში ცენტრალური კაიროს რაიონში დაშლილი ნაციონალური პარტიის კანდიდატის წინააღმდეგ.[8]
2003 წელს მეუღლესთან ერთად მონაწილეობდა „ჰიზბ ალ-ღადის“ (حزب الغد - ხვალინდელი პარტია) დაარსებაში.
2004 წელს გახდა „ჰიზბ ალ-ღადის“ (حزب الغد) უმაღლესი საბჭოს წევრი.
მისი მეუღლე, აიმან ნური, ეგვიპტის ოპოზიციის ლიდერი, იყო ეგვიპტის პრეზიდენტობის კანდიდატი 2005 წელს, ხოლო ჯამილა ისმაილი იყო პრეზიდენტობის კანდიდატის აიმან ნურის პრესმდივანი. [9]
2005 წლის იანვარში აიმან ნური დააკავეს 2004 წლის ნოემბრის რეგისტრაციისას დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით, რომელსაც ჰქონდა აშკარა პოლიტიკური ელფერი [10] და გაათავისუფლეს გირაოთი მარტში მას შემდეგ, რაც აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა ისაუბრა მის დასაცავად. [11] 7 სექტემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, სადაც აიმან ნური მეორე ადგილზე გავიდა, დეკემბერში იგი წინასწარ პატიმრობაში მოათავსეს. [12] 24 დეკემბერს კაიროს სისხლის სამართლის სასამართლომ აიმან ნურს მიუსაჯა ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა. [13] [14]
მეუღლის დაკავების შემდეგ ჯამილამ დაკარგა სამსახური და საარსებო წყარო. კერძო ტელეარხებმაც კი უარი თქვეს მის აყვანაზე სამსახურში. [15]
აიმან ნურის განაჩენის გამოტანის წინა დღეს პარტია „ჰიზბ ალ-ღადი“ ორად გაიყო: პრო-სამთავრობო ფრაქციას სათავეში მუსტაფა მუსა მუსა ჩაუდგა, ხოლო მეორე ფრთას — ჯამილა ისმაილი. 2008 წლის ნოემბერში, პრო-სამთავრობო ფრაქციამ სცადა პარტიის შტაბ-ბინის ხელში ჩაგდება. შეტაკების დროს შტაბი დაიწვა, [16] ჯამილა ისმაილი და მისი მომხრეები კინაღამ დაიღუპნენ ხანძრის შედეგად.
ჯამილა ისმაილი მონაწილეობდა ქუჩის საპროტესტო აქციებში ქმრის გათავისუფლების მოთხოვნით [17] [18]
იმან ნური გაათავისუფლეს „ჯანმრთელობის მიზეზების გამო“ 2009 წლის 18 თებერვალს. [19] ნურის გათავისუფლება სავარაუდოდ იყო აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას ვიზიტის პირობა, რომელიც შედგა 4 ივნისს. [20] გათავისუფლებიდან მალევე, აპრილში, ნური და ისმაილი განქორწინდნენ. [21]
ჯამილა ისმაილოვა შეუერთდა ალ ბარადეის მიერ ჩამოყალიბებულ ოპოზიციურ მოძრაობას „ეროვნული ასოციაცია ცვლილებებისთვის“. მან დააარსა ქალთა ორგანიზაცია ეგვიპტური ქალები ცვლილებისთვის, რომელიც ძირითადად შედგებოდა საშუალო და მაღალი კლასის ქალებისგან. ისინი მუშაობდნენ დემოკრატიულ რეფორმებში ქალების როლის წინსვლაზე.
2010 წლის 29 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში ჯამილამ პირველად მიიღო მონაწილეობა წარმომადგენელთა პალატის დამოუკიდებელი კანდიდატის რანგში.[22] ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში, ცენტრალური კაიროს კასრ ელ-ნილის რაიონში, სადაც გაიმართა პრო-დემოკრატიული დემონსტრაციების უმეტესობა. კამპანია აგებული იყო სამთავრობო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე. ჯამილა ისმაილი გამოვიდა ქალების კვოტის წინააღმდეგ, რომელიც 2010 წლის არჩევნებში 64 მანდატს შეადგენდა. ჯამილა ამტკიცებდა, რომ ასეთი მიდგომა ხელს უწყობს დისკრიმინაციას და არა გენდერულ თანასწორობას.[1]
ჯამილა ისმაილი იყო „25 იანვრის რევოლუციის“ აქტიური მონაწილე ჰოსნი მუბარაქის რეჟიმის წინააღმდეგ. საპროტესტო აქციების პირველ ღამეს დააკავეს მისი 21 წლის ვაჟი ნური. [23]
მან მონაწილეობა მიიღო 2011 წლის საპარლამენტო არჩევნებში ალ-მუსკის რეგიონის ერთმანდატიან ოლქში.
