ჯაიარამ ჯაიალალიტა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯაიალალიტა
ტამილ. ஜெயலலிதா ஜெயராம்
ჯაიალალიტა ტამილ. ஜெயலலிதா ஜெயராம்
ინდოეთის დროშა ინდოეთიტამილნადუს მე-5 მთავარი მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
23 მაისი 2015 – 5 დეკემბერი2016
წინამორბედიო. პანირსელვამი
მემკვიდრეო. პანირსელვამი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
16 მაისი 2011 – 27 სექტემბერი 2014
წინამორბედიმ. კარუნანდჰი
მემკვიდრეო. პანირსელვამი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2 მარტი 2002 – 12 მაისი 2006
წინამორბედიო. პანირსელვამი
მემკვიდრემ. კარუნანდჰი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
14 მაისი 2001 – 21 სექტემბერი 2001
წინამორბედიმ. კარუნანდჰი
მემკვიდრეო. პანირსელვამი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
24 ივნისი 1991 – 12 მაისი 1996
მემკვიდრემ. კარუნანდჰი

დაბადებული24 თებერვალი 1948
მაისური, ინდოეთი
გარდაცვლილი5 დეკემბერი 2016 (68 წლის)
ჩენაი, ინდოეთი
პოლიტიკური პარტიაAIADMK
საქმიანობამსახიობი, პოლიტიკოსი
რელიგიაინდუიზმი
ჯილდოებიFilmfare Awards South

ჯაიარამ ჯაიალალიტა  (ან უბრალოდ ჯაიალალიტა, ტამ. ஜெயலலிதா ஜெயராம்; 24 თებერვალი 1948, სოფ. მელუკოტე, მანდიას ოლქი, მაისურის შტატი (ამჟამად კარნატაკას შტატი, ინდოეთი - 5 დეკემბერი 2016, ჩენაი, ინდოეთი)— ინდოელი სახელმწიფო მოღვაწე, ინდოეთის ტამილნადუს შტატის მთავარი მინისტრი  (1991-1996, 2001-2006, 2011-2014 და 2015-2016 წწ.), 1989 წლიდან პარტია  AIADMK  (ანადურაის სახელობის დრავიდების პროგრესის სრულიად ინდოეთის ფედერაცია) -ის  ლიდერი. მეცნიერების საპატიო დოქტორი (ტიტული მიანიჭა მადრასის უნივერსიტეტმა 1991 წელს). [1][2]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯაიალალიტა თავისუფლად ფლობდა ინგლისურ, ტამილურ, კანადასა და ტელუგუს ენებს. მისი სამსახიობო კარიერა ტამილურ კინოში მონაწილეობით დაიწყო, სწრაფად მოიპოვა დიდი პოპულარობა ქვეყანაში და ბევრ ფილმში ითამაშა AIADMK -ის მომავალ დამფუძნებელ, მ. რამაჩანდრანთან ერთან.[3]

1981 წელს იგი შეუერთდა AIADMK-ს რამაჩანდრანის მიწვევით და დაინიშნა პარტიის  მდივნად პროპაგანდის საკითხებში. 1984 წელს იგი გახდა ინდოეთის პარლამენტის ზედა პალატის წევრი ტამილნადუდან. 1987 წელს რამაჩანდრანის გარდაცვალების შემდეგ, AIADMK გაიყო — ჯაიალალიტა გახდა ერთ-ერთი ფრაქციის ლიდერი, ხოლო მეორე ფრაქციის რამაჩანდრანას ქვრივი ჯანაკი ჩაუდგა სათავეში. პარტიაში არსებულმა განხეთქილებამ AIADMK-ს  ხელი შეუშალა 1989 წლის არჩევნებში, რომელიც მოიგო მისმა მთავარმა კონკურენტმა, DMK პარტიამ (Dravida Munnetra Kazhagam, დრავიდული პროგრესის ფედერაცია).

დამარცხების შემდეგ ჯაიალალიტამ შეძლო პარტიის გაერთიანება და კოალიციაში შესვლა ინდოეთის ეროვნულ კონგრესთან 1991 წლის რეგიონალური და ფედერალური არჩევნების წინ. არჩევნების წინ მოკლული ინდოეთის ეროვნულ კონგრესის ლიდერის რაჯივ განდის მიმართ სიმპათიების ტალღაზე კოალიციამ დამაჯერებლად დაამარცხა დრავიდული პროგრესის ფედერაცია ადგილობრივ არჩევნებში. კოალიციის ლიდერი გახდა ტამილნადუს მთავარი მინისტრი.

ჯაიალალიტას მთავარი მინისტრის პოსტზე მუშაობის პერიოდში ბრალი დასდეს კორუფციასა და სახსრების არამიზნობრივად გაფლანგვაში (კერძოდ, მისი აყვანილი შვილის ქორწილის ბანკეტი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა). 2014 წელს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ჰილარი კლინტონთან ერთად, 2011 წ.

ცენტრალური პრესა ასევე საკმაოდ უარყოფითად იყო განწყობლი მთავარი მინისტრის მიმართ კრიტიკისადმი მისი შეუწყნარებლობის გამო. კორუფციულ სკანდალში მთავრობის წევრებიც იყვნენ გარეულები. შედეგად, შტატის ასამბლეის არჩევნებზე 1996 წელს AIADMK-მ გამანადგურებელი მარცხი იგემა. თუმცა, ამის მიუხედავად, უკვე 1998 წელს, AIADMK დამაჯერებლად გამოვიდა ფედერალურ არჩევნებში და შევიდა კოალიციაში ბჰარატია ჯანატას პარტიასთან, მაგრამ პრემიერ მინისტრი ატალ ბიჰარი ვაჯპაი ჯაიალალიტას ეჭვის თვალით უყურებდა ჟურნალისტების მიმართ მისი ხშირი ექსტრავაგანტული გამოხტომების გამო, რაც უარყოფითად მოქმედებდა მთავრობის იმიჯზე.

