შინაარსზე გადასვლა

ჯალალ ალიევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯალალ ალიევი
აზერ. Cəlal Əlirza oğlu Əliyev
დაბ. თარიღი 30 ივნისი, 1928(1928-06-30)
დაბ. ადგილი ნახიჩევანი
გარდ. თარიღი 31 იანვარი, 2016(2016-01-31) (87 წლის)
გარდ. ადგილი ბაქო
დასაფლავებულია საპატიო ხეივანი
მოქალაქეობა  სსრკ
 აზერბაიჯანი
საქმიანობა პოლიტიკოსი, ბიოლოგი[1] და გენეტიკოსი[1]
ალმა-მატერი ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჯილდოები მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“, შრომის წითელი დროშის ორდენი, დამოუკიდებლობის ორდენი, ღირსების ორდენი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის საპატიო დიპლომი და ღირსების ორდენი

ჯალალ ალირზა ოღლი ალიევი (აზერ. Cəlal Əlirza oğlu Əliyev; დ. 30 ივნისი, 1928, ნახიჩევანი — გ. 31 იანვარი, 2016, ბაქო) — საბჭოთა აზერბაიჯანელი მეცნიერ-სელექციონერი და სახელმწიფო მოღვაწე; აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი და პრეზიდიუმის წევრი, აზერბაიჯანის მილი მეჯლისის დეპუტატი. აზერბაიჯანის მესამე პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის ძმა და აზერბაიჯანის მეოთხე პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ბიძა.

დაიბადა ნახიჩევანში მრავლშვილიან ოჯახში. მისი ძმა, ჰეიდარ ალიევი შემდგომში აზერბაიჯანის პრეზიდენტი გახდა, ხოლო დანარჩენი ორი ძმა — ჰასან ალიევი და აგილ ალიევი, ისვე როგორ თვითონ, გახდნენ აზერიბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსები.

ჯალალ ალიევმა დაამთავრა ნახიჩევანის პედაგოგიური ინსტიტუტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი 1944 წელს, ხოლო 1951 წელს — აზერბაიანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. 1976 წელს აირჩიეს აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 1980 წელს — ნამდვილ წევრად. სამჯერ (1995, 2000 და 2005) იყო არჩეული აზერბაიჯანის მილი მეჯლისის დეპუტატად.

იყო რუსეთის სასოფლო-სამეურნეო აკადემიის მეცნიერაბათა, უკრაინის აგრარულ მეცნიერებათა აკადემიის წევრი უცხო ქვეყნიდან და ბელორუსის რესპუბლიკის აგრარულ მეცნიებათა აკადემიის, ასევე მცენარეთა მოლეკულური ბიოლოგიის საერთაშორისო საზოგადოების, მცენარეთა მკვლევარი ბიოლოგების ამერიკული საზოგადოების, ფოტოსინთეზის მკვლევართა საერთაშორისო საზოგადოების, იაპონიის მცენარეთა ფიზიოლოგის კვლევის საზოგადოებისა და უჯრედობრივი სტრესის საერთაშორისო საზოგადოების წევრი. აქტიურად იყო დაკავებული პოლიტიკური მოღვაწეობით.[2] დაკრძალულია ღვაწლმოსილ მოღვაწეთა ხეივანში.[3]

სამეცნიერო მოღვაწეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

500 სამეცნიერო პუბლიკაციაზე მეტი ნაშრომის ავტორი, რომელთა რიცხვშია 20 მონოგრაფია და წიგნი, გამოქვეყნებული როგორც რესპუბლიკურ, ისე საერთაშორისო ბეჭვდით გამოცემებში. ამას გარდა, კიდევ 340 სამეცნიერო ნაშორმი იქნა გამოქვეყნებული საზღვარგარეთ.[4] მისი სამეცნიერო საქმიანობა ფოტოსინთეზის პროდუქტულობის თეორიას, როგორც სოფლის მეურნეობის მცენარეული მოსავლის, ძირითადად ხორბლის, მოყვანის კვლევებს ეძღვნება.

  • „მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“ (1946 )
  • შრომის წითელი დროშის ორდენის (1978 და 1986)
  • მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1982)
  • აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის ორდენი“ (1998)
  • „აზერბაიჯანი ღირსების ორდენი“ (2013)
  • აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის საპატიო დიპლომი (2008)

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 Czech National Authority Database
  2. Philip Stephens, From east to west, Financial Times, October 28, 2005, Accessed Dec. 14, 2006.
  3. Скончался Джалал Алиев.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-10. ციტირების თარიღი: 2020-10-15.
  4. Jalal Alirza oglu Aliyev. AZERBAIJAN NATIONAL ACADEMY OF SCIENCES. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-03.