ჯამბი (ქალაქი)
დასახლებული პუნქტი | |||||
---|---|---|---|---|---|
ჯამბი | |||||
![]() | |||||
| |||||
ქვეყანა |
![]() | ||||
შიდა დაყოფა | Alam Barajo[1] [2] , Danau Sipin[1] [2] , Danau Teluk[1] [2] , South Jambi[1] [2] , East Jambi[1] [2] , Jelutung[1] [2] , Kota Baru[1] [2] , Paal Merah[1] [2] , Pasar Jambi[1] [2] , Pelayangan[1] [2] და Telanaipura[1] [2] | ||||
კოორდინატები | 1°35′24″ ს. გ. 103°36′36″ ა. გ. / 1.59000° ს. გ. 103.61000° ა. გ. | ||||
დაარსდა | 28 მაისი, 1401 | ||||
ფართობი | 205.38 კვადრატული კილომეტრი | ||||
ცენტრის სიმაღლე | 16±1 მეტრი, 21 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 612 162 (2021)[3] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+07:00 | ||||
ოფიციალური საიტი | https://www.jambikota.go.id/ | ||||
ჯამბი ― ინდონეზიის ჯამბის პროვინციის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. მდებარეობს კუნძულ სუმატრა. ქალაქი მდინარე ბატანგ-ჰარის დატვირთული პორტი და ნავთობისა და კაუჩუკის წარმოების ცენტრია. ჯამბი 26 კმ-ის დაშორებით მდებარეობს მუარო ჯამბის ტაძრების კომპლექსის ნანგრევებიდან, რომელიც მნიშვნელოვანი ქალაქი იყო ანტიკური შრივიჯაიის სამეფოში.
ახლომდებარე ქალაქებსა და სოფლებს შორისაა მენდალო (9.4 კმ), კინატი (7.6 კმ), პადანგი (8.3 კმ), ტანჯუნგ-ჯოჰორი (5.9 კმ), პაალ-მერაჰი (5.2 კმ) და მუარა-კუმპე (6.7 კმ). ქალაქი ჯამბი თავად მუარო-ჯამბის სარეგენტოში ანკლავს წარმოადგენს.
ქალაქს სულთან თაჰას აეროპორტი ემსახურება.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქი ჯამბი ამავე სახელწოდების მქონე ავტონომიური რაიონის ადმინისტრაციულ დედაქალაქად სუმატრის გუბერნატორმა 1946 წლის 17 მაისს გამოაცხადა. 1956 წელს ჯამბს ქალაქის სტატუსი მიენიჭა, 1957 წლის 6 იანვარს კი ჯამბის პროვინციის დედაქალაქი გახდა.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯამბის საერთო ფართობი 169.887 კმ²-ს შეადგენს. ქალაქი მდებარეობს სუმატრის აუზის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, აღმოსავლეთ სუმატრის დაბლობზე, ზღვის დონიდან 0-დან 60 მეტრის სიმაღლეზე. სუმატრის უგრძესი მდინარის, ბატანგ-ჰარის ნაწილი ქალაქში გაედინება.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქი ჯამბი ამავე სახელწოდების მქონე პროვინციის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია. 2020 წლის მონაცემებით ქალაქში 606 200 ადამიანი ცხოვრობს (პროვინციის მოსახლეობის 17%);[4] ოფიციალური შეფასებით, 2023 წლის შუა პერიოდისთვის მოსახლეობა 627 774-ს შეადგენდა (315 855 მამაკაცი და 311 919 ქალი).[5] ქალაქი ძალიან მრავალფეროვანი და მრავალეთნიკურია. შედგება ჯამბის მალაიელებისგან (27.84%), იაველებისგან (22.05%), მინანგკაბაუებისგან (12.64%), მალაიელებისგან (11.47%), ჩინელებისგან (6.82%), ბატაკებისგან (6.62%), სუნდებისა (4.47%) და ბუგისებისგან (2.03%).[6]
ადმინისტრაციული რაიონები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2010 წლის აღწერის მიხედვით, ქალაქი ჯამბი რვა ადმინისტრაციულ რაიონად (kecamatan) იყო დაყოფილი, მაგრამ მომდევნო ათწლეულში არსებულ რაიონებს სამი რაიონი გამოეყო: ალამ-ბარაჯო, დანაუ-სიპინი და პაალ-მერაჰი. რაიონები ჩამოთვლილია ქვემოთ ფართობების, მოსახლების 2010 წლის აღწერისა[7] და 2020 წლის აღწერის[4] მიხედვით, ასევე ოფიციალური შეფასებით 2023 წლის შუა პერიოდისთვის.[5] ცხრილი ასევე მოიცავს რაიონის ადმინისტრაციული ცენტრების მდებარეობას, თითოეულ რაიონში ადმინისტრაციული სოფლების რაოდენობას (ყველა კლასიფიცირებულია როგორც ურბანული kelurahan) და მათ საფოსტო ინდექსებს.
კლიმატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციის მიხედვით, ჯამბი ეკვატორულ კლიმატურ სარტყელში (Af) მდებარეობს. მინიმალური ტემპერატურა 22-23 °C-ია (72-73 °F) და მაქსიმალური ტემპერატურა 30-32 °C (86-90 °F). ტენიანობის დონე 82-დან 28%-მდე მერყეობს. ჯამბის წლიური ნალექიანობის მაჩვენებელი 2 296.1 მმ-ს შეადგენს. წვიმების სეზონი ოქტომბრიდან მარტამდე გრძელდება და თვეში 20 წვიმიანი დღით ხასიათდება. მშრალი სეზონი აპრილიდან სექტემბრამდე გრძელდება და საშუალოდ თვეში 16 წვიმიანი დღით ხასიათდება.
ჰავის მონაცემები — ჯამბი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თვე | იან | თებ | მარ | აპრ | მაი | ივნ | ივლ | აგვ | სექ | ოქტ | ნოე | დეკ | წლიური |
საშუალო მაღალი °C | 30.7 | 31.3 | 31.9 | 32.3 | 32.4 | 32.3 | 32.0 | 32.3 | 32.3 | 32.1 | 31.8 | 31.1 | 31.9 |
საშუალო დღიური °C | 26.5 | 26.6 | 26.8 | 27.1 | 27.3 | 27.2 | 26.9 | 27.0 | 27.0 | 26.9 | 26.8 | 26.6 | 26.9 |
საშუალო დაბალი °C | 23.3 | 23.2 | 23.2 | 23.4 | 23.6 | 23.3 | 22.8 | 22.8 | 22.9 | 23.1 | 23.2 | 23.3 | 23.2 |
საშუალო ნალექი (მმ) | 218 | 193 | 252 | 257 | 180 | 124 | 106 | 133 | 151 | 209 | 270 | 254 | 2 347 |
საშუალო თვიური მზიანი საათები | 101.8 | 103.7 | 114.9 | 130.7 | 149.0 | 159.1 | 171.6 | 164.0 | 128.4 | 114.5 | 107.4 | 98.9 | 1 544 |
წყარო 1: World Meteorological Organization[8] | |||||||||||||
წყარო 2: Climate-Data.org (precipitation)[9] |
ტრანსპორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქს სულთან თაჰას აეროპორტი ემსახურება, რომელიც ჯაკარტასთან, ბატამთან, პალემბანგთან, მედანთან, ბენგკულუსთან, ბანდარ-ლამპუნგთან და პეკანბარუსთან აკავშირებს. ჯამბს ტრანსსუმატრული მაგისტრალი კვეთს. მდინარე ბატანგ-ჰაერიზე ჯამბის პორტი მდებარეობს. საზოგადოებრივ ტრანსპორტს შორისაა ანგკოტი და ოჯეკი.
მედია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯამბის რეგიონის უძველესი გაზეთია Jambi Independent, რომელიც Jawa Pos Group-ის ნაწილია. სხვა გაზეთებს შორისაა Tribun Jambi, Jambi Ekspres და Metro Jambi.
დაძმობილებული ქალაქები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯამბი დაძმობილებულია შემდეგ ქალაქებთან:
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Jambi, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
- Official site
- Provinsi Jambi
- Kabar Jambi
- Merangin
- Tv Jambi დაარქივებული 15 November 2015 საიტზე Wayback Machine.
- Berita Jambi Terkini[მკვდარი ბმული]
- Informasi Jambi
- Perhitungan
- Berita Jambi
- Muaro Jambi
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 Jambi Province Administrative Division Data and Code 2015
- ↑ 2.00 2.01 2.02 2.03 2.04 2.05 2.06 2.07 2.08 2.09 2.10 Indonesian Minister of Home Affairs Decree Number 050-145 of 2022
- ↑ https://jambikota.bps.go.id/publication/2022/02/25/0cdfa0a979556941c879c464/kota-jambi-dalam-angka-2022.html
- ↑ 4.0 4.1 Badan Pusat Statistik, Jakarta, 2021.
- ↑ 5.0 5.1 Badan Pusat Statistik, Jakarta, 28 February 2024, Kota Jambi Dalam Angka 2024 (Katalog-BPS 1102001.1571)
- ↑ Badan Pusat Statistik Provinsi Jambi
- ↑ Biro Pusat Statistik, Jakarta, 2011.
- ↑ World Meteorological Organization Climate Normals for 1991–2020. World Meteorological Organization. ციტირების თარიღი: 19 October 2023
- ↑ Climate: Jambi. Climate-Data.org. ციტირების თარიღი: 19 April 2020