ჯაია პრადა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯაია პრადა
დაბადების სახელი ლალიტა რანი
დაბადების თარიღი 3 აპრილი, 1962 (58 წლის)
რაჯამანდრი,ანდრა-პრადეში, ინდოეთი
ეთნიკურად ინდოეთის დროშა ინდოეთი
პროფესია მსახიობი, პოლიტიკოსი
აქტიური 1974-დან
ჯილდოები

Filmfare Awards South

Nandi Awards

ჯაია პრადა (ტელუგ. జయప్రద, ინგლ. Jaya Prada; დაბ. სახელი—  ლალიტა რანი, ტელუგ. లలితರಾಣಿ, ინგლ. Lalita Rani; დ. 3 აპრილი 1962, რაჯამანდრი, ანდჰრა- პრადეში, ინდოეთი) — ინდოელი მსახიობი და პოლიტიკოსი. თავისი კარიერის განმავლობაში ითამაშა ასობით ფილმში ტელუგურ, ჰინდურ, კანნადურ, მალაიალამურ, ბენგალურ, მარათულ და ტამილურ ენებზე.[1]

ჯაია პრადა ინდური კინოს ყველაზე ლამაზ სახედ ითვლება.  კინემატოგრაფის მაესტრო სატიაჯიტ რაიმ,  მას ”ინდოეთის ეკრანის ყველაზე ლამაზი სახე” უწოდა.[2] იგი 70-იანი, 80-იანი და 90-იანი წლების დასაწყისის ტელუგური და ჰინდური კინოინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და გავლენიანი მსახიობია. ლაურეატია Filmfare Awards South -ის სამი პრემიის. [3][4][5]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯაია პრადა, ნამდვილი სახელია ლალიტა რანი,  დაიბადა ანდჰრა-პრადეშის ქალაქ რაჯამანდრიში. მისი მამა, კრიშნა რაო, აფინანსებდა ფილმებს ტელუგურ ენაზე.დედა, ნილავენი, დიასახლისი იყო. პატარა ლალიტა რაჯამანდრის ტელუგუს საშუალო სკოლაში სწავლობდა და ადრეულ ასაკში გადიოდა ცეკვისა და მუსიკის გაკვეთილებზე.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯაია პრადა ტელევიზიაში

როდესაც ჯაია პრადა მოზარდი იყო, მან სკოლაში ყოველწლიურ ღონისძიებაზე ცეკვა შეასრულა.  მაყურებელთა დარბაზში მყოფმა რეჟისორმა გოგონას სამწუთიანი საცეკვაო ნომრის შესრულება შესთავაზა ტელუგურ ფილმში Bhumi Kosam. იგი ყოყმანობდა, მაგრამ ოჯახმა ურჩია, რომ წინადადება მიეღო. მას მხოლოდ 10 რუპია გადაუხადეს  გადაუხადეს ფილმში მუშაობისთვის, მაგრამ მისი სამწუთიანი გამოსვლა ტელუგუს კინოინდუსტრიის წამყვანმა ფიგურებმა ნახეს და  რეჟისორებმა შესთავაზეს მას წამყვანი როლები ხარისხიან ფილმებში.  ჯაიამ შეთავაზებას დათანხმდა და მალე  ვარსკვლავი გახდა..

ტელევიზია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯაია პრადა მსახიობ რადჰიკასთან ერთად ფესტივალზე- 62nd Filmfare Awards South.

ჯაია პრადას დებიუტი სატელევიზიო გადაცემის წამყვანის ამპლუაში შედგა ტოკ-შოუში ETV Jayapradam. გადაცემების განმავლობაში მან ბევრი ცნობილი ადამიანისაგან აიღო ინტერვიუ, მათ შორის იყვნენ:  მეცნიერი კამალ ჰასანი, მსახიობი  აკინენი ნაგასვაგა რაო (ANR), რეჟისორი რამ გოპალა ვარმუ, მსახიობი ჩირანჯივი და სხვ.  2018 წელს ჯაია პრადამ პირველად მიიღო მონაწილეობა ყოველდღიურ სატელევიზიო სერიალში, სადაც მთავარი გმირის დედამთილის როლი შეასრულა.[6]

პოლიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარიერის მწვერვალზე ჯაიამ კინოდან გადაინაცვლა პოლიტიკაში. 1994 წელს შეუერთდა ტელუგუ დესამის პარტიას მისი დამფუძნებლის ნანდამური თარაკ რამა რაოს მიწვევით. რამდენიმე წლის შემდეგ ის გადავიდა სამაჯვადის პარტიაში. 2004-2014 - ლოკ- საბჰას (ინდოეთის პარლამენტის ქვედა პალატის) წევრი, ხოლო 2014 წლიდან - რაშტრიას ლოკ დალის პარტიის წევრია. [7] [8][9]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1989 წლის 22 თებერვალს ჯაია ცოლად გაჰყვა პროდიუსერ შრიკანტა ნაჰატას, რომელიც უკვე დაქორწინებული იყო ჩანდრაზე და ჰყავდა სამი შვილი. მათმა შეუღლებამ  დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, მით უმეტეს, რომ ნაჰატა ცოლს არ დაშორებია ჯაია პრადასთან დაქორწინების შემდეგ. პირველი ცოლისგან ჰყავდა შვილები.  ჯაია პრადას და შრიკანტას ერთად არ ჰყავთ შვილები. ჯაია პრადამ  დის ვაჟი  აღზარდა, როგორც საკუთარი.[10]

გარე ბმულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "సినిమాల కోసం పేరు మార్చుకున్న స్టార్‌ హీరోయిన్లు". Sakshi (ტელუგ.ენაზე). 30 September 2020. Retrieved 9 January 2021.
  2. "Archived copy". Archived from the original on 12 October 2020. Retrieved 23 November 2018.
  3. "Ajit Singh gives RLD tickets to Amar Singh, Jaya Prada from UP"[მკვდარი ბმული]. India Today. 10 March 2014. Archived from the original on 27 March 2014. Retrieved 26 March 2014.
  4. "Happy Days at the 55th Tiger Balm Filmfare South Awards". bollyspice.com. Archived from the original on 8 July 2011.
  5. Jaya Prada honoured – Times Of India. Timesofindia.indiatimes.com (18 April 2011). Retrieved on 29 June 2011.
  6. "Archived copy". Archived from the original on 1 January 2015. Retrieved 1 January 2015.
  7. "Jaya Prada, veteran Bollywood actor and Samajwadi Party leader, joins BJP". newsnation.in. 26 March 2019. Archived from the original on 26 March 2019. Retrieved 26 March 2019.
  8. Front Page : Amar Singh, Jayaprada expelled from SPArchived 20 September 2011 at the Wayback Machine. The Hindu (3 February 2010). Retrieved on 29 June 2011.
  9. Ayaprada steals the show, wins Rampur Archived 28 January 2012 at the Wayback Machine. News.oneindia.in (16 May 2009). Retrieved on 19 April 2013.
  10. A Dream Come True Film Chamber