2013 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ აიმან ნური გაემგზავრა თურქეთში და დააარსა ტელეარხი „აშ-შარკი“.
2012 წელს ჯამილა ისმაილი გახდა მოჰამედ ელ ბარადეის მიერ დაარსებული .კონსტიტუციური პარტია „ალ-დასთურის“ თანადამფუძნებელი [24] 2013 წელს მოჰამედ ალ ბარადეის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ კენჭი იყარა პარტიის ლიდერის პოსტზე. პარტიის ახალ ლიდერად 2014 წლის თებერვალში აირჩიეს ჰალა შურკალა, რომელმაც [25] 189 ხმიდან 108 მიიღო, ჯამილა ისმაილმა მიიღო 57 ხმა, ხოლო ექიმმა გოსამ აბდელ გხაფარმა კი — 23 ხმა.
2022 წლის 22 ივლისს იგი აირჩიეს კონსტიტუციური პარტია "ალ-დასთურის" ხელმძღვანელად. ჯამილა ისმაილმა მიიღო 318 ხმა, ჟურნალისტმა დაუდ ხალედმა (პარტიის ლიდერი 2017-2018 წლებში), მიიღო 192 ხმა. არჩევნები ჩატარდა „ღირსების“ პარტიის (ალ-კარამა) შტაბ-ბინაში, რადგან ალ-დასთურის პარტიას საკუთარი შტაბი არ აქვს. [26][27] [28]
2023 წლის სექტემბერში მან განაცხადა, რომ აპირებდა მონაწილეობის მიღებას 2023 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. ჯამილა იყო ერთადერთი ქალი, რომელიც იყრიდა კენჭს პრეზიდენტად. [29] 11 ოქტომბერს უარი განაცხადა და გადაწყვეტილების მიზეზად პარტიის გენერალური ასამბლეის რეკომენდაცია დაასახელა. ჯამილა იყო ყველაზე პოპულარული ოპოზიციური კანდიდატი. მისი კანდიდატურის წარდგენას მოჰყვა მისი ათობით მხარდამჭერის დაპატიმრება.
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჟურნალ Newsweek-ის მიხედვით, 2011 წელს ჯამილა ისმაილი იყო ერთ-ერთი 150 ქალიდან, რომლებმაც შეძრეს მსოფლიო. ჟურნალში აღნიშნული იყო, რომ ჯამილა მთელი ძალით დაუპირისპირდა მუბარაქის დიქტატორულ რეჟიმს და გადაიტანა სხვადასხვა სახის შეურაცყოფა.
- 2012 წელს BBC-ის მიერ დასახელდა არაბული გაზაფხულის ოთხ ყველაზე გავლენიან ქალთა შორის.
- 2015 წლის მარტში მან CNN Arabic-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით მოიპოვა ყველაზე მეტი ხმა. კანდიდატებს შორის იყვნენ დედოფალი რანია და შეიხა მოზა.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Избирательная система Арабской Республики Египет. Выборы депутатов Парламента. ЦИК России. ციტირების თარიღი: 2023-12-22
- ↑ "جميلة إسماعيل.. مذيعة الشارع السياسى | المصري اليوم". web.archive.org. 17 فبراير 2020. مؤرشف من الأصل في 2020-02-17
- ↑ Mustafa Marie. (2019-04-07) Ismailia Film Festival commemorates iconic cinema figures. Egypt Today. ციტირების თარიღი: 2023-12-22
- ↑ 'I am ready to run for president of Egypt in the 2024 elections': Constitution Party chairman Gameela Ismail. Ahram Online (2023-09-21). ციტირების თარიღი: 2023-12-22
- ↑ Rubin, Elizabeth. (2011-03-06) The Feminists in Tahrir Square. Newsweek. ციტირების თარიღი: 2023-12-18
- ↑ 'I am ready to run for president of Egypt in the 2024 elections': Constitution Party chairman Gameela Ismail. Ahram Online (2023-09-21). ციტირების თარიღი: 2023-12-22
- ↑ "جميلة إسماعيل رئيسا لـ حزب الدستور بعد فوزها على خالد داود". الوطن. 22 يوليو 2022. مؤرشف من الأصل في 2022-07-24. اطلع عليه بتاريخ 2022-09-01.
