ჯაიტაკის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯაიტაკის ბრძოლა

ნეპალელების საწყობი ჯაიტაკში
მდებარეობა ჯაიტაკი, ინდოეთი
შედეგი

ნეპალის სამეფოს გამარჯვება

  • გენერალ-მაიორ მარტინდელის უკანდახევა
მხარეები
ბრიტანეთის ოსტინდოეთის კომპანია ნეპალის სამეფო
მეთაურები
გენერალ-მაიორი მარტინდელი
მაიორი რიჩარდსი
პოლკოვნიკი რანაჯორ სინგჰ თაპა
ჯასპაო თაპა

ჯაიტაკის ბრძოლაბრიტანეთის ოსტინდოეთის კომპანიის 53-ე დივიზიასა და ნეპალის ძალებს შორის გამართული ბრძოლა, ნალაპანის ბრძოლის შემდეგ. ნალაპანის ბრძოლა ორივე მხარეს ძვირად დაუჯდა, მაგრამ ნაჰანში და ჯაიტაკში, დასავლეთით, ისინი უფრო მეტად დაზარალდნენ. იქ ჯარს კაზი ამარ სინგჰ თაპას ვაჟი, რანაჯორ სინგჰ თაპა, მეთაურობდა. ნაჰანი დაუცველი იყო, რადგან რანაჯორ სინგჰს მამამ უბრძანა, დაეტოვებინა პოზიცია ნაჰანის ჩრდილოეთით და დაეკავებინა ჯაიტაკის ციხესიმაგრე და მიმდებარე სიმაღლეები, რომელიც მდებარეობს იმ ადგილას, სადაც ხვდება ერთმანეთს მთის ქედები და მწვერვალი. [1] გენერალ-მაიორმა მარტინდელმა, რომელმაც აიღო გილესპის ძალების მეთაურობის პასუხისმგებლობა, დაიკავა ნაჰანი 1814 წლის 24 დეკემბერს და მაშინვე დაიწყო მზადება რანაჯორ სინგჰის პოზიციებზე თავდასხმისთვის. [1]

ბრიტანეთის პოზიციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორი რაზმი შეიქმნა ქედების სხვადასხვა მხარის დასაკავებლად: ერთი ჩრდილოეთიდან იყო განლაგებული 738 კაცით, რომელსაც მეთაურობდა მაიორი რიჩარდსი, ხოლო მეორე სამხრეთიდან, ნაჰანის უახლოეს ქედთან ათასი კაცით, მაიორ ლუდლოუს მეთაურობით.[1] ჯაიტაკში პირველი დღის ბრძოლის შედეგი იყო ინგლისელებისთვის ნალაპანის პირველი დღის გამეორება. იქ იბრძოდნენ სწორედ ის ჯარები, რომლებიც იყვნენ ნალაპანში - არა მხოლოდ ადგილობრიბი სეპოები, არამედ ბრიტანელი გრენადერები. 25 დეკემბრის ღამით, მაიორი რიჩარდსი გაემგზავრა ერთი საათით ადრე, წაიყვანა თავისი ჯარები ჩრდილოეთისკენ, რათა რანაჯორ სინგჰის პოზიციებთან ყოფილიყო მეორე დილით ადრე. [2]

სამხრეთ ნაწილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაიორმა ლუდლოუმ, რომელიც თავდასხმას ხელმძღვანელობდა ქედის სამხრეთ ფერდობზე, შუაღამისას დატოვა ბანაკი და პირველი მიუახლოვდა მტერს.[2] ის თავს დაესხა რანაჯორ სინგჰის გარე ავანპოსტს დილის სამ საათზე.[2] დამცველმა მხარემ უკან დაიხია და მაიორის მოწინავე მცველი მათ დაედევნა დაუცველი არარეგულარული ცეცხლის ქვეშ. [2] ბორცვის თავზე იყო სოფელი და ჯუმპტას პატარა დანგრეული ტაძარი, სადაც მათ დახვდათ ნეპალელების მეორე პოსტი, რომლის მეომრებიც ანალოგიურად გაიქცნენ.[2] აქ მათ დაევალათ, დალოდებოდნენ ჩრდილოეთში მყოფ მაიორი რიჩარდის ნაწილის თავდასხმას.[2]

თუმცა, ცოტა უფრო შორს, პატარა, მსუბუქად დაცული ნეპალის საწყობი მოჩანდა, რომელზეც იერიშის მიტანა სურდათ ბრიტანელ გრენადერებს ლუდლოუს მეთაურობით. მათ მოიპოვეს რამდენიმე მარტივი გამარჯვება იმ დღეს და ითხოვდნენ თავდასხმის უფლებას, ნალაპანში განცდილი დამცირებისთვის შურისძიების მიზნით.[3] ეს საეჭვო ნაბიჯი არ იყო გათვალისწინებული თავდაპირველი საბრძოლო გეგმის მიხედვით. ლუდლოუმ დაინახა, რომ საწყობს თავისთავად დიდი სიძლიერე არ ჰქონდა და ფიქრობდა, რომ მარტივი იქნებოდა მისი აღება.[3] ნალაპანში მომხდარი მოვლენების შემდეგ მათ უფრო მეტი სიფრთხილე ჭირდებოდათ.

