შინაარსზე გადასვლა

ჯავშანი (ანატომია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯავშნოსნისებრნი

ჯავშანი (ბიოლოგია) — მკვრივი თავდასაცავი წარმონაქმნი, რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ ფარავს ცხოველის სხეულს. უხერხემლოთა შორის ქიტინოვანი ჯავშანი აქვთ ხოჭოებსა და უმდაბლეს კიბოსნაირებს; უმაღლესი კობოსნაირების ჯავშანი გაჟღენილია კიროვანი მარილებით. კოროვანი ფირფიტების ჯავშნით არის დაფარული კანეკლიანების სხეული. ხერხემლიანთა შორის ჯავშანი აქვს ყველა კლასის წარმომადგენელს. ფრინველების გარდა, განოიდური ქერცლის ჯავშნით აქვთ სხეული დაფარული ამერიკულ ჯავშნოსან წერს და აფრიკულ მრავალფარფლას. ძვლოვანი ფირფიტების ჯავშანი აქვს ჯავშნიან ლოქოს, ნემსთევზას, ზღვის ცხენთევზას. განსაკუთრებით კარგად აქვთ განვითარებული ჯავშანი კუებს და ნიანგებს. ძუძუმწოვრების თანამედროვე ფორმებს შორის ჯავშანი აქვთ ჯავშნოსნისებრებსა და პანგოლინებს.