- ↑ 'I am ready to run for president of Egypt in the 2024 elections': Constitution Party chairman Gameela Ismail. Ahram Online (2023-09-21). ციტირების თარიღი: 2023-12-22
- ↑ Плахотников Григорий. (2005-09-08) Борьба за власть. Газета «Коммерсантъ Украина». ციტირების თარიღი: 2023-12-22
- ↑ Rubin, Elizabeth. (2011-03-06) The Feminists in Tahrir Square. Newsweek. ციტირების თარიღი: 2023-12-18
- ↑ Кузнецов Игорь. (2005-03-22) Глава оппозиционной партии Египта предстанет перед судом. РИА Новости. ციტირების თარიღი: 2023-12-22
- ↑ Кузнецов, Игорь. (2005-12-13) Лидер египетской оппозиционной партии «Завтра» объявил голодовку. РИА Новости. ციტირების თარიღი: 2023-12-18
- ↑ В Египте ведущий лидер оппозиции приговорен к пяти годам тюрьмы. Радио «Свобода» (2005-12-24). ციტირების თარიღი: 2023-12-18
- ↑ Лидер египетской оппозиции: Свобода не терпит узурпации. Радио «Свобода» (2011-02-21). ციტირების თარიღი: 2023-12-18
- ↑ Rubin, Elizabeth. (2011-03-06) The Feminists in Tahrir Square. Newsweek. ციტირების თარიღი: 2023-12-18
- ↑ Муса, Муса Мустафа. ТАСС. ციტირების თარიღი: 2023-12-18
- ↑ Rubin, Elizabeth. (2011-03-06) The Feminists in Tahrir Square. Newsweek. ციტირების თარიღი: 2023-12-18
- ↑ Rubin, Elizabeth. (2011-03-06) The Feminists in Tahrir Square. Newsweek. ციტირების თარიღი: 2023-12-18
- ↑ Лидер египетской оппозиции: Свобода не терпит узурпации. Радио «Свобода» (2011-02-21). ციტირების თარიღი: 2023-12-18
- ↑ Барак Обама посетил мечеть султана Хасана в Каире. РИА Новости (2009-06-04). ციტირების თარიღი: 2023-12-22
- ↑ Gamal Essam El-Din. (2022-07-27) Newly-elected head of Egypt's Dostour Party invited to national dialogue. Ahram Online. ციტირების თარიღი: 2023-12-18
- ↑ Rubin, Elizabeth. (2011-03-06) The Feminists in Tahrir Square. Newsweek. ციტირების თარიღი: 2023-12-18
- ↑ Rubin, Elizabeth. (2011-03-06) The Feminists in Tahrir Square. Newsweek. ციტირების თარიღი: 2023-12-18
- ↑ Gamal Essam El-Din. (2022-07-27) Newly-elected head of Egypt's Dostour Party invited to national dialogue. Ahram Online. ციტირების თარიღი: 2023-12-18
- ↑ 'I am ready to run for president of Egypt in the 2024 elections': Constitution Party chairman Gameela Ismail. Ahram Online (2023-09-21). ციტირების თარიღი: 2023-12-22
- ↑ 'I am ready to run for president of Egypt in the 2024 elections': Constitution Party chairman Gameela Ismail. Ahram Online (2023-09-21). ციტირების თარიღი: 2023-12-22
- ↑ Gamal Essam El-Din. (2022-07-27) Newly-elected head of Egypt's Dostour Party invited to national dialogue. Ahram Online. ციტირების თარიღი: 2023-12-18
- ↑ Женщина впервые стала руководителем политической партии в Египте. РИА Новости (2014-02-22). ციტირების თარიღი: 2023-12-22
- ↑ 'I am ready to run for president of Egypt in the 2024 elections': Constitution Party chairman Gameela Ismail. Ahram Online (2023-09-21). ციტირების თარიღი: 2023-12-22