ჯაზის თეორიისა და პრაქტიკის სისტემური კურსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
წიგნის ავტორი მერაბ ოძელაშვილი და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა.

„ჯაზის თეორიისა და პრაქტიკის სისტემური კურსი“მერაბ ოძელაშვილის მიერ შესრულებულ თეორიული კვლევა, რომელიც ეყრდნობა ჯაზის თეორიის მსოფლიოში არსებულ ტენდენციებს[1]. წიგნში განიხილება ჯაზის ჰარმონიის თეორიული ასპექტები, ფორმისა და იმპროვიზაციის საკითხები. დიდი ადგილი ეთმობა პრაქტიკულ ნაწილს, დავალებებს, რითაც საგრძნობლად ადვილდება მასალის აღქმა. სახელმძღვანელოში თარგმნილი და განმარტებულია სპეციფიკური თეორიული ტერმინები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქართული მუსიკალური ტერმინოლოგიის დახვეწისათვის.[2]

წიგნის პრეზენტაცია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში 30 ნოემბერს გაიმართა. სახელმძღვანელოს პრეზენტაციას თან ახლდა და ოც წუთიანი კონცერტი, ჯაზმენების თამაზ ყურაშვილის, ზურა რამიშვილის და თბილისის კონსერვატორიის რექტორ რევაზ კიკნაძის შესრულებით. პრეზენტაციას სახელმძღვანელოს ავტორი მერაბ ოძელაშვილი, რეცენზენტი ივანე ჟღენტი, ჯაზის მოყვარულები, მოწვეული სტუმრები და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა ესწრებოდნენ.[2]

სახელმძღვანელოს ავტორია მერაბ ოძელაშვილი.[2]

სახელმძღვანელოს რეცენზენტები არიან თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკის თეორიის მიმართულების ხელმძღვანელი, მუსიკოლოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ივანე ჟღენტი, ხოლო რედაქტორი – პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის – „ჯაზის ხელოვნება“ – ხელმძღვანელი ზურაბ რამიშვილი.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]