ჯამბულ ჯაბაევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯამბულ ჯაბაევი
Stamp of Kazakhstan 128.jpg
დაბ. თარიღი 16 (28) თებერვალი 1846
დაბ. ადგილი ალმათის ოლქი, უფროსი ჟუზი
გარდ. თარიღი 22 ივნისი 1945(1945-06-22)[1] (99 წელი)
გარდ. ადგილი ალმათი, ყაზახეთის სსრ, სსრკ[1]
საქმიანობა პოეტი და მომღერალი
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union (1936-1955).svg სსრკ
რუსეთის იმპერია
ჟანრი ლექსი და Aytysh
ჯილდოები სტალინური პრემია, ლენინის ორდენი, საპატიო ნიშნის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი და მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“

ჯამბულ ჯაბაევი (დ. 28 თებერვალი [ძვ. სტ. 16 თებერვალი] 1846, ჯეთისუ, — გ. 22 ივნისი 1945, ალმა-ათა) — ყაზახი აკინი. დაიბადა მომთაბარის ოჯახში. 14 წლისამ დაიწყო დომბრაზე დამღერება. მის რეპერტუარში შედიოდა აღმოსავლური საგმირო („ქობლანდი ბითირი“, „ერ-თარღინი“, „ქოროღლუ“) და რომანტიკული ეპოსი („ყოზი ქორფეშ-ბაიან სლუ“, „ლეილი და მაჯნუნი“, „ყიზ-ჟიბექი“ და სხვა). სახელი გაუთქვა XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყიში აკინთა აიათისებზე (პოეტური პაექრობა) გამარჯვებამ. ჯამბულმა ასეულობით სიმღერა და პოემა შექმნა. 1936 წლიდან მისი ნაწარმოებები სისტემატურად იბეჭდებოდა. 1937 წელს იმოგზაურა საქართველოში, დაესწრო „ვეფხისტყაოსნის“ 750 წლის იუბილეს. ამ მოგზაურობას უძღვნა სიმღერები „სალამი კავკასს“, „სტალინის სამშობლოში“. ჯამბულის სიმღერები თარგმნილია მრავალ ენაზე. მათ შორის ქართულადაც.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]