ჯავშნოსანი ლოქოსებრნი
| ჯავშნოსანი ლოქოსებრნი | ||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
Callichthys callichthys | ||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||
| Callichthyidae (Bonaparte, 1838) | ||||||||||||
| ||||||||||||


ჯავშნოსანი ლოქოსებრნი,[1] კალიქთისისებრნი (ლათ. Callichthyidae) — თევზების ოჯახი ლოქოსნაირთა რიგისა. სხეულის სიგრძე ჩვეულებრივ 7–8 სმ-ია,[2] ზედა ყბაზე აქვთ 1–2 წყვილი ულვაში, ცხიმოვან ფარფლზე — მსხვილი ეკალი, ასევე ეკლები ზურგისა და მკერდის ფარფლებზე.[3] სხეულის გვერდებზე ორ რიგად განლაგებულია კრამიტისებრი ძვლოვანი ფირფიტები (აქედან სახელწოდება). ბინადრობენ სამხრეთ ამერიკის და კუნძულ ტრინიდადის მცირე მტკნარ წყალსატევებში.[2]
ცნობილია რამდენიმე გვარი და დაახლოებით 200 სახეობა.[3] ხშირად ცხოვრობენ ჟანგბადის დეფიციტის პირობებში, ამიტომ მათთვის დამახასიათებელია ნაწლავური სუნთქვა (თევზი პირით ყლაპავს ჰაერს წყლის ზედაპირიდან, აირთა ცვლა ხდება ნაწლავის კედლების გავლით).[2] ზოგიერთ სახეობას შეუძლია ხმელეთზე მოკლე მანძილზე გადაადგილება უკანა ნაწლავში არსებული ჰაერის გამოყენებით.[3] იკვებებიან წვრილი უხერხემლოებით. ქვირითს ყრიან პატარა ორმოებში ან აშენებენ ბუდეებს. ბევრი სახეობა აკვარიუმში ყოლის ობიექტია, მაგალითად შემდეგი გვარებიდან: დიანემა (Dianema), კალიქთი (Callichthys), კორიდორასი (Corydoras).[2]
ტაქსონომია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯავშნოსანი ლოქოსებრნი
- ქვეოჯახი Callichthyinae
- ქვეოჯახი Corydoradinae
- ტრიბა Aspidoradini
- ტრიბა Corydoradini
- Corydoras (სინ. Brochis, Gastrodermus, Hoplisoma, Osteogaster)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ გოგმაჩაძე თ., თევზების ნომენკლატურა : ლექსიკონი, ბათუმი: გამომც. „აჭარა“, 2018. — გვ. 314, ISBN 978-9941-460-45-6.
- 1 2 3 4 Решетников, Ю. С.. Каллихтовые. Большая российская энциклопедия. Электронная версия (2016). ციტირების თარიღი: 29 დეკემბერი, 2024
- 1 2 3 Nelson, Joseph S.; Grande, Terry C.; Wilson, Mark V. H. (2016) Fishes of the World, 5-th, Hoboken, New Jersey: Wiley, გვ. 214–215. DOI:10.1002/9781119174844. ISBN 978-1-118-34233-6.