ჯავახიშვილი (პოეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯავახიშვილი
საქმიანობა პოეტი
პერიოდი XVIII საუკუნე

ჯავახიშვილი — XVIII საუკუნის ქართველი პოეტი ვახტანგ VI-ის ლიტერატურული წრიდან. მოხსენიებული ჰყავს დ. გურამიშვილს („ჯავახიშვილს გამალექსეს...“). ვახტანგ VI-ის ამალის წევრთაგან ცნობილი არიან ძმები შიოშ და ერასტი ჯავახიშვილები. ორივე ქართველ ჰუსართა ასეულში (შემდეგ პოლკში) ჩაურიცხავთ, მამულებიც სხვა ქართველ ემიგრანტებთან ერთად უკრაინაში მიუციათ. ერთ-ერთი მათგანი უნდა იყოს იმ ხანებში ცნობილი პოეტი ჯავახიშვილი, რომლის ნაწერებს ჩვენამდე არ მოუღწევია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]