ჯავახური შესაბმელი ცხენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ჯავახური შესაბმელი ცხენი — ადგილობრივი ცხენის ჯგუფი. გამოყვანილია ხალხურისელექციის გზით. მის ჩამოყალიბებაში მონაწილეობდნენ არდენის, ბრაბანსონისა და პერშერონის ჯიშის აჯილღები. შეჯვარება ტარდებოდა სისხლთა ჩართვის, ჯიშთშორისი შეჯვარებისა და მიღებულ ნაჯვართა „თავისში“ მოშენების გზით. ჯავახური შესაბმელი ცხენის განაზონებია (სმ): სიმაღლე მინდაოში — 144.5, ტანის ირიბი სიგრძე — 148.8, გულმკერდის ირგვლივი — 174.6, ნების ირგვლივი — 20.5. განასხვავებენ ჯავახური შესაბმელი ცხენის სამ ტიპს: მძიმეს, საშუალოსა და მსუბუქს. ცხენს მსუბუქი ნაბიჯი და კარგი ჩორთი აქვს, მუშაობაში თვინიერი და გამძლეა. ფერად ქურანა, თაფლა და ლურჯაა. იყენებენ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში და სატრანსპორტო საშუალებად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]