ჯაზმურიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ჯაზმურიანი — დახშული ქვაბული ირანის მთიანეთის სამხრეთ ნაწილში, ირანში. სიგრძე დაახლოებით 300 კმ, სიგანე 140 კმ-დე, სიმაღლე დაახლოებით 360 მ. წარმოადგენს ბრტყელ, დაჭაობებულ ვაკეს, რომელზეც მოძრავი ქვიშის ვრცელი მასივებია. გაზაფხულზე მდინარეების ადიდების შედეგად წყლით იფარება და აჩენს წყალმარჩხ (20-30 მ სიღრმის) მომლაშო ტბას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]