ჯასპაო თაპა, რანაჯორ სინგჰის საუკეთესო ოფიცერი, საწყობს ხელმძღვანელობდა. [3] ჯაიტაკში ძალების უმეტესი ნაწილი, პირველი განგაშის დროს, შეგროვდა საწყობის შიგნით ან მის უკან, თავდამსხმელების მხედველობის მიღმა.[3] ჯასპაომ ბრიტანელებს ნება დართო მიახლოებულიყვნენ საწყობის მისადგომებთან, შემდეგ კი ორივე მხრიდან ჯვარედინი ცეცხლი გაუხსნეს. [3] ბრიტანელები არ მოელოდნენ ასეთ შეტევას, ამიტომ დაიბნენ და უკან დაიხიეს; რის შემდეგაც ნეპალელებმა, გამოიყენეს შესაძლებლობა, აიღეს მათი მახვილები საწყობიდან და, ბოლოს და ბოლოს, განდევნეს რაზმი. მიუხედავად მაიორ ლუდლოუს სამი მცდელობისა, შეეკრიბა თავისი ხალხი, ყველა ცდა კრახით დასრულდა.[3] ლუდლოუ და მისი მებრძოლები, დამარცხებულები და დაქანცულები, იმ დილით 10 საათამდე დაბრუნდნენ ქედის ძირში მდებარე ბანაკში. [4] ბრიტანელებმა დაკარგეს 31 ევროპელი და დაახლოებით 120 ადგილობრივი სეპოი დაიღუპა ან დაიჭრა. [4]

ჩრდილოეთ ნაწილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმავდროულად, მაიორმა რიჩარდსმა და მისმა მეომრებმა ჩრდილოეთის მისადგომებთან მოახერხეს ქედზე საკუთარი პოზიციების დაცვა. [4] თავდაცვითი პოზოციების მოწყობა შუადღისთვის დასრულდა, მაგრამ ჯარები გაოგნებულები იყვნენ, რადგან მაიორ ლუდლოუს პოსტიდან ვერაფერი გაიგონეს; სადაც ყველაფერი დასრულებული იყო გარკვეული დროით, ვიდრე მაიორი რიჩარდსი თავის ადგილზე მივიდოდა.[5] დაახლოებით პირველ საათზე, რანაჯორ სინგჰმა თავისი ხალხი ჯაიტაკის კედლების გარეთ გაიყვანა და თავდასხმისთვის მოემზადა. [5] ბრძოლა გაჩაღდა, სადაც არარეგულარული სროლები ისმოდა.[5] ეს მდგომარეობა გაგრძელდა მთელი დღის განმავლობაში დილის 4 საათამდე. მაიორ რიჩარდსის საბრძოლო რესურსი დიდხანს ვეღარ გაძლებდა, რადგან ხარები და მტვირთავები სათადარიგო ტყვიით აღარ მოსულან, მიუხედავად იმისა, რომ მეთაურმა მიწერა გენერალ-მაიორ მარტინდელს გაძლიერების მოთხოვნით.[5] ამავდროულად, როდესაც გურქები უფრო გაბედულები და შემტევები გახდნენ, მან კონცენტრირება მოახდინა ძალებზე და დათმო თავისი ადრინდელი პოზიციები.[6] მზის ჩასვლისას ნეპალელებმა ცხრაჯერ განახორციელეს იერიში და ბრიტანელებმა ყოველ ჯერზე ზალპით მოიგერიეს. [6] მაგრამ რადგან საჭირო გახდა საბრძოლო მასალის კონსერვაცია, მესანგრეებმა დაიწყეს ქვების შეგროვება. მათი ახალი პოზიცია საკმარისად ციცაბო იყო იმისთვის, რომ თავდაცვის ეფექტურ იარაღად გამოიყენებინათ. [6] პოსტი შეინარჩუნეს შვიდის ნახევრამდე, შემდეგ კი უკან დაიხიეს. [6] რიჩარდსს არ ჰქონდა გამაგრების ან ახალი საბრძოლო მასალის იმედი, ამიტომ დანებდა. [6] ბრიტანელებმა ბევრი მებრძოლი დაკარგეს იმ ღამით ქაოტურად უკან დახევის დროს. [7]

დასასრული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯაიტაკში ბრძოლის პირველი დღე ბრიტანელებს სამასზე მეტი ადამიანის დაღუპვისა და დაჭრის ფასად დაუჯდათ და მარტინდელსაც ბრძოლის ენთუზიაზმი გაუქრა. თვენახევრის შემდეგ მან უარი თქვა ნეპალის არმიის წინააღმდეგ სამომავლო საბრძოლო ინიციატივაზე. ამგვარად, თებერვლის შუა რიცხვებში, ნეპალის არმიის ოთხი ბრიტანელი მეთაურიდან გილესპი მკვდარი იყო, მარლი გადახვეწილი იყო, ვუდი უმოქმედობის გამო დადანაშაულებული, მარტინდელი კი პრაქტიკულად დაძაბული იყო ზედმეტი სიფრთხილის გამო. შედეგად, ოქტორლონიმ მალევე გამოავლინა თავისი უნარები და შეცვალა ომის მიმდინარეობა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Prinsep, p. 96.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 Prinsep, p. 97.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 Prinsep, p. 98.
  4. 4.0 4.1 4.2 Prinsep, p. 99.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 Prinsep, p. 100.
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 Prinsep, p. 101.
  7. Prinsep, p. 102.