იაკოპო პერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჯაკოპო პერი)
იაკოპო პერი

იაკოპო პერი
მშობლიური სახელი Jacopo Peri
დაბადების თარიღი 20 აგვისტო, 1561
რომი
გარდაცვალების თარიღი 12 აგვისტო, 1633
ფლორენცია
ეროვნება იტალიელი
პროფესია კომპოზიტორი

იაკოპო პერი (იტალ. Jacopo Peri; დ. 20 აგვისტო, 1561, რომი — გ. 12 აგვისტო, 1633, ფლორენცია) — იტალიელი მომღერალი და კომპოზიტორი, ოპერის ერთ-ერთი ფუძემდებელი. სწავლობდა ფლორენციაში, კრისტოფანო მაველაცისთან. ფლორენციული კამერატის (წრის) მონაწილე. 1592 წელს დაწერა (ი. კორსისთან ერთად) პირველი ოპერა "დაფნე" (ო. რინუჩის ტექსტზე, დაიდგა 1597-98 წლებში ფლორენციაში. პერის მუსიკის ფრაგმენტები დაკარგულია). პერის ოპერა "ევრიდიკე" (1600) ადრინდელი ოპერის ყველაზე მკაფიო ნიმუშია. პერი ამ ოპერაში ასრულებდა ორფევსი პარტიას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]