გივი ჯამბურია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჯამბურია, გივი)

გივი დარისპანის ძე ჯამბურია (დ. 26 აგვისტო, 1924, ქ. სამტრედია — გ. 4 ივლისი, 2012) — ქართველი ისტორიკოსი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1975), პროფესორი (1982).

დაამთავრა თსუ ისტორიის ფაკულტეტი. 1951–1982 წლებში მუშაობდა ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომლად. 1975 წლიდან მუშაობდა თსუ საქართველოს ისტორიის კათედრაზე. იკვლევდა საქართველოს შუა საუკუნეებსა და ახალი ისტორიის საკითხებს. „საქართველოს ისტორიის ნარკვევების“ IV ტომის თანაავტორობისთვის მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია (1982).

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გიორგი სააკაძე (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1964
  • გლეხთა რევოლუციური კომიტეტები საქართველოში 1905 - 1907 (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1957
  • ვარძია : გზამკვლევი (თანაავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1955
  • ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან (ავტორი). - თბილისი, საქ. მეცნ. აკადემია, 1955

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]