გარდა ამისა, ჯაიალალიტა გამუდმებით იმუქრებოდა, რომ დატოვებდა მთავრობას, თუ  "ტამილნადუს ინტერესები" არ იქნებოდა გათვალისწინებული.

სცენა ფილმიდან ჯაიალალიტას მონაწილეობით, 1969 წ.

შედეგად, 1999 წლის მაისში, ინდოეთის ეროვნული კონგრესის ლიდერ სონია განდისთან შეხვედრის შემდეგ, იგი მაინც გამოვიდა ბჰარატია ჯანტას პარტიის კოალიციიდან, რამაც გამოიწვია უნდობლობის გამოცხადება მთავრობისადმი (რომელმაც მიიღო 273 ხმა საჭირო 272-დან) და ახალი არჩევნების დანიშვნა, როდესაც AIADMK უკვე გაერთიანდა კოალიციაში ინდოეთის ეროვნულ კონგრესთან ერთად.

ინდოეთის პრემიერ -მინისტრ მანმოჰან სინგჰთან

თუმცა, მიუხედავად ბლოკის წარმატებული მუშაობისა ტამილნადუში, ინდოეთის ეროვნულმა კონგრესმა წააგო არჩევნები ბჰარატია ჯანატას პარტიასთან  ქვეყანის მასშტაბით და ჯაიალალიტას მოუწია ისევ ადგილობრივ არჩევნებზე ფოკუსირება. მან მათ დიდი გამარჯვება მოიპოვა 2001 წელს, რადგან დრავიდული პროგრესის ფედერაციის მმართველობის წლებში შტატში კორუფციული სკანდალები არ შემცირებულა. 2004 წლის ფედერალურ არჩევნებში AIADMK შევიდა კოალიციაში ბჰარატია ჯანატას პარტიასთან, მაგრამ ვერც ერთი ადგილი ვერ მოიპოვა. 2006 წლის აპრილ-მაისში ტამილნადუს ასამბლეის არჩევნებში AIADMK ასევე დამარცხდა დემოკრატიული პროგრესის ალიანსთან.

ჯაიალალიტა კვლავ ხელმძღვანელობდა ტამილნადუს მთავრობას 2011-2014 წლებში და 2015 წლიდან 2016 წლამდე.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრეზიდენტი პრანაბ მუხერჯი პატივს მიაგებს ჯაიალალიტას რაჯაჯის დარბაზში

2016 წლის 22 სექტემბერს ჯაიალალიტა ჩენაის აპოლოს ჰოსპიტალში გადაიყვანეს ინფექციისა და მძიმე დეჰიდრატაციის დიაგნოზით. ოფიციალურად მისი მოვალეობების შემსრულებელი 2016 წლის 12 ოქტომბრიდან გახდა მინისტრი ო. პანეერსელვამი, თუმცა ის კვლავაც სახელმწიფოს მთავარი მინისტრის პოსტზე რჩებოდა. 2016 წლის 4 დეკემბერს იგი ხელახლა გადაიყვანეს ინტენსიურ თერაპიაში გულის შეტევის შემდეგ დაახლოებით 16:45 საათზე.[4] ჰოსპიტალმა გაავრცელა განცხადება პრესაში, რომ მისი მდგომარეობა ძალიან კრიტიკული გახლდათ და აპარატზე იყო მიერთებული. 2016 წლის 5 დეკემბერს საავადმყოფომ გაავრცელა ინფორმაცია ჯაიალალიტას გარდაცვალების შესახებ. იგი გახდა პირველი ქალი მთავარი მინისტრი, რომელიც ინდოეთში თანამდებობაზე ყოფნის დროს გარდაიცვალა.

ჯაიალალიტას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ინდოეთის მთავრობამ გამოაცხადა ერთდღიანი ეროვნული გლოვა. [5]

ჯაიალალიტა დაკრძალეს 2016 წლის 6 დეკემბერს ჩენაიში.[6] [7][8]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "PURATCHI THALAIVI JAYALALITHAA". indiatimes.com. 6 December 2016. Retrieved 18 December 2016.
  2. Srinivasaraju, Sugata (21 March 2011). "The Road To Ammahood". Outlook India. Retrieved 11 December 2016.
  3. "Jayalalithaa Jayaram Biography – About family, political life, awards won, history". Elections in India. Retrieved 24 February 2021.
  4. "India's Jayaram Jayalalitha still 'critical' after heart attack". BBC. 5 December 2016. Retrieved 5 December 2016.
  5. "Jayalalithaa death: Centre declares one-day national mourning for Amma, Tricolour to fly at half mast". Indian Express. New Delhi. 6 December 2016. Retrieved 17 December 2016.
  6. Jayalalithaa death: Telugu stars mourn Amma's loss!".. Zee News. 6 December 2016. Retrieved 18 December 2016.
  7. "Why J Jayalalithaa was buried and not cremated". The Economic Times. 7 December 2016.
  8. "Jayalalithaa death: Pondicherry announces 3-day state mourning". Indian Express. Puducherry. 7 December 2016. Retrieved 17 December 2016.